x
მეტი
  • 24.11.2020
  • სტატია:105143
  • ვიდეო:348711
  • სურათი:470420
რა დადებითი-უარყოფითი თვისებები ახასიათებს კაკალს და როდისაა მისი მირთმევა დასაშვები?
კაკლის შესახებ ყველას ბევრი გვსმენია იქიდან გამომდინარე, რომ იგი ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტების სიას განეკუტვნება.

არც იმასტან დაკავშირებით არსებობს ორი აზრი, რომ უგემრიელესია არა მხოლოდ თავად კაკლის ნაყოფი, არამედ მისგან დამზადებული საკვები, ტკბილეული თუ მრავალი სხვა. image

ალბათ, საქართველოში ვერ ნახავთ დიასახლისს, რომლის სამზარეულოშიც არ ინახებოდეს ნიგოზი.

აღსანისნავია ის ფაქტი, რომ ნიგოზი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ძალიან სასარგებლო პროდუქტია. ხალხურ მედიცინაში კაკალი ძველთაგანვე გამოიყენებოდა.


კაკალში შემავალი ვიტამინების და მიკროელემენტების მთელი კომპლექსი მის უნიკალურობას ხაზს უსვამს. ის შეიცავს A, B1, B2, E, PP, C ვიტამინებს, კობალტს, რკინას, თუთიას, კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს და იოდს.
მისი უნიკალურობის შესახებ ხშირად საუბრობენ, თუმცა ცოტამ თუ იცის იმ სამკურნალო თვისებების მრავალფეროვნების შესახებ, რომელიც კაკალში საკმაოდ ბევრია.

ნიგვზისგან დამზადებული ზეთი გამოიყენება კოსმეტოლოგიაში არა მხოლოდ სამკურნალო, არამედ კოსმეტიკური მიზნით. მას აქვს კანის გამაახალგაზრდავებელი ეფექტი, აძლიერებს თმასა და ფრჩხილებს. ამ ზეთს ახასიათებს რეგენერაციული თვისებები. ადვილად შეიწოვება, არ ტოვებს კვალს და კანს აბრეშუმივით ნაზს ხდის.image

აბიტურიენტებს ურჩევენ, დილით უზმოზე მიიღონ გატარებული ნიგვზის, თაფლისა და ქიშმიშის 1 ჩაის კოვზი ნარევი, ეს აგიმაღლებთ განწყობას, გაგიძლიერებთ იმუნიტეტს.

საინტერესოა ის ტაქტი, რომ ნაყოფტან ერტად, სასარგენლოა მისი ფოთლები, ქერქი, ნაჭუჭი... კაკლის ფოთლებში შედის ფლავინოიდები, გლიკოზიდები, C ვიტამინი, კაროტინი, ეთერზეთები, ორგანული მჟავები და სხვა. ახალი ნაყოფის მწვანე ქერქში აღმოჩენილია A, B, C, P ვიტამინები, ეთერზეთები, შაქარი და სხვა სასარგებლო ნივთიერებები. ის ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ასტიმულირებს სისხლძარღვების მუშაობას. გარდა ამისა, ხელს უშლის სისხლში თრომბების წარმოქმნასა და არეგულირებს არტერიულ წნევას. ნაყენი, რომელიც მწვანე კაკლისგან მზადდება გამოიყენება გულის იშემიური დაავადებების – სტენოკარდიის, არითმიის, გულის შეტევის პრევენციისთვის და სამკურნალოდაც.image

ნიგვზის ზეთი ორგანიზმში იოდის დონეს აბალანსებს. იოდი კი, მოგეხსენებათ, ადამიანის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს არეგულირებს.

თუ ხშირად მიიღებთ 50 გრ თაფლში შერეულ, 50 გრ კაკალს, ქრონიკულ დაღლილობას და სტრესს თავს დააღწევთ.

კაკალი დაგიცავთ ისეთი დაავადების გაჩენისგან როგორიცაა ათეროსკლეროზი, ნერვული აშლილობა და დიაბეტი.

კაკალი საუკეთესოდ მოქმედებს თავის ტვინზე. მასში შემავალი ომეგა 3, ხელს უწყობს ტვინის უჯრედების გამართულ მუშაობას.

კაკალს გააჩნია გამაახალგაზრდავებელი ეფექტი, ის საუკეთესოდ მოქმედებს თმებზე, ფრჩხილებსა და კანზე. ამ თვისებების წყალობით მისი ზეთის გამოყენებას კოსმეტოლოგიაში მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს.

კაკალი გამოიყენება ანემიის და კუჭ-ნაწლავის სისტემის სამკურნალოდ.image

თუ საუზმესა და სადილს შორის 3-5 ცალ კაკალს მიირთმევთ, ორგანიზმს დაეხმარებით შეინარჩუნოს ენერგეტიკული ბალანსი.

მიუხედავად ამდენი სასარგებლო თვისებისა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კაკალი ალერგიულ პროდუქტთა შორის შედის. აქედან გამომდიმარე, თუ მის მიმარტ ალერგია, გამონაყარი, ქავილი ერთხელ მაინც გამოგვლენიათ, სასურველია ტავი შეიკავოთ მისი მირტმევისაგან.

არ შეიძლება ნიგვზის შემცველი კერძების ყოველდღიურად ჭამა, რადგან ხშირად ნაღვლის ბუშტის გაღიზიანებას იწვევს. ალბათ, იცით, რომ ნიგვზის დაუმუშავებლად ჭამა გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე უკვე კერძებში გამოყენებული – მოხარშული და ასე შემდეგ, რადგან ასეთი სახით ის უფრო მეტად აღიზიანებს ორგანიზმს.image

0
600
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
600
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0