x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
დიდი ალბათობით არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის მინისტრი არუთუნიანი ლიკვიდირებულია

image როგორც აზერბაიჯანის მასიური საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან აზრბაიჯანული დრონიდან გაშვებული რაკეტით ლიკვიდირებულ იქნა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ჯალალ არუთუნიანი. აზერბაიჯანელებმა გაავრცელეს ვიდეო, სადაც დრონის მიერ სწრაფად მიმავალ მანქანაზე დრონის მიერ განხორციებული იერიშია გადაღებული.
ინტერნეტში ატვირთულ ვიდეოში ცხადად ჩანს სწრაფად მიმავალი მანქანა, რომელიც სწრაფად მიემართება ერთერთი პოზიციის მიმართულებით, აზერბაიჯანული მხარის მტკიცებით მანქანა მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს ეკუთვნის. აზერბაიჯანელების თქმით მანქანას გარკვეულ მანძილზე ზვერავდა და აცილებდა აზერბაიჯანის კუთვნილი ოპერატიულ-ტაქტიკური დრონი, რომელმაც განახორციელა სარაკეტო დარტყმა აღნიშნული მანქანის მიმართულებით.
რაკეტის მოხვედრის შემდეგ მანქანა ინერციით გადაადგილდება რმდენიმე მეტრზე და ჩერდება, კადრში ჩანს ცეცხლმოკიდებულ მანქანასთან მისული სომეხი მებრძოლი, რომელიც დიდი ალბათობით მინისტრის მანქანის მოძრაობის გზაზე მიმავალი სამხედრო-სატვირთო მანქანიდანაა გადმოსული, ასევე კარგად ჩანს დამწვარი მანქანის გვერდით წევს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც არ ინძრევიან.
როგორც აზერბაიჯანული გამოცემა "Haqqin.az"-ი იტყობინება არუთუნიანის ლიკვიდაცია დაიგეგმა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროსა და აზერბაიჯანის სპეცსამსახურების ერთობლივი გეგმით, არუთუნიანიზ თითოეული მარშუტი კონტროლდებოდა სხვადასხვა ფორმით.
აღნიშნული ვიდეოს ატვირთვამდე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის მეთაურის არაიკ არუთუნიანის განცხადებით მან მიიღო გადაწყვეტილება დროებით გადაეყენებინა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან, როგორც მისმა პრეს-სპიკერმა განაცხადა თავდაცვის მინისტრი ერთერთი საბრძოლო პოზიციაზე ყოფნისას მსუბუქად დაიჭრა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებაო, თუმცა ამასთან დაკავშირბით არც ფოტო და არც ვიდეო მასალა არ გამოუქვეყნებიათ, რომელიც მინისტრის მდგომარეობას ასახავდა. აქედან გამომდინარე დიდი ალბათობით სეპარატისტული წარმონაქმნის თავდაცვის მინისტრი მართლაც შეეწირა დრონის სარაკეტო იერიშს.
მიუხედავად იმისა, რომ მთიან ყარაბაღში ომის დაწყების პირველ წლებში აზერბაიჯანელები წაგებას-წაგებაზე განიცდიდნენ, როგორც ჩანს უკვე თანამედროვედ აღჭურვილ აზერბაიჯანულ არმიას საბრძოლო მოტივაცია აუმაღლდა წვრთვნების შედეგად მიღებულ გამოცდილებასთან ერთად, რაც აისახება უკვე საბრძოლო მოქმედებებში, აზერბაიჯანის არმია წინ მიიწევს მძიმე ბრძოლების მიუხედავად.
აქ ერთი ფაქტორიცაა გასათვალისწინებელი, აზერბაიჯანს ადამიანური, ეკონომიკური და ტექნიკური თვალსაზრისით ბევრად დიდი რესურსი აქვს ვიდრე სეპარატისტულ რესპუბლიკას და სომხეთს ერთად აღებულს.
მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რსპუბლიკის თავდაცვის უკვე ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჯალალ არუთუნიანი.
image

0
351
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
351