x
მეტი
  • 26.11.2020
  • სტატია:105218
  • ვიდეო:348786
  • სურათი:470608
"არჩევნებს არეულობა მოყვება" - ვალერი კვარაცხელია

image

"რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!"
შედარებით მშვიდი ცხოვრების სამი დღე დაგვრჩა, არჩევნების დღეს კი ყველაფერი აირევა.
წუხელ "მთავარ არხზე" გამოვიდა ბ-ნი ელდარ გოგოლაძე, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან თანამშრომლობაში ამხილა.
ელდარ გოგოლაძე საბჭოთა უშიშროების კადრია, რომელიც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ (როგორც თითქმის ყველა დანარჩენი) ცრუ-ს კლანჭებში მოექცა.
იგი, არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე, რა თქმა უნდა, საკუთარი ინიციატივით არ გამოჩენილა ეთერში. მისი ხელით ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ივანიშვილს მძიმე დარტყმა მიაყენეს, რათა მან იგრძნოს, რომ საქართველოში ცვლილებების დროა, თუ არადა, რევოლუცია და მისი ჯანი - აი, ბიძინას რომ ძალიან მოსწონდა "ვარდების რევოლუცია", რომელიც თვითონ დააფინანსა, იმისი მსგავსი, ოღონდ ახლა უკვე მის წინააღმდეგ.
ამერიკელები რუსეთის ირგვლივ ერთიმეორის მიყოლებით აფეთქებენ სიტუაციას - ბელარუსი, ყირგიზეთი, ყარაბახი... ახლა, აგერ საქართველოს ჯერი დადგა.
ამიტომ, არჩევნებს არეულობა მოჰყვება.
ეს გარდაუვალია!
ამისთვის შეანახინეს ბიძინას ეს დამნაშავე ნაცხროვა მთელი რვა წელიწადი.
ბიძინას დასაკლავი დანა ბიძინასვე გაალესინეს.
ჭირსაც წაუღია მათი თავი, მაგრამ აქ ძალიან დიდი საშიშროებაა გლობალური სამოქალაქო დაპირისპირებისა.
საქართველო პოლიტიკურ კლანებად და სექტებადაა დაყოფილი - ზვიადისტები, მიშისტები, ბიძინისტები და სხვა ათასი უბედურება;
ცალკე პრობლემაა საგარეო ორიენტაციის თვალსაზრისით დაყოფა - პროამერიკელები და პრორუსები;
არის მენტალური დაყოფაც - დასავლური ღირებულებების მოტრფიალენი და ეროვნული ღირებულებების დამცველები;
არის რელიგიური დაყოფაც - მართლმადიდებლობის მტრები და მისი დამცველები.
ერთი სიტყვით, საზოგადოება მრავალი ნიშნითაა გახლეჩილი და დაქსაქსული.
ამიტომ, აქ თუ ვითარება აირია, არ არის გამორიცხული, რომ სიტუაცია მთლიანად აფეთქდეს..
ასე, რომ წინ შედარებითი სიმშვიდის სამი დღე გვაქვს. მერე კი... მერე, ვნახოთ, "სიკვდილამდე ვის მოუკლავს, თავი კაცსა მეცნიერსა, რა მისჭირდეს, მაშინ უნდა გონებანი გონიერსა!" (შოთა).
"რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!" (ილია).
ვ. კვარაცხელია
27.10.2020
4
352
1-ს არ მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
352
  
29 ოქტომბერი, 13:43
რაც შეეხება,არჩევნების მერე არეულობა დაიწყება არის სრული სიგიჟე. ის ავბედითი დრო არ დაბრუნდება საქართველოში,რადგან ეხლა სხვა თაობა და სხვა ხალხია. არ მოიჭრება ის ტოტი,რომელზეც ვზივართ. ამ სოციალისტ ვიგინდარას ნუ ეგეონება მისცემან ხმას,იმიტო რო ესენი არ მოგვწონს.ქვეყნის გამყიდველია და ამიტომ ეს სულ უნდა ახსოვდეს. სწორედაც,რომ განსხვავებულის მიღება შეგვიძლია,მაგიტომ არის ეხლა ცოცხალი და ეს შეირგოს. ვიღაც კგბ ყოფილმა აგენტმა რაღაც თქვა და სრული სიმართლე გამოიყვანეს. კგბს აგენტი რო იტყვის რო მე ვარო და დამინახეთ,დამიჯერეთო ე.ი. ის სხვა მხრიდან იმართება და არა ამერიკიდან. კარგად ვიცით,რას უშვება რუსეთი თავის მოღალატეებს და ღიად არავინ ამბობს მაგას.
29 ოქტომბერი, 13:37
ტყუილია,როცა ამბობენ,საქართველო ქართულმა ეკლესიამ გადაარჩინაო.საქართველო ქართველი ხალხის ბრძოლის და თავდადების ხარჯზე მოვიდა.ამ ხალხში,მუსლიმებიც შედიოდნენ და სხვა რელიგიური აღმსარებლობაც. ასე ძალია რო გვიყვარს დავით აღმაშენებლის ეპოქა,მაშინ არაბი ვაჭრების ნიჭმა გადაგვარჩინა და ეკონომიკურად მოგვაძლიერა,რომელთაც დავითმა შეღავათები დაუწესა.მაშინ როცა ქართული ეკლესია ხან ბიზანტიიდან იმართებოდა და იღებდა ძღვენს,ხან რუსეთისსგან.არც მონღოლებთან აკლებდნენ ხვევნაკოცნას.დღესას რუსეთიდან იმართება ეს ორგანიზაცია და ის ფაქტი,რომ 2008 წელს პატრიარქი შეუშვეს ნიშნავს შემდეგს:აამაღლეს იმ ინსტიტუტის ავტორიტეტი,რომელიც მისი დასაყრდენია. ამის მიხვედრას დიდი ჭკუა არ სჭირდება,სულ ცოტა კრიტიკული აზროვნება.თომამ არ ირწმუნა ქრისტესი,სანამ არ ნახა თავის თვალით,მაგრამ ქრისტემ ხო არ ჩაქოლა? განსხვავებულად აზროვნებდა და კრიტიკული აზროვნება ქონდა. ვერც იმას იტყვით,რომ სამოთხის კარები დაუხურა და იქ არ შეუშვა. 12 მოციქული ყავდა და 12 განსხვავებული იყო. არადა გვითხრა,რომ მას დავმსგავსებოდით და დავემსგავსეთ კი?!
29 ოქტომბერი, 13:28
ჯერ ერთი,პროდასავლური კურსი არის ქართული ეროვნული კურსი და ეს უკანასკნელი არ მოიხსენიება დიპლომატიური კუთხით. პროქართული სიტყვა როგორ უნდა გამოიყენო პასუხისმგებლიანმა პოლიტიკოსმა. თუ პროქართველი არ ხარ,მაშინ საქართველოს მთავრობაში რა გინდა. აი,ეს ის შემტხვევა,როცა ადამიანი იწყებს თავის რეზიუმეს "დავიბადე" და სირცხვილის ტოლფასია ამის თქმა. რაც შეეხება რელიგიურ დაყოფას,ეს ისედაც არის საქართველოში,რადგან სეკულარული სახელმწიფო ვართ,თუ ვინმეს დაავიწყდა. კონსტიტუციაა ამის გარანტორი და ასეც უნდა იყოს. მართმადიდებლებს არავინ ებრძვის და ასე ნუ ნიღბავენ,რადგან საპატრიაქო არ ნიშნავს აპრიორ მართმადიდებლობას. ეს არის ჩვეულებრივი ორგანიზაცია,სადაც კორუფცია და ათასი უბედურება არის. შეუძლებელია ებრძოდე ქრისტეს და მის მოძღვრებას,როცა ამ გამეფებულ სიბინძურეს ებრძვი.მართმადიდებლებმა უნდა გაიხსენონ,რას შეეწირა ქრისტე და რა არის მისი მორალი.თავის მოძღვარის მორალი კი არა,ქრისტე ღმერთის. ქრისტე სწორედ იმ პერიოდში გამეფებული "ტრადიცებს"შეეწირა და განსხვავებულობის არ მიღებას. დღესაც ასე ხდება,მუსლიმი თუ არის ურჯულოა,თუ მართმადიდებელი ხარ,მაშინ პრივილეგირებული.აი,ამას ვებრძვით და კიდევ ვიბრძოლებთ.
27 ოქტომბერი, 21:15
ეს გეგმაა თუ მოსაზრებაა, კომუნისტო კვარაცხელია ?! კგბ კომპარტიის ელიტაა !
0 1 4