x
image
რუსუდან ნადირაშვილი
კახა კუკავას კორონავირუსი დაუდგინდა და საარჩევნო კამპანია შეწყვიტა
image


პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარეს, კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა. კუკავამ ინფორმაცია ფეისბუქზე გაავრცელა.


კუკავა წერს, რომ უკვე შეწყვიტა წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება და ამომრჩევლებთან შეხვედრები.


"მეგობრებო, სამწუხაროდ დამიდასტურდა კოვიდ 19, ამიტომაც ამ წუთიდან ბუნებრივია ვწყვეტ საჯარო კამპანიას. თავს ვგრძნობ კარგად და შევეცდები დისტანციურად გვერდში დავუდგე ჩემს მეგობრებს და თანამებრძოლებს არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში" - წერს კუკავა.


.

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 32 127-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.


გამოჯანმრთელდა კიდევ 1262 პაციენტი და საერთო რაოდენობა 12 632-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 757 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3 847ადამიანი გადის. ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2238-ს შეადგენს.


ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 23 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 238-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0