x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
რატომ მოგყვებათ თქვენი ძაღლი ტუალეტში - ეს საინტერესოა!
image

ძაღლის სიყვარულს საზღვრები არ აქვს და ეს ტუალეტში გაყოლასაც გულისხმობს. შეიძლება, ერთი შეხედვით უცნაური ჩანდეს, რატომ უნდა ცხოველს, ამ საქმიანობისას გიყუროთ, მაგრამ სინამდვილეში ამას თავისი მიზეზი აქვს. სტატიაში რამდენიმე თეორიას გაგაცნობთ, რაც თქვენი ძაღლის ქცევას ახსნის.






ძაღლები ხროვად ცხოვრობენ.

ძაღლი ხროვაში ცხოვრობს და მარტო დარჩენისას შესაძლოა თავი მარტოსულად იგრძნოს. მას მუდმივი კონტაქტი სჭირდება სხვებთან და მის ინსტინქტშია თამაში, ჭამა და ძილი ვინმესთან ერთად. ასე რომ, თქვენს ძაღლს არ ესმის, რატომ შეიძლება გჭირდებოდეთ პირადი სივრცე. ის იმასაც კი ფიქრობს, რომ კომპანიის გაწევით საქმიანობაში გეხმარებათ.

image






შეიძლება, თქვენი ძაღლი გიცავდეთ.


თქვენს ძაღლს შეიძლება ეგონოს, რომ საჭიროების შემთხვევაში თავის დაცვას ვერ შეძლებთ, ამიტომაც მან უნდა გადაგარჩინოთ. როცა ძაღლს დახურულ კარს მიღმა ხმები ესმის, შეიძლება შეწუხდეს და შეეშინდეს, თავისი პატრონი საფრთხეში არ იყოს.

image






შეიძლება, ეშინოდეს, რომ რამე გამორჩება.

ძაღლს თქვენი სახლი საკუთარ ტერიტორიადაც მიაჩნია. ასე რომ, როცა იქ რაღაც ხდება, ეს მასაც ეხება და საქმის კურსში უნდა იყოს. გარდა ამისა, ძაღლმა შეიძლება მოიწყინოს, სანამ გელოდებათ; უჩვეულო აქტივობები მას ძალიან აინტერესებს.

image






ის გეყრდნობათ.

ზოგი ძაღლი სხვებზე მეტად ეჩვევა ადამიანს. თუ ის მუდმივად თქვენს გვერდით წვება, მეტ ჩახუტებას და მოფერებას ითხოვს, სიყვარული და დაცულობის შეგრძნება სჭირდება, მაშინ ის ამ კატეგორიაშია. ასე რომ, ნუ გააგდებთ მას, უბრალოდ, დაუთმეთ ყურადღება.

image






ის ხვდება, როცა მოწყენილი ხართ.

ძაღლს თქვენი სხეულის ენითა და სუნით შეუძლია მიხვდეს, როცა მოწყენილი ხართ ან თავს კარგად არ გრძნობთ. როცა აცნობიერებს, რომ თქვენს თავს რაღაც ხდება, მაქსიმალურად ცდილობს კომფორტი შეგიქმნათ მუდმივად გვერდით ყოფნით.

image






ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ შევარჩიოთ "ოთახის ძაღლი" - სტატია ადამიანებისთვის, ვისაც პატარა ბინა და დიდი გული აქვთ

image


2. როგორ გამოიყურებიან შეჯვარებული ძაღლები - ფოტოკრებული

image


3. როგორ ცვლის უსახლკარო ცხოველებს ზრუნვა და სიყვარული

image


4. 10 ყველაზე ძვირადღირებული ძაღლის ჯიში მსოფლიოში

image


5. 10 ყველაზე უცნაური ორსულობა ცხოველებში - ბუნების სიბრძნეში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით!

image

1
872
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
872
  
2020, 9 დეკემბერი, 2:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1