x
მეტი
  • 26.11.2020
  • სტატია:105219
  • ვიდეო:348788
  • სურათი:470613
საოჯახო საქმიანობა - რა გვჭირდება, რა უნდა ვიცოდეთ და სად ვნახავთ საჭირო ინფორმაციას?
image


ზოგჯერ საკუთარ სახლებში მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარების სურვილი გვიჩნდება. გვინდა, შევცვალოთ ინტერიერი ან ოთახის კედლების ფერი. მცირე დეტალების შესაცვლელად ან თუნდაც ონკანის გამოსაცვლელად, ხშირად, პროფესიონალის დახმარება, შესაძლოა, არც კი დაგვჭირდეს. ან უცებ გაგვიჩნდეს ისეთი სანტექნიკური პრობლემა, რომლის სწრაფად მოგვარებას თავადაც შევძლებთ. ან იქნებ, საჭირო ხელსაწყოს შეძენა გვინდა - თუნდაც, ჩვენი პატარა ეზოსთვისა თუ ბაღისთვის, რომელსაც გვინდა, რომ თავად მოვუაროთ. ამისთვის საჭიროა, სწორად ვიცოდეთ ამა თუ იმ ნივთის დასახელება, ტერმინები, რომლითაც ზუსტად ვიპოვით საჭირო საგანს, ასევე, ცოტაოდენი ინფორმაციაც დაგვჭირდება მისი დანიშნულების შესახებ.


ასეთ დროს ჩვენი შეუცვლელი დამხმარე იქნება "დიდი ვიზუალური ენციკლოპედია", რომელიც ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევს ყველას, შინ თუ ოფისში, საკვების მომზადების, ტანსაცმლის გადაკეთების ან საოჯახო საქმიანობის დროს. ინფორმაცია, რომელსაც ეს გამოცემა მოიცავს, მოგვცემს არა მარტო იმის საშუალებას, რომ ვიცოდეთ ტერმინები თანამედროვე სამყაროს ყველა სფეროში, არამედ, თავადაც გავხდეთ ჩვენთვის საინტერესო პროცესის შემოქმედი.


"დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის" მეორე ტომი, რომელიც 2 ნოემბერს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოიცემა, აერთიანებს ინფორმაციას საკვებისა და სამზარეულოს, ტანსაცმლისა და ზემოთ აღნიშნული საოჯახო საქმიანობების შესახებ.



თანამედროვე ცხოვრება უამრავი სხვდასხვა გამოწვევითაა სავსე. რაც მეტად ინფორმირებულები ვიქნებით, მით უფრო გაგვიმარტივდება, სწორად ვიმოქმედოთ ყოველდღიურ ყოფასა და საქმიანობაში.


image


ენციკლოპედიის მიზანიც სწორედ ისაა, რომ მოგვაწოდოს ზუსტი და საჭირო ინფორმაცია იმ სამყაროს შესახებ, სადაც ვცხოვრობთ. "დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის" მეორე ტომში საოჯახო სამქიანობით დაინტერესებული ადამიანები, ასევე, პროფესიონალებიც დეტალურად შეძლებენ გაერკვიონ ისეთ თემებში, როგორებიცაა სამშენებლო, სამონტაჟო, სარემონტო და ლანდშაფტური სამუშაო, რომელიც ხშირად, სახლში, პროფესიონალის დახმარების გარეშეც კეთდება. აქ შეხვდებით დასაჭედი, სახრახსნისი, სახერხი, საბურღი იარაღების, ფორმის მისაცემი, ჩასავლები, მოსაჭერი და სანტექნიკური ინსტუმენტების ნაირსახეობას; ასევე, ელექტროიარაღებს, შესაღებ მასალას, სარწყავ, სასხლავ, მიწაზე სამუშაო და ბაღის მოვლის სხვადასხვა საშუალებებს.


"დიდი ვიზუალური ენციკლოპედია", რომელშიც ყველა ტერმინი ორ ენაზეა მოცემული გაზეთთან ერთად თვეში ერთხელ გამოიცემა. მეორე ტომი 2 ნოემბერს გამოვა. წიგნის სპეციაური ფასია 10.00 ლარი, გაზეთთან ერთად 11.50.

0
47
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0