x
მეტი
  • 24.11.2020
  • სტატია:105143
  • ვიდეო:348711
  • სურათი:470420
"ძალიან დიდი ...... ხართ, ვინც ვოლტის კურიერს აგინებთ, როდის გახდა კომპლიმენტის გაკეთება დანაშაული?" - ნიკა გვარამია

image


''მთავარი არხის'' გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ყველა იმ ადამიანს მიმართავს ვინც ''ვოლტის'' კურიერის მისამართით შეურაცხმყოფელ შეფასებებს არ ერიდება და ერთ- ერთი მომხმარებლის მისამართით გაკეთებული უვნებელი კომპლიმენტის გამო მას კრიტიკის ქარცეცხლში ახვევს: "უკაცრავად, როდის გახდა სრულწლოვანის მიერ მეორე სრულწლოვანისთვის კომპლიმენტის, გინდაც სექსუალური ურთიერთობის შეთავაზების შემცველის, გაკეთება დანაშაული? გერევათ, ქაჯებო, ეგ სამსახურებრივად დაქვემდებარებულების იძულება არ შეიძლება მათი სამსახურებრივი დამოკიდებულების გამოყენებით. ააა, თუ ზოგადად კურიერმა, ოფიციანტმა, სახლში დამლაგებელმა, მუშებმა და სხვა "მოსამსახურეებმა" ანუ "ქვემდგომმა რასამ" არც კი უნდა გაბედოს? ძალიან დიდი ყლეები ხართ, ვინც ვოლტის კურიერს აგინებთ. ვინც ეგ პასუხი დაუბრუნა და მერე გამოუქვეყნა, იმას ყველაფერი წესრიგში ნამდვილად არა აქვს. ტელეფონით მიწერა ტიპმა, სახლში არც კი უთხრა. სუფთა ის შემთხვევაა, "კურიერმა როგორ გამიბედა" - დაწერა ნიკა გვარამიამ "ფეისბუქის"პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ საჭმლის მიტანის სერვისის ზემოაღნიშნული კომპანიის კურიერმა მორიგი გამოძახების შემდეგ ერთ- ერთ მომხმარებელს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით კომპლიმენტი მისწერა, რაზეც შემკვეთის მხრიდან მუქარის შემცველი პასუხი მიიღო. სოციალური ქსელის მომხმრებლების მხრიდან ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ისინი აღნიშნულ კომპანიას თხოვნით მიმართავენ კურიერი სამსახურიდან არ დაითხოვონ და მას მუშაობის გაგრძელების საშუალება მისცენ. ახლა კი გთავაზობთ სქრინს, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.


image







0
543
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
543