x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
30 წლის ქალმა 200 კილოგრამი დაიკლო და ლამაზმანად იქცა
image


ემბერ რაშდი ცნობილი გახდა ამერიკულ შოუში "მე ვიწონი 300 კგ" მონაწილეობის შემდეგ, რომელიც TLC არხზე გადის.


24 წლის იყო, როდესაც ემბერ რაშდმა შოუში მონაწილეობა მიიღო.მაშინ ექიმებმა უთხრეს, რომ იმის შანსი, 30 წლამდე იცოცხლოს, არის ძალზე უმნიშვნელო.


პირველი პირობა რეალითი შოუს საწყის ეტაპზე 10 კილოგრამის დაკლება იყო - ასე რომ, ორგანიზატორებს შეეძლოთ დარწმუნებულიყვნენ, რომ ადამიანი სერიოზული განზრახვით მოვიდა და მზად იყო საკუთარ თავზე ემუშავა.


image




როდესაც ასეთ საშინელ წონას მიაღწია, ქალი საშინლად იღლებოდა, არ შეეძლო საკუთარ თავზე ზრუნვა- ვერ აკეთებდა საოჯახო საქმეებს, ვერ იღებდა შხაპს, ხოლო სახლის გარეთ ელექტროეტლით გადაადგილდებოდა. თავისთავად იძულებილი გახდა მეეწყვიტა სწავლა და მუშაობა.


მისი პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, როდესაც მან დაიკლო პირველი 100 კილოგრამი. ემბერს გაუკეთეს კუჭის რეზექცია.

შემდეგი ეტაპი იყო, როდესაც გადაეჩვია მლაშე, ტკბილ, შებოლილ და ცხიმიანი საკვების მიღებას, ასევე უარი თქვა სწრაფი კვების პროდუქტებზე და გაზიან სასმელებზე. მისი დიეტა ძირითადად ბოსტნეულისგან და წყლისგან შედგებოდა.

image

image

ორ წელიწადში ამერიკელმა 170 კილოგრამი დაიკლო. საბედნიეროდ, ქალს, რომელიც ტელეშოუდან გახდა ცნობილი, სრულიად უფასოდ გაუკეთეს ჩამოდღლეზილი კანის მოსაშორებელი ოპერაცია, რომელიც იწონიდა 20 კილოგრამს.

image

ცნობილია, რომ ახლა ემბერ რაშდი მუშაობს - მას საინტერესო სამსახური აქვს და, გარდა ამისა, პირველად ამდენი წლის შემდეგ ის მარტო არ არის, მას გვერდზე საყვარელი მამაკაციც ჰყავს.

image

1
851
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
851
  
2020, 27 ოქტომბერი, 12:26
ჩამოდღლეზილი -- მომეწონა))))))
0 1 1