x
მეტი
  • 26.11.2020
  • სტატია:105222
  • ვიდეო:348790
  • სურათი:470613
არჩევნები და დეზინფორმაცია - რა უნდა ვიცოდეთ?

image

"თუ ვერ გაიგეთ წიგნის რომელიმე გვერდის შინაარსი, წიგნი ორჯერ წაიკითხეთ, რადგან შეუძლებელია გაიგოთ დეტალი თუ კარგად არ იცნობთ მთლიან სურათს’’

ჯასქო ელული
‘’პროპაგანდა - საზოგადოების ქცევის ფორმირება’’

წინასაარჩევნო პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური პროცესია სახელმწიფოში და ეპიცენტრალური მოვლენა ხდება განვითარებად ქვეყნებში, განსაკუთრებით კი, საქართველოში. ამის ორი მიზეზი არსებობს, ერთი მხრივ, ყარაბაღის კონფლიქტით რეგიონში გამოწვეული დაძაბულობა, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთის ჰიბრიდული ომის მუდმივ სამიზნედ ყოფნა. დეზინფორმაციის წილი კი განსაკუთრებით მზარდია მაშინ, როცა ქვეყანა პოლიტიკური ისტორიის ახალ ფურცელს შლის.

წინა გამოცდილებების გათვალისწინებით, წლევანდელი საპარლამენტო წინასააარჩევნო პროცესი გამოირჩევა ახალგაზრდული კონტიგენტის, საერთაშორისო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის მრავალფეროვანი ფორმებით. შესაბამისად, საზოგადოების გარკვეული წრეები ინფორმირებულია იმ დონეზე, რათა მიხვდეს რამდენად მნიშვნელოვანია არჩევნებზე მისვლა. ამ ყველაფრის პირდაპირპროპორციულად მომძლავრდა ინფორმაციათა ახალი ტალღა, რომელიც მიუთითებს აშკარა შიდა და გარე აქტორებზე.

მოკლედ, რომ განვიხილოთ დეზინფორმაციის პირველი მიზანი ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენაა, რომელიც წამიერი ეფექტის ინსტრუმენტს იყენებს, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ამ უკანასკნელმა კვალი უნდა დატოვოს საზოგადოებაზე, ნეგატიური თვალსაზრისით. საბოლოო მიზანი კი გახლავთ საზოგადოებრივი აზრის გახლეჩა იმ მოტივებზე დაყრდნობით, რომელიც დღემდე მძლავრადაა საქართველოში, მაგალთად, საბჭოთა ნოსტალგია, არჩევნის თავისუფლების არარსებობა, არჩევნების შედეგების და ამომრჩევლის აქტიურობის დისპროპროპორციულობა და ა.შ. ერთი სიტყვით, დეზინფორმაციას შემოაქვს ახალი ნარატივი ან/და ხელს უწყობს არსებული ნარატივის პოპულარობას ან/და დემოკრატიულ ღირებულებებს, საღ აზრს ესხმის თავს.

დეზინფორმაციის ფორმები შემდეგნაირია:

  • კონტექსტთან შეუთავსებელი ინფორმაცია;
  • ინფორმაცია, რომელიც მოიცავს ყალბ მონაცემებს;
  • ინფორმაცია, რომელიც ნაწილობრივ ყალბ მონაცემებს;
  • ინფორმაციის წყაროს ანონიმურობა, რომელიც წარმოდგენილია, როგორც უცნობი, არარსებული ექსპერტის აზრი;
  • ყალბი ან/და ნახევრად გაყალბებული ინფორმაცია, რომელიც წარმოდგენილია, როგორც ექსპერტის აზრი;
  • ინფორმაცია რომელიც მოიცავს ყალბ ან/და ნახევრად გაყალბებულ სტატისტიკურ მონაცემებს.

პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ მოხდეს უსაფრთხოების წესებით მანიპულირება:

  • ინფორმაცია, რომელიც დააშინებს ამომრჩეველს პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის გამო არ მივიდეს უბანზე;
  • ინფორმაცია, რომელიც გაყალბებულ ან/და ნახევრად გაყალბებულ სტატისტიკას მოიცავს, პირობითად, რამდენი ადამიანი დაინფიცირდა სხვა ქვეყანაში, არჩევნების პერიოდში;
  • ინფორმაცია, რომელიც ამომრჩეველების/საზოგადოების მხრიდან ჯანდაცვის და უსაფრთხოების წესების უგულველყოფის გაყალბებულ ფაქტებს მოიცავს;
  • ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ინფორმაციას კარანტინსა და იზოლოციაში მყფოი ამომრჩევლის ქცევის წესებს, რომლის წყაროც არ არის შესაბამისი.

ვინაიდან, საქართველოში არ არსებობს განყენებული პლატფორმა სადაც სახელმწიფო სექტორის სტრატეგიული კომუნიკაციების დანაყოფებს, შესაბამის თემაზე მომუშავე ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს შეეძლებათ კონკრეტული ინფორმაციის გადამოწმება და კორდინირებული რეაგირება, საჭიროა ინდივიდების მხრიდან დეზინფორმაციასთან ბრძოლის მექანიზმის ცოდნა:

  • რისკის იდენტიფიცირება - წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდში გაძლიერდება ინფორმაცია კონკრეტული ჯგუფების და იდეების მიმართ. მეტიც, ხშირად ასეთი ინფორმაცია კონფლიქტის ესკალაციას უწყობს ხელსსამიზნე აუდიტორია შეირჩევა საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ინდიფერენტულია საარჩევნო პროცესების მიმართ და ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან არ აქვს სისტემატური დამოკიდებულება. ამიტომ, ინფორმაციის გაცნობისთანავე უნდა მიხვდეს მოქალაქემ ინფორმაცია რადიკალურ ან/და ტენდენციურ დამოკიდებულებას ხომ არ აღვივებს;
  • წყაროს იდენტიფიცირება - დეზინფორმაციის შემოქმედები კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ ინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა ფორმებისთვის, მაგალითად, ხშირია გავლენიანი მედიასაშულებების წყაროდ გამოყენება და გაყალბებული ფაილების თანდართვა. შესაბამისად, აუცილებელია გადამოწმდეს ემთხვევა თუ არა წყაროში არსებული ინფორმაცია მოწოდებულ ინფორმაციას;
  • კონტექსტის შინაარსის შესწავლა - როგორც ზემოთ აღვნიშნეთ დეზინფორმაციული პროდუქტი ხშირად აცდენილია კონტექსტს, მოქმედებს რა შეუზღუდავი მასშტაბებით, რთულია დადგინდეს ინფორმაციის სანდოობა. ამის თავიდან ასაცილებლად, უნდა გადამოწმდეს ამავე ინფორმაციას როგორ გადმოსცემს სხვა მედიასაშუალებები და ორგანიზაციები, ან საერთოდ, გადმოსცემენ თუ არა;
  • რაციონალური მიდგომა - ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ დეზინფორმაციის მიზანი კონკრეტული საკითხებზე არა ცნობადობის ამაღლება, არამედ, ამომრჩევლის ემოციებზე გავლენის მოხდენაა, უფრო ზუსტად, დეზინფორმაცია იმიტომ წარმოადგენს ‘’ფსიქოლოგიური ომის’’ მძლავრ იარაღს, რომ სწორედ ფსიქო-სენსიტიურ მოქმედებებს ეყრდნობა. შესაბამისა, სანამ გააზიარებთ ან გაავრცელებთ ინფორმაციას კარგად დაფიქრდით ემოციური ფონი ხომ არ გამოძრავებთ - თუ გამოძრავებთ გაიარეთ ზემოთხსენებული საფეხურები.
  • როგორც საქართველოში, აგრეთვე ევროპულ და ამერიკულ ნაწილში, სადაც ადამიანის უფლებები კონსტიტუციითა გათვალისწინებული, რთულია დეზინფორმაციის დადგენა და კონკრეტული პირების მხილება - ამან შეიძლება კანონდარღვევა გამოიწვიოს, განსაკუთრებით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში. ევროპაშიც კი, სადაც ძალაუფლებისადმი მიდრეკილება ცუდ ტონად ითვლება, დღემდე მოძრაობს ცვლადი სახელად „ყველაფერი პოლიტიკურია“, რის საფარქვეშაც იმალება კონცეფტი მთავრობის უძლეველობისა და საზოგადოების უსუსურობისა - ეს გახლავთ დეზინფორმაციის შედეგი და არა რეალობა.

    0
    49
    შეფასება არ არის
    ავტორი:დავით შაქარიშვილი
    დავით შაქარიშვილი
    49
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0