x
მეტი
  • 27.11.2020
  • სტატია:105241
  • ვიდეო:348802
  • სურათი:470625
"ნიკამ, თურმე, რაღაც წამოიძახა და უცებ გადავარდა" - ვინ იყო 21 წლის ბიჭი, რომელიც კოვიდსასტუმროს დატოვების შემდეგ გარდაიცვალა

image


26 ოქტომბერს რუსთავში ახალგაზრდულ ანსამბლ "თუთარჩელას" სოლისტი, 21 წლის ნიკოლოზ მედოიძე კოვიდსასტუმროს დატოვების შემდეგ გარდაიცვალა.
სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის განცხადებით, ნიკა მედოიძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული იყო. მომღერალი 3 ოქტომბერს მოთავსდა საკარანტინე სივრცეში კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო. საკარანტინე პერიოდის გასვლის შემდეგ მას კოვიდინფექცია პი-სი-არ ტესტით დაუდგინდა, რის შემდეგაც მისი მეთვალყურეობა კოვიდსასტუმროში გაგრძელდა. პროტოკოლით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, 25 ოქტომბერს ნიკა მედოიძე ჯანმრთელი გაეწერა კოვიდსასტუმროდან. ახალგაზრდის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის უეცარი გაჩერება გახდა. თუმცა ჯერჯერობით სამედიცინო ექსპერტიზის ზუსტი პასუხი ცნობილი არ არის.
ანსამბლ "თუთარჩელას" ხელმძღვანელის - თამარ ბუაძის თქმით, ნიკას კოვიდინფექციით დაინფიცირებისას და კოვიდსასტუმროში ყოფნისას არანაირი გართულება არ ჰქონია.
თამარ ბუაძე: - ენით ვერ აღვწერ, რა შოკირებული ვართ ამ ამბის გამო. ანსამბლი ოჯახივით არის, წლების განმავლობაში ერთად ვართ. ნიკას დედა და უფროსი დაც ანსამბლის წევრები არიან... ადვილი წარმოსადგენია, ჩვენ ახლა რასაც განვიცდით. ანსამბლში კოვიდინფექცია ოქტომბრის დასაწყისში გავრცელდა. მიუხედავად საკარანტინე პირობების შესრულებისა, ეს მაინც ვერ ავიცილეთ - ანსამბლის ნაწილი დაინფიცირდა. მათ შორის იყო ნიკაც. ნიკა მრავალშვილიანი ოჯახის წევრია, ამიტომ მან თვითიზოლაციის პერიოდი ოჯახისგან იზოლირებით გაიარა. ამ პერიოდის გავლის შემდეგ, რადგან ინფექციაზე დადებითი პასუხი მიიღო, იგი კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს. თუმცა ამ სივრცეშიც არ ჰქონია გართულება, თავს კარგად გრძნობდა და სურდა, რომ ცხოვრებას დაბრუნებოდა. მაგრამ ცხადია, შესაბამისი პერიოდის გავლის გარეშე არ გამოუშვეს. როგორც კი ნიკა კოვიდსასტუმროდან გამოვიდა, მეორე დღესვე მეგობრებს შეხვდა - ანსამბლის წევრებს. ოთხი მათგანი შეიკრიბა ერთად და იქ მოხდა ეს უბედურება. ნიკამ, თურმე, რაღაც წამოიძახა და გადავარდა. ამ ბიჭებიდან ერთ-ერთი ექიმია (ნიკა თავადაც სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა) და მან ნიკას პირველი დახმარება სრულად ჩაუტარა, მაგრამ - ამაოდ... განაგრძეთ კითხვა <<<
0
77
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0