x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ფეხმძიმე ემილი რატაკოვსკი მთლიანად გაშიშვლდა(ფოტო)
image29 წლის წარმატებულმა ამერიკელმა მოდელმა ემილი რატაკოვსკიმ ცოტა ხნის წინ გულშემატკივარი გაახარა ახალი ამბით... მათ ოჯახში შევსებაა მოსალოდნელი.


ვარსკვლავი დიდხანს მალავდა საკუთარ ორსულობას, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა ავტორიტეტულ ჟურნალ Vogue- სთან ერთად საიდუმლოს გამჟღავნება, მის ციფრულ ყდაზე გამოჩნდა აბრეშუმის პერანგით, რომელიც მოდელის მომრგვალებული მუცლის კონტურებს ააშკარავებდა.


ახლა კი მოდელი მომავალი დედობით გახარებული ზედიზედ აქვეყნებს შიშველ ფოტოებს.


ემილის ახალი ფოტო საძინებელშია გადაღებული, რომელსაც მზის შუქი დასცემს . მოდელი მობიურით ხელში სარკესთან გვერდულად პოზიორობს, რათა მოცულობითი მუცელი უკეთესად გამოჩნდეს.


"ოცი კვირა! ახალ სხეულს ვეჩვევი", - ასე მიაწერა ემილიმ ფოტოს... ვარსკვლავმა ტანსაცმელზე მთლიანად უარი თქვა, ხოლო ირონიისთვის მხოლოდ წინდები დაიტოვა.

image

ბევრმა კომენტარებში ემილის ქათინაურები დაუწერა, თუმცა აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც მოდელი მწვავედ გააკრიტიკეს.


" ჩაიცვი რა რამე მაინც, ღმერთო გვაპატიე. სერიოზულად, კმარა რა", - წერს უკმაყოფილო გულშემატკივარი "ინსტაგრამზე" რა დროსაც 450 მომხმარებლისგან მხარდაჭერა მიიღო მოწონების სახით. ისინი დარწუნებულები არიან, რომ ორსულობისას ვარსკვლავი წესიერების ტრადიციული ნორმებს უნდა დაბრუნებოდა მაგრამ მათი იმედი არ გაამართლა, თუმცა რთულია პოპულარული მოდელისგან მოკრძალებული ფოტოების მოთხოვნა, რომლის საარსებო წყარო სწორედ საცურაო კოსტუმებსა და ქალის თეთრეულში გადაღებული თამამი ფოტოებია.

image

0
953
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
953
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0