x
მეტი
  • 24.11.2020
  • სტატია:105143
  • ვიდეო:348712
  • სურათი:470416
ასტეროიდი შეიძლება დედამიწას აშშ-ს არჩევნების წინ დაეცეს
image




ასტროფიზიკოსის ნილ დეგრას ტაისონის თქმით, 3 ნოემბერს დაგეგმილი აშშ-ს არჩევნების წინა დღეს, დედამიწაზე დაეცემა ასტეროიდი, რომლის ზომა შეიძლება შევადაროთ საშუალო მაცივარს.





ექსპერტის აზრით, ასტეროიდი ნომრით 2018VP1, ამჟამად ჩვენს პლანეტას უახლოვდება 25 ათასი მილი სიჩქარით საათში, რაც საშუალებას მისცემს მას 2 ნოემბერს მიაღწიოს დედამიწას. ამასთან, კოსმოსური სხეულის ზომები არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს პლანეტისთვის.




ნასას ექსპერტები ამბობენ, რომ ალბათობა, რომ "აპოლონის" ჯგუფის ასტეროიდი შემოვა ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში, არის 0.4%. ისინი ამტკიცებენ, რომ ეს კოსმოსური ობიექტი, მაღალი ალბათობით, დედამიწიდან 384 ათასი კილომეტრის მანძილზე ჩაიფრენს, ხოლო, მინიმალური მანძილზე მოახლოება მოსალოდნელია 2 ნოემბერს მოსკოვის დროით 18 საათსა და 33 წუთზე. ბოლოს ამ ასტეროიდმა მკვლევარების ყურადღება 2018 წელს მიიპყრო.






უნდა აღინიშნოს, რომ ყოველწლიურად დედამიწას უახლოვდება უამრავი კოსმოსური ობიექტები, რომლებიც პლანეტიდან სხვადასხვა მანძილით არიან დაშორებული. ასე მაგალითად, სექტემბერში დაფიქსირდა ასტეროიდი, რომელიც ასევე იყო "აპოლონის" ჯგუფიდან და მისი ზომა ახლოს იყო მაღლივი კორპუსის სიმაღლესთან.





შეგახსენებთ, რომ ამერიკელი ასტროფიზიკოსი ტაისონი არის ჰეიდენის პლანეტარიუმის დირექტორია. ის წინააღმდეგი იყო საკმაოდ გავრცელებული მოსაზრებისა, რომ პლუტონი ჩვენი მზის სისტემის მეცხრე პლანეტაა.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას სურს, რომ კოსმოსური ობიექტები დაჯგუფდეს გარკვეული მახასიათებლების მიხედვით, პლანეტების სიშორის მიხედვით.შედეგად, საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა შეცვალა პლუტონის კვალიფიკაცია და 2006 წლიდან პლუტონი კლასიფიცირდება, როგორც ჯუჯა პლანეტა.

0
533
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
533
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0