x
მეტი
  • 24.11.2020
  • სტატია:105143
  • ვიდეო:348712
  • სურათი:470416
ველური ბუნება 2020-ის ყველაზე სასაცილო ფოტო უკვე გამოვლენილია

image



კონკურსის "Comedy Wildlife Photography Awards" ჟიურიმ უკვე დაასახელა 2020 წლის გამარჯვებული ფოტო. სურათზე გამოსახულია უზარმაზარი კუ, სახელად "ტერი", რომელიც თითქოს ფოტოგრაფს უჩვენებს "შუა თითს".




image2020 წლის ველური ბუნების ყველაზე სასაცილო ფოტო




კუ ტერის ფოტო გადაღებულია ავსტრალიის შტატ კვინსლენდის კუნძულ ლედი-ელიოტზე. ჟიურიმ თავისი გადაწყვეტილება გვამცნო გამარჯვებული ფოტოს ინსტრაგრამზე განთავსებით.

გიგანტური კუს სასაცილო ჟესტის ამსახველი ფოტოს ავტორია მარკ ფიცპატრიკი. ფოტოგრაფი აღნიშნავს, რომ ცხოველმა მას უჩვენა თავხედური ჟესტი (შუა თითი), როცა იგი ცურავდა ავსტრალიის შტატ კვინსლენდში, კუნძულ ლედი-ელიოტთან ახლოს.

გამარჯვებული ფოტოს ავტორი საჩუქრად მიიღებს ტანზანიიდან ხელნაკეთ თასს, საგზურს საფარში, მასაი მარას ნაკრძალში, კენიაში, ასევე, ნიკონის ახალ კამერას.

"ძალიან გახარებული და კმაყოფილი ვარ იმით, რომ მივიღე წლის კომედიის ფოტოგრაფის ტიტული. როცა ვუღებდი კუ ტერის, რომელიც მიჩვენებდა შუა თითს ლედი ელიოტის კუნძულზე, მაშინ წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რომ მსოფლიოში ამდენ ადამიანს მიანიჭებდა ეს ფოტო სიამოვნებას", - განაცხადა მარკ ფიცპატრიკმა.









0
316
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
316
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0