x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ ცოცხლობენ იაპონელები ყველაზე დიდხანს, მიუხედავად ცხოვრების დღევანდელი რიტმისა
image

მსოფლიოში ყველაზე შრომისმოყვარე ადამიანებად იაპონელები ითვლებიან. მათ თითქმის არ აქვთ დასვენების დღეები, შვებულების დღეებიც ბევრად ნაკლებია, ვიდრე მაგალითად, ჩვენთან. მისი ხანგრძლივობა ქვეყნის კანონმდებლობით 18 დღეა, თუმცა საშუალოდ 8 დღეს არ აღემატება. ამის გარდა, იაპონიის მაცხოვრებლები ძალიან ბევრს ეწევიან, ასევე ბევრ ალკოჰოლს იღებენ. და თუ გავიხსენებთ ატომურ აფეთქებებსაც, 1945 წელს-ნაგასაკის და ჰიროსიმას, 2011 წელს-ფუკუსიმას, მაშინ საერთოდ გაუგებარია, რა აძლევთ მათ ხანგრძლივად სიცოცხლის საშუალებას.

image

იაპონიაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 84, 6 წელია, მამაკაცებში-81, 9 წელი, ხოლო ქალებში-87, 3. ჩნდება კითხვა, როგორ ცოცხლობს ეს ხალხი ამდენ ხანს, მიუხედავად თანამედროვე ცხოვრების ასეთი რითმისა? მეცნიერები დიდი ხანია ამ ფენომენის ახსნას ცდილობენ. როგორც აღმოჩნდა, ამის მიზეზი ის ცხოვრების წესია, რომელსაც პრაქტიკულად ყველა იაპონელი მისდევს.

საკვები

image

იაპონელები საკვებში ძალიან ცოტა ხორცს იყენებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ცხოველური წარმოშობის პროდუქტები მავნებელია და არ მოაქვს არავითარი სარგებლობა, სამაგიეროდ მათ ძალიან უყვართ თევზი. მას ყოველი იაპონელი საშუალოდ 4-ჯერ უფრო მეტს მიირთმევს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის წარმომადგენელია. ნებისმიერი თევზი კი, და საერთოდ ზღვის პროდუქტები, ომეგა-3-ის, იოდის და სელენის წყაროა, რომელიც ადამიანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

image

კიდევ ერთი მომენტი, რომელსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, ახალი პროდუქტებისთვის უპირატესობის მინიჭებაა, ანუ პროდუქტმა არ უნდა გაიაროს წინასწარი კონსერვაცია და გაყინვა. იაპონელების რაციონი შედგება ძირითადად ზღვის კომბოსტოსგან, რომლის სარგებლიანობაც ყველამ კარგად იცის. ისინი აგრეთვე ძალიან ბევრ სითხეს ღებულობენ, საუბარია ჩვეულებრივ წყალსა და მწვანე ჩაიზე. იაპონელები ყოველთვის მცირე ულუფებით მიირთმევენ, და ეს აშკარა კონტრასტია მაგალითად, ამერიკელებთან. იაპონიაში საერთოდ არ მოიხმარენ პურს. ჩვენთვის ეს ძალზე უცნაურია, ჩვენი თანამემემულეების უმრავლესობა პურს თითქმის ყველა კერძთან მიირთმევს.

ფიზიკური აქტივობა


image

იაპონიაში ხალხი ძალიან ბევრს დადის ფეხით ან სულაც ველოსიპედით გადაადგილდება, ასაკს მნიშვნელობა არა აქვს, ხანდაზმულებიც კი აქტიური ცხოვრების წესს მისდევენ. ისინი დაკავებული არიან კრიკეტით, გოლფით, აერობიკით. სხვათაშორის, ასაკოვანი ხალხი არა მარტო იაპონიაშია ასე აქტიური, ვიეტნამში და ტაილანდშიც ხშირად შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ ქუჩაში ვარჯიშობენ.

შინაგანი სიმშვიდე

image

თუ შევადარებთ ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყნის კულტურას, იაპონური კულტურა ყველასგან განსხვავებულია. იაპონელები არასოდეს ჩქარობენ. გარემოს, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, მოწიწებით, მზრუნველობით და სიყვარულით ეპყრობიან. ხანდაზმულ ასაკში ხალხი დიდ დროს უთმობს ბაღის მოვლას, თუ ბაღის საშუალება არ აქვთ, მაშინ ჯუჯა მცენარეებს ამრავლებენ ბინებში. მცენარეებთან ხშირი ურთიერთიბა ადამიანებს აწყნარებს, ამშვიდებს და ბედნიერს ხდის. ემოციურად გაუწონასწორებელ იაპონელს პრაქტიკულად ვერ შეხვდებით.

ცხოვრების, სიცოცხლის სიხარული

image

იაპონურ კულტურაში განსაკუთრებული მნიშვნელობა სიცოცხლის სიხარულს ენიჭება. ამ თემაზე ქვეყანაში უამრავი ანდაზა და გამონათქვამი არსებობს. საინტერესოა, რომ ცხოვრებაში იაპონელები სავსებით შეესაბამებიან ამ გამონათქვამებს, ისინი ბევრს იღიმიან, იცინიან და ეს არა მარტო კარგ განწყობასა და ხასიათს უქმნით, წლების რაოდენობაც ემატებათ.

იქნებ ჩვენც გვეცადა, იაპონიის მაცხოვრებლების ზოგიერთი თვისება გადაგვეღო, და ჩვენი ცხოვრება უფრო ხანგრძლივი, საინტერესო და ბედნიერი გახდეს.

იხილეთ ასევე:



# საინტერესო ფაქტები ყველაზე და ყველაფერზე


# ნუ შეიძენთ ამ პროდუქტებს: ჯანმრთელობისთვის სახიფათოა


# ექიმები დაჟინებით გვირჩევენ, არ მივირთვათ ცხელი პური


# საინტერესო ფაქტები საპნის წარმოშობის შესახებ


# 12 პროდუქტი, რომელიც უნდა ამოვიღოთ დილის კვების რაციონიდან


# 3 მეთოდი ყავის კოფეინის ჭარბი რაოდენობის გასანეიტრალებლად


1
647
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
647
  
2020, 28 ოქტომბერი, 11:58
კი, ყველაზე დაბალანსებული საკვები მაგათ აქვთ.
0 1 1