x
მეტი
  • 24.11.2020
  • სტატია:105143
  • ვიდეო:348712
  • სურათი:470416
" ..მე კი, ო, მე კი ცეცხლი მედება, დამნაშავეა შენი თვალები.."

image



ახ, ტურფავ, ტურფავ, ნუთუ ვერა გრძნობ?

გადარეული დავიარები,

არც მასვენებენ, არც მიბრალებენ

ეგ დასაღუპი შენი თვალები.

იქნებ, ლამაზო, შენ ქვის გული გაქვს,

რომ ასე მტანჯავ, არ გებრალები,

მე კი, ო, მე კი ცეცხლი მედება,

დამნაშავეა შენი თვალები.

დრო გაივლის და შენც დაგიჭკნება

გულში გაშლილი ოცნების ვარდი,

მაგრამ წუხილი გვიან იქნება,

შენ ვერ გაიგებ, როგორ მიყვარდი.

ახ, ტურფავ, ტურფავ, ნუთუ ვერა გრძნობ?

გადარეული დავიარები,

არც მასვენებენ, არც მიბრალებენ

ეგ დასაღუპი შენი თვალები.

0
127
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0