x
მეტი
  • 24.11.2020
  • სტატია:105143
  • ვიდეო:348712
  • სურათი:470416
iPhone 12-ის მოულოდნელი ფუნქცია, რომელზეც "Apple" დუმდა

image

უახლოეს პერიოდში აიფონ 12-ის ხაზის სმარტფონებში აღმოაჩინეს კიდევ ერთი დამატებითი ფუნქცია, რაც უკავშირდება უსადენო, რევერსიული დამუხტვის შესაძლებლობას. აღნიშნული ფუნქციის შესახებ ცნობილი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების კომუნიკაციების ფედერალური კომისიის მიერ გამოქვეყნებული ტექნიკური დოკუმენტაციიდან.

კომუნიკაციების ფედერალური კომისიის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტების მიხედვით, აიფონ 12-ის სერიული მოწყობილობები მხარს უჭერენ ჩამონტაჟებულ გადამცემსა და მიმღებს ინდუქტიურ (უსადენო) დამუხტვაში. როგორც ცნობილი ხდება, აიფონ 12-ს შეუძლია, დამუხტოს სხვა გაჯეტები, მოწყობილობები 5 ვატი სიმძლავრის პირობებში.

ამასთანავე, ახლა ახალ აიფონებს არ შეუძლიათ, დამუხტონ ყურთსასმენები, საათები და დანარჩენი მოწყობილობები, რომლებიც მუშაობენ უკაბელო დამუხტვის რეჟიმით. ფუნქცია შესაძლებელია, შეიზღუდოს პროგრამულად და განბლოკილ იქნას IOS-ის მომავალ განახლებებში. ასევე, მოსალოდნელია, რომ Apple-ში უბრალოდ იცავენ, ინახავენ ოპციას და აპირებენ მის განბლოკვას, მაგალითად, AirPods-ის ყურთსასმენების ანონსირებისას.





0
214
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0