x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
გრეიფრუტი- წამალი თუ საწამლავი? მირთმევამდე აუცილებლად გაითვალისწინეთ!
როდესაც საქმე გრეიფრუტს ეხება, საზოგადოების დამოკიდებულება მასტან დაკავშირებით ორადაა გაყოფილი. ერთი ნაწილი მასში უგემრიელეს, სპეციფიკური გემოს მქონე, წვნიან და ძალიან მომხიბვლელი ვიზუალის ციტრუსს აღიქვამს, ხოლო საზოგადოების მერე ნაწილისთვის იგი მწკლატე გემოს მქონე უგემური ხილია და მეტი არაფერი, რომლისგანაც ვერანაირ სარგებელს ვერ ნახავს კაცი. image

თუმცა, ისეთი ტიპის ადამიანებს, რომლებოც არ აფასებენ გრეუფრუტს, ალბათ არ სმენიათ იმ უნიკალირი თვისებების შესახებ, რომლითაც სავსეა იგი.

გრეიფრუტი უნიკალური ციტრუსია, რომელიც მრავალ დაავადებას შველის. სასარგებლოა მისი რბილობი, კანი და კურკა. ის არის კიბოს, ინსულტის პროფილაქტიკის ეფექტური საშუალება, ძალიან კარგად მოქმედებს გულსა და სისხლძარღვებზე, ამცირებს ქოლესტერინის, შაქრის დონეს, ებრძვის ჭარბ წონას.

გრეიპფრუტის კალორიულობაა 100 გრამ პროდუქტზე 35 კკალორია.


მას მდიდარი შემადგენლობა აქვს, ზოგიერთი ნივთიერება უნიკალურია.

ძირითადი ნივთიერებებია: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, პროტეინები, უჯრედისი, მშრალი ბალასტური ნივთიერებები. რბილობის დიდი ნაწილი წყალია – 100 გრამზე 88, 8 გრამი.image

ყველაზე მეტი გრეიპრუტში С ვიტამინია, ასევეა А, РР, В ჯგუფის ვიტამინები – В1, В2, В5, В6, В9. მის სარგებლობას დიდად განსაზღვრავს ტოკოფეროლი, ანუ Е ვიტამინი – მძლავრი ანტიოქსიდანტი.

ასევე მდიდარია ხილი მინერალური ნივთიერებების შემადგენლობით: კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი. მიკროელემენტებიდან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ასევე რკინა, თუთია, სელენი, სპილენძი, ფტორი და სხვა.

განსაკუთრებული კომპონენტებიდან მნიშვნელოვანია ფიტონციდები ბაქტერიციდული მოქმედებით, ფურანოკუმარინები (რომლებიც ზოგჯერ აზიანებს ორგანიზმს), გლიკოზიდები, პექტინი, ორგანული მჟავები, ეთერზეთები, ფლავონოიდი ნარინგინი – ამ უკანასკნელს ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება აქვს და გრეიპფრუტის ორგანიზმზე სასიკეთო მოქმედება დიდწილად სწორედ მასთან არის დაკავშირებული. ის ანიჭებს ხილს მომწარო გემოს.image

ნარინგინის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი თვისებაა ღვიძლის უჯრედების დაცვა В და С ჰეპატიტის ვირუსების შეჭრისგან, თუმცა, დაავადების შემთხვევაში და განსაკუთრებით მკურნალობის დროს მისი მიღება ფრთხილად უნდა მოხდეს, რადგან გრეიპფრუტი ზოგიერთი წამლის ზემოქმედებას ახანგრძლივებს. ყველაზე მეტ ნარინგინს რბილობზე გარშემორტყმული თეთრი აპკი შეიცავს.

გრეიგრუტს იმდენი სასარგებლო თვისება ახასიათებს, რომ ყველა მატგანის ცამოტვლა გაგვიჭირდება, თუმცა ვეცდებით გვერდი არ ავუაროთ ძირითად მახასიატებლებს.

  • აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას
  • ადამიანი გამოჰყავს სიმთვრალის მდგომარეობიდან და ხსნის ალკოჰოლის ტოქსიკურ ზემოქმედებას
  • აქვს ანტიოქსიდანტური აქტიურობა
  • ააქტიურებს ღვიძლის დეტოქსიკაციურ ფუნქციას და ხელს უწყობს ღვიძლის ფერმენტების გამომუშავებს
  • აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და აბრკოლებს ათეროსკლეროზული კვანძების წარმოქმნას
  • ამაგრებს სისხლძარღვებს, ამაღლებს სისხლძარღვების კედლების ელასტიკურობას, აბრკოლებს სისხლდენას
  • ამაღლებს ორგანიზმის ინფექციებისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარს, აძლიერებს იმუნიტეტსimage
  • არის მატონიზირებელი ხილი, ადამიანს აძლევს ძალას
  • აწესრიგებს ნაწლავების ფლორის ბაქტერიულ შემადგენლობას
  • აწესრიგებს საჭმლის მონელების პროცესს
  • ააქტიურებს ცხიმების მეტაბოლიზმს.
  • გრეიპფრუტი რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტის დროს – მასში ცოტაა გლუკოზა, ამიტომ შაქარი სისხლში არ მატულობს, პირიქით, ის აქვეითების შაქრის დონეს.
  • ციტრუსი ძალზე სასარგებლოა გულისა და სისხლძარღვებისთვის. ის აბრკოლებს ათეროსკლეროზის განვითარებას, აქვეითებს არტერიულ წნევას, აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს. მეცნიერულად დამკიცებულია, რომ გრეიპფრუტის რეგულარული მიღება საერთო ქოლესტერინის დონეს 15%–ით, ხოლო ტრიგლიცერიდების – 17%–ით ამცირებს. ციტრუსი ათხელებს სისხლს და ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას;
  • ასევე აუცილებელია ციტრუსი ორსულებისთვის. გარდა იმისა, რომ მასში შემავალი ნივთიერებები ნაყოფის სწორად ზრდას უწყობს ხელს, ის ასევე ხსნის შეშუპებას ორსულებში. პექტინი და უჯრედისი შველის შეკრულობისას. ამცირებს ტოქსიკოზს.
ციტრუსი ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. მისი წვენი ეფექტურად ათეთრებს პიგმენტურ ლაქებსა და ჭორფლს სახეზე. ის ხელს უწყობს წონის დაკლებას, კარგია ცელულიტთან ბრძოლაში; აძლიერებს თმას და მას ბევრად ელასტიკურს ხდის.image

გრეიპფრუტის რბილობში შემავალი ანტიოქსიდანტები ებრძვის დაბერების პროცესს. პექტინები კანს გლუვსა და ელასტიკურს ხდის, ხელს უწყობს კოლაგენის წარმოქმნას. ვიტამინები აუმჯობესებს კაპილარებში სისხლის მიმოქცევას, რაც კვებავს სახის კანს და მის ფერზეც აისახება.

კანს იყენებენ როგორც ცოცხალი, ისე გამხმარი სხით. დაქუცმაცებულ კანს აქვს ანტისეპტიკური, ანტიოქსიდანტური მოქმედება, ხსნის ანთებას. ცოცხალი კანით შეიძლება სახის გაწმენდა; ასევე, რბილობთან შერეულ მასას იდებენ სახეზე ნიღბის სახით

ყველაფერტან ერტად აუცილებელია აღვნიშნოთ მისი მავნე ტვისებებიც, ვინაიდან მასაც, ისევე როგორც ყველა ხილს მრავალი მავნე თვისებაც ახასიატებს.

მისი მირტმევა არარეკომენდირებულია, მაშინ, როდესაც ვირებთ სხვადასხვა სახის მედიკამენტებს.

მზის მაღალი აქტიურობის ზონებში მცხოვრები ქალებისთვის საშიშია დღეში გრეიპფრუტის ნაყოფის მეოთხედზე მეტის მიღება – იზრდება ძუძუს კიბოს რისკი 30%-ით.

გრეიპფრუტის მიღება ასევე მავნებელია კუჭის წყლულის, მაღალი მჟავიანობის დროს, პანკრეატიტის, კოლიტის, ქოლეცისტიტის, მწვავე ჰეპატიტის, ჰიპერტონიისას (შეუთავსებელია ჰიპერტონიის სამკურნალო პრეპარატებთან), ასევე, რადგან გრეიპფრუტი ალერგიული, ხშირად იწვევს ალერგიულ რეაქციებს.

0
321
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
321
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0