x
მეტი
  • 24.11.2020
  • სტატია:105143
  • ვიდეო:348711
  • სურათი:470420
რა პასუხი გასცა მასწავლებელმა მოსწავლეს წიგნის საჭიროებასთან დაკავშირებით?
საკითხი რაზეც დიდი ხანია მინდა დავწერო, ბევრი მოზარდის პრობლემაა. ასევე მათი მშობლებისთვის ხანგრძლივი ფიქრის პროცესი, თუ როგორ შეაყვარონ ბავშვს კითხვა. რა თქმა უნდა არსებობენ ისეთი სკოლის ასაკის ბავშვები, რომლებსაც ეს პრობლემა არ აქვთ, მაგრამ აფიქრებთ ამ ერთგვარ პროცესთან დაკავშირებით უამრავი წვრილმანი კითხვა...

როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა? როგორ გავცეთ დაინტერესებულ მოზარდს შესაბამისი პასუხი უამრავ საინტერესო თუ დეტალურ კითხვაზე? ევალება ეს მშობელს თუ ეს საკითხი მთლიანად სკოლას უნდა მივანდოთ?image

" ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული, მაგრამ უმრავლესობა აღარ მახსოვს... ხოდა რა აზრი აქვს ბევრი წიგნის წაკითხვას თუ მათი შინაარსი მავიწყდება?"

ეს შეკითხვა დაუსვა ერთმა მოსწავლემ მასწავლებელს, რომელმაც ამაზე არაფერი უპასუხა... რამდენიმე დღის შემდეგ სთხოვა მდინარეზე გაესეირნათ. მდინარის ნაპირზე ჩამოსხდნენ და საუბრობდნენ, როცა მასწავლებელმა მოსწავლეს ჭუჭყიანი საცერი გაუწოდა და სთხოვა მისთვის წყალი მოეტანა, რადგან ძალიან სწყუროდა. მოსწავლემ უარი ვერ გაუბედა და უშედეგოდ ცდილობდა წყლის მოტანას... ბოლოს დაღლილმა მიმართა მასწავლებელს : " მაპატიეთ, იმედი გაგიცრუეთ, მაგრამ ვერ შევძელი, ერთი წვეთიც კი ვერ მოგიტანეთ, რომ თქვენთვის წყურვილი მომეკლა."



მასწავლებელმა აიღო საცერი და უთხრა: "იმედი არ გამიცრუე. მართალია შენ ვერ შეძელი ჩემთვის წყლის მოგროვება, მაგრამ მდინარის წყალმა საცერში გაიარა და გასუფთავდა, ნახე, როგორი სუფთაა... შენი წაკითხული წიგნებიც იმავეს აკეთებენ, როდესაც ისინი შენში გაივლიან მდინარის წყალივით, მათი ემოციები, იდეები, გრძნობები, გამოცდილება და მიღებული ცოდნა გაწმენდს შენს გონებას და სულს... გაქცევს უკეთეს პიროვნებად. აი, რა არის აზრი წიგნების კითხვისა "


ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება მოხდეს ისეთი რამ, რამაც შეიძლება შეგცვალოს, შეგხვდეს ისეთი ადამიანი რომელმაც შესაძლოა წამიერად გაგზარდოს და ყველაზე მნიშვნელოვანზე დაგაფიქროს... შეიძლება ეს იყოს ადამიანი რომელსაც მოულოდნელად შეხვდი, ოჯახის წევრი ან მასწავლებელი...თუკი დროულად დაფიქრდები საჭიროებებზე, წიგნის მნიშვნელობაზე... იქნები უფრო მეტად განათლებული და წარმატებული.

დრო ხომ ძალიან სწრაფად გადის. ცხოვრების ყველა ეტაპზე რაღაც ახალს სწავლობ, იგებ, იზრდები, ვითარდები. განსაკუთრებით თინეიჯერობის ასაკში შედარებით მეტი დროა იმისთვის რომ მხატვრულ ლიტერატურას გაეცნო, თუმცა სწორედ ამ დროს გინდა მეტი გართობა...

დღის განმავლობაში მეგობრებთან გატარებული დრო და იმავე მეგობრებთან სატელეფონო კავშირი რომ გავანახევროთ და ცოტა დრო წიგნსაც დავუთმოთ ხანდახან "შეუძლებელია"... გაკლია რაღაც, ხანდახან გსურს შეცვალო, მაგრამ მაინც ისე გადის დრო და დაკარგული დრო კი უკან არ ბრუნდება... ამასობაში სტუდენტი ხარ... პროფესიული საკითხავი მასალა მხატვრული ლიტერატურის დროს არ გიტოვებს, მოიხედები და ოცდაათს ისე გადააბიჯე ვერც კი გაიგე... ისევ ოცის გგონია თავი და ფიქრობ რომ ყველაფერს შეძლებ, ყველაფერს გამოასწორებ.

ვფიქრობ ძალიან ძნელია საჭირო დროს მიხვდე ყველაზე მნიშვნელოვანს... საჭირო დროს დაუფიქრდე მნიშვლოვან შენთვის ნათქვამ სიტყვებს. გასააზრებლად დრო გჭირდება რა დროს რა უნდა გააკეთო, რა დროს რა უნდა წაიკითხო, მეგობარს რამდენი დრო უნდა დაუთმო, ინტერნეტში გატარებული დრო როგორ უნდა გააკონტროლო და სხვისი ცხოვრებით ნაკლებად რომ უნდა დაინტრერესდე... კი, ნამდვილად, გვიან ხვდები ამ ყველაფერს, მაგრამ მთავარია მიხვდე... ვისაც ეს ყველაფერი არ ახასიათებს, დროის კონტროლიც აქვს და დღის დაგეგმვის საკითხიც მოწესრიგებული აქვს მეტად წარმატებულია, მობილიზებული, პროფესიონალი და რეალიზებულია...

0
131
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0