x
მეტი
  • 24.11.2020
  • სტატია:105143
  • ვიდეო:348712
  • სურათი:470416
რამ შეიძლება გამოიწვიოს ღამით ფეხის გაკავება და როგორ მოვიქცეთ პრობლემის დროს

image


ღა­მის კრუნ­ჩხვა - ფე­ხის გა­კა­ვე­ბა უსი­ა­მოვ­ნო, უეც­რად აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნაა, რო­მელ­საც თან ახ­ლავს კან­ჭის კუნ­თე­ბის მი­და­მოს ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი. კუნ­თის სპაზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის მი­ზე­ზი მრა­ვა­ლია. ღა­მით ფე­ხის გა­კა­ვე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს ერთჯე­რა­დი ან ჰქონ­დეს ქრო­ნი­კუ­ლი ხა­სი­ა­თი. პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში კუნ­თის ტკი­ვი­ლი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ძი­ლის დროს უხერ­ხულ­მა პო­ზამ, გა­და­ცი­ე­ბამ ან ძლი­ერ­მა დაღ­ლი­ლო­ბამ. პე­რი­ო­დუ­ლი კრუნ­ჩხვე­ბი ხში­რად და­ა­ვა­დე­ბის და­წყე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს და სა­ჭი­როა დრო­უ­ლად ექიმ­თან ვი­ზი­ტი და ორ­გა­ნიზ­მის გა­მოკ­ვლე­ვა.


კრუნ­ჩხვის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს ფე­ხის და­ხუ­რუ­ლი ტრავ­მა, ვა­რი­კო­ზი, ნევ­რო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბი, ასე­ვე იგი თან ახ­ლავს შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის სა­წყის სტა­დი­ას. მი­ზე­ზის და­სად­გე­ნად სა­ჭი­როა მი­მარ­თოთ ოჯა­ხის ექიმს, ჩა­ი­ტა­როთ გა­მოკ­ვლე­ვე­ბი და შე­იძ­ლე­ბა დაგ­ჭირ­დეთ ფლე­ბო­ლო­გის, ნევ­რო­ლო­გი­სა და ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცია. ღა­მით ფე­ხის გა­კა­ვე­ბა შე­იძ­ლე­ბა ორ­გა­ნიზ­მში მაგ­ნი­უ­მის უკ­მა­რი­სო­ბამ გა­მო­იწ­ვი­ოს. დე­ფი­ცი­ტი შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს ორ­სუ­ლო­ბის, ხან­გრძლი­ვი სტრე­სის, ზო­გი­ერ­თი სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტის მი­ღე­ბის ან ცი­ლო­ვა­ნი დი­ე­ტის დროს. ამ შემ­თხვე­ვა­ში ეფექ­ტუ­რი შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს ვი­ტა­მი­ნე­ბის კომ­პლექ­სი და მაგ­ნი­უ­მის შემ­ცვე­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბი.


ასე­ვე სა­ჭი­როა რა­ცი­ო­ნის გამ­დიდ­რე­ბა ქონ­დრით, ოხ­რა­ხუ­შით, კა­მით, რე­ჰა­ნით. 100 გრა­მი მწვა­ნი­ლი შე­ი­ცავს და­ახ­ლო­ე­ბით 700მგ მგნი­უმს, რაც ორ­მაგ დღე­ღა­მურ დო­ზას წარ­მო­ად­გენს. მაგ­ნი­უ­მით მდი­და­რია ავო­კა­დო, ლო­ბიო, ბარ­და. 100გრამ შავ შო­კო­ლად­ში 200მგ მაგ­ნი­უ­მია. მაგ­ნი­უ­მის ძი­რი­თა­დი და­ნიშ­ნუ­ლე­ბაა ორ­გა­ნიზმს და­ეხ­მა­როს კალ­ცი­უ­მის ათ­ვი­სე­ბა­ში, ამი­ტომ ამ უკ­მა­რი­სო­ბის შევ­სე­ბა სა­ჭი­როა ერ­თდრო­უ­ლად კალ­ცი­უ­მის პრე­პა­რა­ტე­ბის მი­ღე­ბით. მაგ­ნი­უ­მი ასე­ვე მოქ­მე­დებს ტვი­ნის მუ­შა­ო­ბა­ზე, აქ­ვე­ი­თებს არ­ტე­რი­ულ წნე­ვას და ხელს უწყობს ნაღ­ვლის ბუშ­ტი­დან კენ­ჭე­ბის გა­მო­ყო­ფას...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა <<<



0
1176
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
1176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0