x
მეტი
  • 24.11.2020
  • სტატია:105143
  • ვიდეო:348711
  • სურათი:470420
მუსიკისა და ალკოჰოლის კორელაცია
image

მუსიკისა და ალკოჰოლის ურთიერთკავშირი

ერთ-ერთმა უნივერსიტეტმა ჩაატარა ექსპერიმენტი და მათ აინტერესებდათ არსებობდა თუ არა კორელაცია მუსიკასა და ალკოჰოლს შორის. მათ მიიღეს ასეთი შედეგები: სწრაფ მუსიკას მოჰყვება სწრაფი სმა და სწორედ მუსიკა იყო მთავარი განმაპირობებელი ადამიანთა ბარში ყოფნის.


ექსპერიმენტი ჩატარდა საფრანგეთის ერთ-ერთი ქალაქის 2 ბარში, კვირის სამ საღამოს ექსპერიმენტატორები შეისწავლიდნენ და აკვირდებოდნენ 40 მამრობით სქესს- 18სა და 25 წლის ასაკის დიაპაზონით, რომლებიც უკვეთავდნენ მინიმუმ ერთ ჭიქა ძლიერ ლუდს. ბარის მესაკუთრესგან დასტურის მიღების შემდეგ, 40 გამორჩეული მუსიკა შემთხვევითად ირთვებოდა 72დეციბალებში(რომელიც ოპტიმალურადაა მიჩნეული) ან 88დეციბალში(რაც ხმის მაღალ დონედ მიიჩნევა). მუსიკის მაღალმა ხმამ განაპირობა მათ მიერ ალკოჰოლის მეტი დოზის მიღება დაჩქარებული ტემპით.

მკვლევრებმა აჩვენეს 2 ჰიპოთეზა, რათა აეხსნათ ეს ფენომენი:

პირველი იყო ის, რომ ხმამაღალ მუსიკას შეეძლო გამოეწვია მაღალი დონის აგზნება პიროვნებაში, რომელიც წინ უძღვოდა სასმლის სწრაფ მიღებასა და უფრო მეტი და მეტი ჭიქის შეკვეთას.

მეორე იყო ის, რომ ხმამაღალ მუსიკას შეეძლო ნეგატიური გავლენა ჰქონოდა ბარში სოციალურ ურთიერთობაზე, ასე რომ ისინი საუბრის დეფიციტს ივსებდნენ მეტი ალკოჰოლის მიღებით.

ამ ექსპერიმენტს მოჰყვა სხვადასხვა შედეგების მოძიება საფრანგეთში მკვლევრების მიერ და მათ გვამცნეს შემდეგი: 700 000-ზე მეტი ადამიანი ეწირება ალკოჰოლიზმს და ავარიის კატასტროფათა უმრავლესობა განპირობებული იყო სასმლით.

საბოლოოდ, ექსპერიმენტატორმა დაასკვნა, რომ სასმელი და მუსიკა ერთმანეთთან კორელირებს, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ ბარის მფლობელებს მოვუწოდოთ, მიიღონ ოპტიმალური ვარიანტი და დაარეგულირონ ბარში მუსიკის ხმა.


თუ თქვენი საყვარელი ადამიანი იტანჯება ალკოჰოლიკობისგან, სწრაფი ჩარევაა საჭირო, რათა მალევე ჩავრთოთ გარკვეულ წრეში და განვკურნოთ იგი, რაც შემდეგში აგვარიდებს ბევრ პრობლემასა და მათი ცხოვრებაც უკეთესობისკენ გაუმჯობესდება.


0
27
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე ნარიმანიძე
ელენე ნარიმანიძე
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0