x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ეკლესიაში ყოველდღე უფალს ვევედრებოდი, რომ ის აღარ მყვარებოდა - თამუნა ამონაშვილი
image


პოპ-მომღერლის თამუნა ამონაშვილის მიერ შესრულებული „მენატრები“ 90-იანი წელბის გამორჩეული ჰიტია. ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ეს სიმღერა დიდი, რომანტიკული ურთირთობის საფუძველზე შეიქმნა.

.
როგორც თამუნა ახლა იხსენებს, მას კონკრეტული მამაკაცის მიმართ განსაკუთრებული გრძნობა გააჩნდა, რომელიც ტყუილმა დაანგრია.

მომღერალი სიმღერის შექმნისა და ურთიერთობის დანგრევის შესახებ წლების შემდეგ ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს:


.

– „მენატრების“ ძალიან რომანტიკული ისტორია აქვს. მაშინ დაწერეთ, როცა ძალიან დიდ სიყვარულს დაშორდით, რადგან საქმე დაოჯახებულ ადამიანს ეხებოდა.

კი. თან ეს პრობლემები, თან შეყვარებული ვიყავი, არ ვიცოდი, რა მეკეთებინა. დარდი კი მქონდა, მაგრამ სიყვარულიდან გამომდინარე, ამაღლებულ განწყობაზე ვიყავი. ისე მიყვარდა, რომ მასზე რაღაც ცუდი გავიგე და ისე იმოქმედა ამან, რომ გული წამივიდა და კიდევ კარგი, მეგობრებთან ერთად ვიყავი.

მაგრამ ძლიერი ხართ. გადაწყვიტეთ, რომ ეს ურთიერთობა დაგესრულებინათ და შეძელით კიდეც.

ლოცვამ შემაძლებინა. ზუსტად სამი თვე ყოველდღე დავდიოდი ეკლესიაში და უფალს ვევედრებოდი, რომ ეს ადამიანი აღარ მყვარებოდა. შინაგანად ვიტანჯებოდი ამ მდგომარეობით და აღარ მინდოდა. კარგად გავაცნობიერე, რომ დაოჯახებულ ადამიანს არ შეიძლება, შეეხო. გონებით ვიცოდი, რომ ეს არ იყო კარგი, მაგრამ გულს ვერაფერს ვუშვრებოდი. ამიტომ მჭირდებოდა ლოცვა და უფლის წინაშე დაჩოქება. მართლაც, სამი თვის შემდეგ, მახსოვს, კონცერტზე ვიდექი, სიმღერა დავამთავრე და უცებ ვიგრძენი, რომ ეს ადამიანი აღარ მიყვარდა, თავისუფალი ვიყავი. ეს საოცარი შეგრძნება იყო.

– თან თავიდან არ იცოდით, რომ ოჯახი არსებობდა...

რომც იცოდე, გრძნობა ისეთი რამაა, წინ ვერავინ გადაუდგება. მაგრამ ღმერთმა გონება და გული ერთად იმიტომ მოგცა, რომ გონებით რაღაცის დათრგუნვა უნდა შეძლო. დრო რომ გადის, მერე ფიქრობ, რატომ აკეთებდი ამას, იმ წუთას კი ვერაფერს გრძნობ. სიყვარული ბრმაა, ამიტომ ვერაფერს აკეთებ და დრო გჭირდება, რომ ყველაფერს სხვანაირად შეხედო.

0
1290
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
1290
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0