x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ცნობილი პატარძლები, რომელთა საქორწილო კაბები ისტორიაში შევიდა

ცნობილი ადამიანების საქორწილო კაბები ყველას ყურადღების ცენტრშია და რაც მთავარია, დიდ გავლენას ახდენს მოდის ინდუსტრიაზე. ნახეთ ცნობილი პატარძლები, რომელთა კაბებზე დღესაც საუბრობენ:

გრეის კელიimageimage

გრეის კელის საქორწილო კაბა რა თქმა უნდა ისტორიაში შევიდა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ის საქორწილო კოსტიუმი, რომელიც ხელის მოწერაზე მოირგო.


ელიზაბეტ ტეილორიimage

ელიზაბეტ ტეილორი გათხოვილი არაერთხელ იყო და ყველა მისი საქორწილო კაბა ორიგინალურობით და სიფერადით გამოირჩეოდა.




ბრიჯიტ ბარდოimage


ერთი შეხედვით უბრალო ნაჭრის და დიზაინის კაბა ეცვა ბრიჯიტ ბარდოს თავის მეორე ქორწინების დროს. მართალია კაბა უბრალოებით გამოირჩეოდა, მაგრამ ხალხმა ის მალევე აიტაცა და პოპულარული გახადა.



ლაიზა მინელიimage

ლაიზა მინელის საქორწილო კაბამ დროს გაუსწრო. იმ პერიოდში ქალები ძირითადად დიდ და ფაშფაშა კაბებს იცვამდნენ ქორწილისთვის, მან კი სწორი და სადა საქორწილო კაბების ტენდენცია დააწესა ფაქტობრივად.



ოდრი ჰეპბერნიimage

ოდრიმ თავისი მეორე ქორწილისთვის Givenchy ის სადა, ღია ვარდისფერი მოკლე კაბა მოირგო, ფატის ნაცვლად კი უბრალო თავსაბურავი. სწორედ ამ პერიოდიდან შემოვიდა მოდაში მინი საქორწილო კაბები.

ბიანკა ჯაგერიimage

1971 წელს ბიანკამ კაბის ნაცვლად თეთრი, ღრმა დეკოლტიანი კოსტიუმი მოირგო, კოსტიუმის ქვეშ კი შეუმჩნეველი მინი მაისური ეცვა. სამოსი მისთვის ცნობილმა დიზაინერმა ივ სენ-ლორენმა შექმნა, რითაც პატარძლის ხასიათი ზუსტად აღწერა.

მერაია ქერიimage

მართალია მომღერლის ქორწინება სულ 4 წელს გაგრძელდა, მაგრამ მისი კაბა 8 მეტრიანი შლეიფით ისტორიაში შევიდა. განქორწინების შემდეგ მერაია კაბას არც ერთ მუზეუმს არ აძლევდა, მას სურდა თავის ახალ კლიპში დაეწვა ის, იმისდა მიუხედავად რომ კაბის ღირებულება 25 000 $ იყო.

სელინ დიონიimage

უკვე 25 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ სელინ დიონის კაბას დღემდე განიხილავენ. მისი მთავარი ღირსება კი 3 კილოგრამიანი დიადემა გახლავთ, რომელსაც 2000 სვაროვსკის თვალი ამშვენებდა.

ქეით მოსიimage

ვინტაჟური სტილის ღია კრემისფერი კაბა მოდელისთვის ცნობილმა ჯონ გალიანომ შექმნა, რომელიც ზელდა ფიცჯერალდმა შთააგონა.

მირანდა კერი imageმოდელს არაერთხელ უთქვამს, რომ მისი შთაგონების მთავარი წყარო საქორწილო კაბისთვის გრეის კელი იყო, დახვეწილი და ნაზი. კაბა მოდელისთვის დიორის სახლმა შექმნა.

მეგან მარკლიimage

მეგანმა ქორწილისთვის გრძელი, სადა კაბა შეარჩია, რომელსაც იმ ლურჯი კაბის ნაჭერიც ამშვენებდა, რითაც მეგანი პირველად წავიდა პაემანზე პრინც ჰარისთან. გრძელ 5 მეტრიან ფატაზე კი ამოტვიფრული იყო 53 ყვავილი, როგორც ნაციის თანამეგობრობის სიმბოლო.


0
259
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
259
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0