x
image
_K_
20 ფაქტი ადამიანის სისხლის შესახებ, რაც აქამდე არ იცოდით
image

ყველამ ვიცით, რომ ჩვენი სისხლძარღვების სისტემა საკმაოდ რთულია, ამიტომაც მნიშვნელოვანია, ვიზრუნოთ გულზე და ვიცოდეთ ჩვენი სისხლის ტიპი. სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს არ აქვს ინფორმაცია ჩვენი სხეულის ყველა შესაძლებლობის შესახებ.


სტატიისთვის შევაგროვეთ საინტერესო მეცნიერული ფაქტები ჩვენი სისხლის შესახებ, რაც, დიდი ალბათობით, აქამდე არ იცოდით.

image

  • ერთი ადამიანის სისხლის სრულად დასალევად 1 120 000 კოღოა საჭირო.
  • სისხლის მიმოქცევისთვის გული ისეთ წნევას ქმნის, რომ 9 მეტრი სიმაღლის სისხლის ნაკადის გამოშვება შეუძლია.
  • ადამიანს შეუძლია პულსის გარეშე ცხოვრება. 2012 წელს ექიმებმა 55 წლის კრეგ ლიუისის სხეულში მოწყობილობა დააყენეს, რომელიც მის სხეულში სისხლის მიმოქცევას ახდენდა პულსის გარეშე.
  • სტენ ლარკინმა 555 დღე იცოცხლა გულის გარეშე, ტრანსპლანტის მოლოდინში. მისი გული ჩანაცვლებული იყო მოწყობილობით, რომელიც მის ზურგჩანთაში იყო მოთავსებული. ამ დროს მას კალათბურთის თამაშიც კი შეეძლო.

image

  • სისხლის რაოდენობა, რომლის მიმოქცევაც სხეულში 25 დღის განმავლობაში ხდება, დაახლოებით საშუალო ზომის აუზს აავსებდა.
  • ადამიანმა შეიძლება ორგანიზმის სისხლის 40% დაკარგოს და კვლავ იცოცხლოს. რა თქმა უნდა, საჭირო იქნება სისხლის დროული გადასხმა.
  • გულის შეტევების 21% ორშაბათ დღეს ხდება. ამას პარასკევი დღე მოსდევს. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ამის მიზეზი სტრესის მაღალი დონეა კვირის დასაწყისში.
  • ჩვენი გულისცემის რიტმი განწყობაზე მოქმედებს. მეცნიერებმა ეს ფენომენი შეისწავლეს, როცა ერთ-ერთ პაციენტს ახალი გული ჩაუსვეს. ოპერაციის შემდეგ, მისი გონება, გრძნობები და ქცევები უჩვეულოდ შეიცვალა.
  • გულის შეტევის რისკის შესამცირებლად დილით ნელა უნდა გაიღვიძოთ და საღამოს ვარჯიშის ინტენსივობა შეამციროთ.
  • მსგავის კომპოზიციის წყალობით, ქოქოსის წყალს შეუძლია სისხლის პლაზმის ჩანაცვლება.
  • სისხლის ჯგუფები შესაძლოა განქორწინების მიზეზი გახდეს. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მეუღლეების სისხლის ტიპსა და განქორწინების პროცენტს შორის კავშირი არსებობს. ასე რომ, ყველაზე ძლიერ ქორწინებებში ორივე ადამიანს სისხლის O ტიპი აქვთ. იმ წყვილებს კი, რომლებიც ხშირად ირჩევენ განქორწინებას, სისხლის ტიპის ასეთი კომპოზიცია აქვთ: A + AB ან A + O.image
  • სისხლის ტიპს გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე. O ტიპის მქონე ადამიანები არ არიან მიდრეკილები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მიმართ, არამედ უფრო მეტად - კანის კიბოსა და სიმსუქნისკენ.
  • A ტიპის მქონე ადამიანებმა ყურადღება უნდა მიაქციონ სისხლში ქოლესტერინის დონეს. ისინი კორონალური გულის დაავადებების განვითარების რისკის ქვეშ იმყოფებიან.
  • B სისხლის ტიპის მქონე ადამიანებს უნდა ახსოვდეთ, რომ მიდრეკილები არიან დიაბეტისა და პანკრეასის კიბოსკენ.
  • AB ტიპის მქონე ადამიანებმა ყურადღება უნდა მიაქციონ მეხსიერებასა და კონცენტრაციას, რადგან გონების დასუსტების რისკი AB ტიპის მქონე ინდივიდებში 82%-ით მაღალია, ვიდრე სხვებში.
  • ენერგეტიკული სასმელი გულისცემის რიტმს ცვლის. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ენერგეტიკული სასმლის მირთმევის შემდეგ, კოფეინის რაოდენობა 3-ჯერ მეტია, ვიდრე სხვა კოფეინირებულ სასმელებში, როგორიცაა ყავა. გარდა ამისა, ეს სასმელი გულის ცემაზეც მოქმედებს და შეიძლება სიკვდილიც გამოიწვიოს.
image

  • დიეტები სისხლის ტიპის მიხედვით არაეფექტურია. ტორონტოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ასეთი დიეტების ეფექტურობა მითია.
  • იაპონიაში არსებობს სპეციალური საქონელი სისხლის ტიპის მიხედვით: საჭმელი, კოსმეტიკური პროდუქტები, პერსონალური პროდუქტები.
image

  • ათლეტების პერფორმანსი დამოკიდებულია სისხლის ტიპზე. 2017 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს O სისხლის ტიპით სხვებზე მეტი სიცოცხლისუნარიანობა აქვთ. წყლის პოლოს მოთამაშეებში მეცნიერებმა ვერცერთი ადამიანი აღმოაჩინეს AB სისხლის ტიპით. აღსანიშნავია, რომ O ტიპის სისხლის ქონა უპირატესობა მხოლოდ მაშინაა, თუ ადამიანი რეგულარულად ვარჯიშობს.
  • ჩვენი ხასიათი დამოკიდებულია სისხლის ტიპზე. მეცნიერებმა ადამიანსა და მის სისხლის ტიპს შორის კავშირი იპოვეს. იაპონიაში ხალხს სჯერა, რომ სისხლის ტიპი გავლენას ახდენს ადამიანის ქცევაზე, წარმატებაზე სამსახურში და პირად ურთიერთობებში.
image





ასევე დაგაინტერესებთ:


1. 7 შესაძლო მიზეზი, თუ რატომ ხართ ყოველთვის დაღლილი

image


2. რატომ არ უნდა გაასწოროთ საწოლი გაღვიძებისთანავე - ეს უნდა იცოდეთ!

image


3. 20 ნივთი, რისგანაც სახლი ახლავე უნდა გაათავისუფლოთ

image


4. რა გავაკეთოთ კარანტინში? - 10 ხერხი დროის პროდუქტიულად გასატარებლად

image


5. 15 ხერხი იმისთვის, რომ თქვენს სახლში მუდამ სასიამოვნო სურნელი ტრიალებდეს

image

1
192
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
192
  
2020, 24 ნოემბერი, 2:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1