x
მეტი
  • 29.11.2020
  • სტატია:105302
  • ვიდეო:348899
  • სურათი:470828
"ჭკვიანი კაცი საკუთარ თავში პოულობს იმას,რასაც სულელი სხვებში ეძებს"- კონფუცი
ქვეყანაში, სადაც არის წესრიგი შეგიძლია ილაპარაკო და იმოქმედო გაბედულად, ქვეყანაში სადაც არაა წესრიგი იყავი გაბედული მოქმედებებში, მაგრამ არა ლაპარაკში."

"ბედნიერებაა, როცა შენი ესმით, დიდი ბედნიერება, როცა სიყვარულის ობიექტი ხარ, მაგრამ ნამდვილი ბედნიერებაა, როცა გიყვარს."image

ძველ ხალხს არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი. ისინი სირცხვილად თვლიდნენ, როცა ადამიანს წინ უსწრებდა ენა."

"სამი გზით შეიძლება მივიდეთ ცოდნამდე: აზროვნება, რომელიც ყველაზე კეთილშობილური გზაა, მიბაძვა, რომელიც ყველაზე მარტივი გზაა და გამოცდილება, რომელიც ყველაზე მწარე გზაა."


"კეთილშობილი ადამიანი სთხოვს მხოლოდ საკუთარ თავს, მცირე ადამიანი კი მუდმივად მოითხოვს სხვებისგან."

"სამი რამ არასოდეს არ ბრუნდბეა უკან; სიტყვა, დრო და შესაძლებლობა. ამიტომ არ დაკარგო დრო, შეარჩიე სიტყვები და არ გაუშვა ხელიდან შანსი."

"ძველად ხალხი სწავლობდა საკუთარი თავის სრულყოფისთვის, დღეს ისინი სწავლობენ სხვებზე შთაბეჭდილების მოსახდენად."

"შეგიძლიათ მთელი ცხოვრება წყევლოთ სიბნელე, ან შეგიძლიათ აანთოთ პატარა სანთელი."

"კეთილშობილი ადამიანი სულით მშვიდია, მცირე ადამიანი მუდამ აღშფოთებულია."

"ის კი არ არის დიდი ადამიანი, ვინც არ დაცემულა, არამედ ის, ვინც დაეცა და წამოდგომა შესძლო."

"ყველაფერს აქვს თავისი მშვენიერება, მაგრამ ყველა ვერ ხედავს მას."

"ჭკვიანი კაცი საკუთარ თავში პოულობს იმას, რასაც სულელი სხვებში ეძებს."

"მხოლოდ ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე ბრიყვი ადამიანები არ იცვლებიან არასდროს."image

როდესაც ხვდები, რომ მიზანს ვერ აღწევ, ნუ შეცვლი მიზნებს, შეცვალე ნაბიჯები."

"როდესაც კარგ ადამიანს ნახავთ, იფიქრეთ როგორ შეიძლება დაემსგავსოთ მას. და როდესაც ვინმეში ცუდ თვისებას აღმოაჩენთ, გულდაგულ გამოიკვლიეთ საკუთარი თავი, რომ თქვენც არაფერი აღმოგაჩნდეთ მისი მსგავსი."

"იმისათვის, რომ მსოფლიო წესრიგში მოიყვანოთ, საჭიროა, ქვეყანა მოაწესრიგოთ. ქვეყანა მწყობრში, რომ ჩააყენოთ, საჭიროა, ოჯახებში იყო წესრიგი. ოჯახში, რომ წესრიგი იყოს, საჭიროა, საკუთარ თავებს მივხედოთ, საკუთარ პიროვნულ განვითარებაზე ვიზრუნოთ – მივცეთ ჩვენს გულს სწორი მიმართულება."image

0
175
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0