x
მეტი
  • 29.11.2020
  • სტატია:105301
  • ვიდეო:348899
  • სურათი:470828
არასამთავრობო სექტორის როლი არჩევნებში
ლაშა ბოდაველი CICD ინოვაციისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი
ყბადაღებული არასამთავრობო სექტორი როგორც წესი არჩევნებში მხოლოდ დამკვირვებლის როლს არ ასრულებს.


CICD-ის თავმჯდომარე ლაშა ბოდაველი

დღეისათვის საქართველოში რეგისტრირებულია 25 000-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია (ააიპ), არ არსებობს მათი საქმიანობის მონიტორინგის ეფექტური მექანიზმი და თავად რეგისტრირების პროცესიც არ მოითხოვს განსაკუთრებულ გამოცდილებას. ბოლო ათწლეული ამ სფეროში მაქვს გატარებული და ზუსტად ვიცი, რომ წინასაარჩევნოდ არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრირება ნაცადი პრაქტიკაა, რასაც სხვადასხვა მიზნით იყენებენ პოლიტიკური პარტიები.


მაგალითად: ოპოზიციური პარტიები, როგორც წესი ცდილობენ დამკვირვებლებად შეიყვანონ საკუთარი აქტივისტები საარჩევნო უბნებზე, რომლებსაც სხვადასხვა ორგანიზაციის წევრად აფორმებენ და აძლევენ მითითებებს, რომ შექმნან რაც შეიძლება მძიმე ფონი, იქნება ეს საჩივრების წერა თუ მინიმალურ გადაცდომებზე ისტერიკის მოწყობა, ამ სექტორში ცნობილი ტერმინი “მყეფარე ძაღლის" ტიპის ორგანიზაციები ხშირად არც თუ ისე მცირედით ფინანსდებიან.


მახსოვს მაგალითები, როცა სახელისუფლებო ძალა ქმნიდა ააიპ-ებს, შემდეგ რეგისტრირდებოდნენ ცესკოში დამკვირვებლებად და არჩევნების დღეს ნაკლებად ცნობილ აქტივისტებს ოპოზიციის მხრიდან წარმოდგენილ დამკვირვებლებს მიუსვამდნენ ხოლმე ნდობის მოსაპოვებლად. ბუნებრივია მთელი დღის მანძილზე თავად დამკვირვებლებსაც აწუხებდათ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები, ნდობა მოპოვებული პოზიციის “აგენტი" ოპოზიციის “მუშაკს" სთავაზობდა, რომ ჯერ მე გავალ საკვებზე, შემდეგ შენ გადი და ყუთები მარტო არ დარჩებაო, სწორედ ამ გზით ახერხებდნენ ბურთის და მოედნის დროებით ხელში ჩაგდებას დამატებითი ხმების ჩასაყრელად.



მეტიც, თუ კარგად დააკვირდებით მარტივი აღმოსაჩენია, რომ არსებობს ორგანიზაცია 800-ზე მეტი შვილობილი ორგანიზაციით, რომელიც მთელ საქართველოშია გადანაწილებული 7-10 დამფუძნებლით თითოეულში და რა ძალაა თავად გამოთვალეთ, არსებობენ სპეციალურად არჩევნებისთვის შექმნილი 1 დღიანი ორგანიზაციები, არსებობენ მკვდრეთით აღდგენილი ორგანიზაციები, რომლებიც საარჩევნოდ ცოცხლდებიან მხოლოდ და ა.შ.


ლაშა ბოდაველი CICD ინოვაციისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი
ბევრი საინტერესო ქეისი დაგროვდა ინოვაციისა და სამოქალაოქ განვითარების ცენტრში რასაც ახლა უკვე კონსულტაციებით და ტრენინგებით გადავცემთ დაინტერესებულ პირებს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ მხოლოდ სამოქალაქო ჩართულობითაა შესაძლებელი პოლიტიკური პარტიების და ორგანიზაციების დაგეგმილი უკანონობების შეზღუდვა. რაც მეტი ადამიანი მიდის არჩევნებზე, მით უფრო ნაკლებია პარტიების მხრიდან მანიპულირების შესაძლებლობები

0
11
შეფასება არ არის
ავტორი:ლაშა ბოდაველი
ლაშა ბოდაველი
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0