x
მეტი
  • 24.11.2020
  • სტატია:105143
  • ვიდეო:348712
  • სურათი:470416
ავადმყოფობის დროს ღამურები სოციალურ დისტანციას იცავენ - ახალი კვლევა
image



ახალი კვლევის მიხედვით, როდესაც ღამურები თავს ავად გრძნობენ, სოციალური დისტანცირების ქცევების საკუთარ ფორმას ბუნებრივად ავლენენ.

მეცნიერების თქმით, ღამურების მიერ გამოვლენილი დისტანცია, COVID-19-ის გავრცელების შესამცირებლად შემოღებული რეკომენდაციის ანალოგიურია.

.
მკვლევარებმა გადამცემებით მონიშნეს ველური ვამპირი ღამურების ჯგუფი ბელიზში, მესოამერიკულ ძეგლ ლამანაისთან მობინადრე კოლონიიდან; მეცნიერები რამდენიმე დღის განმავლობაში ყოველ რამდენიმე წამში აკონტროლებდნენ მათ სოციალურ შეხვედრებს. როდესაც მათ ღამურებს იმუნური სისტემის მოქმედების აღმძრავი ნივთიერება გაუკეთეს, აღმოჩნდა, რომ „ავადმყოფმა“ ღამურებმა აშკარად შეიცვალეს ქცევა და უფრო ნაკლებად სოციალურნი გახდნენ.


.

„ველურ ბუნებაში ვიხილეთ, რომ ვამპირი ღამურები, რომლებიც ძლიერ სოციალური ცხოველები არიან, თუ თავს ცუდად გრძნობენ ან მათი ჯგუფის რომელიმე წევრია ავად, თავს შორს იჭერენ. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამით ისინი დაავადების გავრცელებას ამცირებენ“, — ამბობს ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ღამურების მკვლევარი საიმონ რიპერგერი.

.

აშშ-ის ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ვაქცინის შექმნის მიუხედვად მსოფლიო, ცხოვრების ჩვეულ რიტმს კიდევ 2 წელი ვერ დაუბრუნდება.


„დარწმუნებული ვარ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რამდენიმე თვეში გვექნება. თუმცა ამის მიუხედავად ჩვენ, ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნებას მომავალი წლის ბოლომდე ან 2022 წლამდე სავარაუდოდ, ვერ შევძლებთ“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.


ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 8 778 680 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა 226 711 ადამიანი.

.

„თუკი ქვეყნები ხელთ არსებულ საშუალებებს სწორად გამოიყენებენ, კორონავირუსის პანდემიას მსოფლიო მალე დაძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ის დიდხანს იარსებებს“, – ამის შესახებ WHO-ს ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

.
მისივე თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი მიმდინარე წლის ბოლოს, ან მომავალი წლის დასაწყისში გახდება. ცნობისთვის, კორონავირუსი პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოცხადდა.

.

„შარიტეს“ საუნივერსიტეტო კლინიკის ვირუსოლოგიის განყოფილების დირექტორიs, პროფესორ ქრისტიან დროსტენის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია მხოლოდ ახლა იწყება. დროსტენის მოსაზრებით, გერმანია მომავალი თვეებისთვის უნდა მოემზადოს. აუცილებელია პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღება.

.
„ჩვენ სწორედ იგივე გავაკეთეთ, რაც სხვა ქვეყნებმა, იგივე მეთოდებით მოვახდინეთ რეაგირება და არაფერი უკეთესად არ გაგვიკეთებია. ჩვენ უბრლოდ ადრე მოვემზადეთ. ეხლაც ასევე უნდა მოვიქცეთ და სხვა ქვეყნებს დავაკვირდეთ“, - ამბობს დროსტენი.

0
197
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0