x
მეტი
  • 29.11.2020
  • სტატია:105302
  • ვიდეო:348899
  • სურათი:470828
როგორ შესძინა ოტია იოსელიანის 27 წლის შვილიშვილმა ბაბუის სახლს ახალი სიცოცხლე - "ცუდი ურთიერთობა არ გვქონდა, მაგრამ არც ისე ახლო..."
image


27 წლის ასაკ­ში მა­მა­პა­პი­სე­ულ სახ­ლში დაბ­რუნ­და და ბა­ბუ­ის ეზოს ახა­ლი სი­ცო­ცხლე შეს­ძი­ნა... ცნო­ბი­ლი წი­ნაპ­რის სახ­ლი რომ არ და­კე­ტი­ლი­ყო, ოჯახ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და წყალ­ტუ­ბო­სა და თბი­ლისს შო­რის ყო­ველ­დღი­უ­რი კავ­ში­რი გა­ი­ბა. ამ­გვა­რად, ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მწერ­ლის ოტია იო­სე­ლი­ა­ნის სახ­ლი "სი­ჩუ­მეს" გა­და­არ­ჩი­ნეს და არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ სახლ-მუ­ზე­უ­მად აქ­ცი­ეს.


ოტი­ას ეზოს სხვა დატ­ვირ­თვაც აქვს - აქ მი­სუ­ლი სტუმ­რე­ბი და ტუ­რის­ტე­ბი, ად­გილ­ზე წარ­მო­ე­ბულ პრო­დუქ­ცი­ას ეც­ნო­ბი­ან და აგე­მოვ­ნე­ბენ. სა­ხელ­ზე ბევ­რი არც უფიქ­რი­ათ, ალ­ბათ, ძნე­ლად შე­ირ­ჩე­ო­და სხვა უფრო ეფექ­ტუ­რი სა­ხე­ლი, ამ­გვარ ბმა­ში რომ ყო­ფი­ლი­ყო მწე­რალ­თან. ასე შე­იქ­მნა პრო­ექ­ტი „ოტი­ას ეზო“, სა­კუ­თა­რი ლო­გო­თი და ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ტე­ბით.


AMBEBI.GE-ს სტუ­მა­რი უმ­ცრო­სი ოტია იო­სე­ლი­ა­ნია, რომ­ლიც სახლ-მუ­ზე­უ­მის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ზე გვი­ამ­ბობს.



"2011 წელს, ბა­ბუ­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მამა თბი­ლი­სი­დან წყალ­ტუ­ბო­ში გად­მო­ვი­და. სახ­ლს პატ­რო­ნი სჭირ­დე­ბო­და... მე მა­შინ ვსწავ­ლობ­დი, სამ წე­ლი­წად­ში სწავ­ლა და­ვას­რუ­ლე და ნელ-ნელა მეც გად­მო­ვე­დი აქეთ. 2013 წლი­დან და­ვი­წყეთ ოჯა­ხის­თვის რა­ღა­ცე­ე­ბის მომ­ზა­დე­ბა. ვამ­ზა­დებ­დით ღვი­ნოს, თაფლს, არაყს და სტუმ­რებს ჩვე­ნი პრო­დუქ­ცი­ით ვუ­მას­პინ­ძლდე­ბო­დით.


ფოტო: ნეს­ტან ჩა­გე­ლიშ­ვი­ლი


image


შემ­დეგ, მე­გობ­რებ­მა გა­მოთ­ქვეს სურ­ვი­ლი, რომ მა­თაც სურ­დათ ეს პრო­დუქ­ტი და შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს წარ­მო­ე­ბა დაგ­ვე­წყო - ასე ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბას. ვმას­პინ­ძლობთ ტუ­რის­ტებს და ვა­წარ­მო­ებთ სხვა­დას­ხვა პრო­დუქტს. ახლა ვგეგ­მავთ ოჯა­ხის ლუდი მო­ვამ­ზა­დოთ.


პრო­დუქ­ტის რე­ა­ლი­ზე­ბას აქვე ვახ­დენთ, პა­ტა­რა შეკ­ვე­თე­ბი ად­გილ­ზეც მიგ­ვაქვს. სა­ხელ­წო­დე­ბა „ოტი­ას ეზო“, რა თქმა უნდა, ოტი­ას­გან გა­მომ­დი­ნა­რე შე­ირ­ჩა, რად­გან მარ­ტო „ოტი­ას“ ვერ და­ვარ­ქმევ­დით, შევ­ჯერ­დით „ოტი­ას ეზო­ზე“, პრო­დუქ­ტი ხომ მისი ეზო­და­ნაა.


image


image


გვაქვს ლო­გოც, სვა­ნუ­რი ქუდი, რო­მე­ლიც ქარ­თულ ო-ს წა­ა­გავს, ანუ „ოტი­ას ეზო“. ძა­ლი­ან მოს­წონთ იდეა, რო­გორც ქარ­თვე­ლებს, ასე­ვე უცხო­ე­ლებს. გვაქვს ინ­ტერ­ნეტ-გვერ­დი, სა­დაც შე­უძ­ლი­ათ გა­ეც­ნონ ჩვენს პრო­დუქ­ცი­ას, რო­მე­ლიც არის ნა­ტუ­რა­ლუ­რი, ყო­ველ­გვა­რი და­ნა­მა­ტე­ბის გა­რე­შე. ხში­რად უთ­ქვამთ, რომ ჩვე­ნი თაფ­ლი ძვი­რია, მაგ­რამ ჩვე­ნი პრო­დუქ­ცია ნა­ტუ­რა­ლუ­რი და სამ­კურ­ნა­ლოა. სჯობს, ცოტა მი­ირ­თვან და ჯან­მრთე­ლო­ბას გა­უფრ­თხილ­დნენ" - ამ­ბობს უმ­ცრო­სი ოტია.


ოტია იო­სე­ლი­ა­ნის სახ­ლს ოფი­ცა­ლუ­რად მუ­ზე­უ­მის სტა­ტუ­სი არ აქვს. შთა­მო­მავ­ლებ­მა ამ­ჯო­ბი­ნეს არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი სახლ-მუ­ზე­უ­მი შე­ექ­მნათ, ვიდ­რე სხვა მუ­ზე­უ­მე­ბის მსგავ­სად და­კე­ტი­ლი­ყო, ან სა­ხელ­მწი­ფოს სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­სუ­ლი­ყო. სტუმ­რებს მეგ­ზუ­რო­ბას თა­ვად უწე­ვენ და სახ­ლში არ­სე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის ის­ტო­რი­ას აც­ნო­ბენ... განაგრძეთ კითხვა და იხილეთ სხვა ფოტოები >>>



0
623
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
623
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0