x
image
ლანა92
ყველაზე მაღალი, დაბალი, მსუბუქი და მძიმე ერები მსოფლიოში

image





ერების წარმომადგენლები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან არა მხოლოდ კულტურით, ისტორიით, ზნე-ჩვეულებებით, სულიერი ფასეულობებით, არამედ გარეგნული შტრიხებითაც, როგორიცაა სიმაღლე, სხეულის მასა და აღნაგობა, ტანადობა. მაშ, ასე, წარმოგიდგენთ, მსოფლიოში ყველაზე მაღალ, დაბალ, გამხდარ და ტანსრულ ერებს.


1. ყველაზე მაღალი ერები



რეიტინგის თანახმად, ყველაზე მაღალი ერი ჰოლანდიელებია.


კერძოდ, ჰოლანდიელი მამაკაცები საშუალოდ 1. 83 მ. არიან, ქალბატონები - საშუალოდ 1.69 მ.

ყველაზე მაღალი მამაკაცების რეიტინგში მეორე ადგილზეა ლატვია და ესტონეთი, საშუალო სიმაღლით - 1.81. მ,

მე-3 ადგილზე - ჩეხი და ხორვატიელი მამაკაცები, 1.80 მ.

ყველაზე მაღალი ქალბატონებიდან პირველ ადგილს იკავებენ ჰოლანდიელები და ლატვიელები, 1.69 მ,

შემდგომ მოდის ჩეხი და ესტონელი ქალბატონები - 1.68 მ.,

მე-3 ადგილზე - სლოვაკი და სერბი ქალბატონები, 1.67 მ.




2. ყველაზე დაბალი ერები



ყველაზე დაბალი ერების ჩამონათვალში პირველ ადგილს იკავებენ ინდონეზიელები, მამაკაცები - 1.63 მ., ქალბატონები - 1.52 მ.



უფრო კონკრეტულად კი, მსოფლიოში ყველაზე დაბალი მამაკაცები ინდონეზიასა და ფილიპინებს ჰყავს, 1.63 მ.,

მეორე ადგილზეა იემენი და ნეპალი - 1.62 მ.,

მე-3 ადგილზე - აღმოსავლეთ ტიმორი და ლაოსი.

მსოფლიოში ყველაზე დაბალი ქალბატონებიდან პირველ ადგილზეა ინდონეზია და მადაგასკარი, 1.52 მ.,

მე-2 ადგილზე - ნეპალი და ბანგლადეში, 1.51 მ., მე-3 ადგილზე - ფილიპინები, 1.51 მ.

3. ყველაზე მძიმე,

ჭარბმასიანი ერები


ა) ყველაზე მძიმე მამაკაცები:

1-ლი ადგილი: კუკის კუნძულები, საშუალოდ 100, 1 კგ.

მე-2 ადგილი - ნიუე, საშუალოდ 97. 6 კგ.

მე- 3 ადგილი: ტონგა, საშუალოდ 96.2 კგ.



ბ) ყველაზე მძიმემასიანი ქალბატონები:

1-ლი ადგილი: ტონგა, 93.4 კგ.;

მე-2 ადგილი - ნიუე, 89.8 კგ.;

მე-3 ადგილი - სამოა, 89, 5 კგ.;

4. ყველაზე მსუბუქი,

მცირემასიანი ერები

ა) ყველაზე მსუბუქი მამაკაცები:

1-ლი ადგილი - მადაგასკარი, საშუალოდ 57.1 კგ.;

მე-2 ადგილი - ეთიოპია, 56. 7 კგ.;

მე-3 ადგილი- აღმოსავლეთ ტიმორი, 54.3 კგ.;

ბ) ყველაზე მსუბუქმასიანი ქალბატონები:

1-ლი ადგილი: ბანგლადეში, საშუალოდ 49.7 კჰ.,

მე-2 ადგილი: მადაგასკარი, 48.7 კგ.;

მე-3 ადგილი: აღმოსავლეთ ტიმორი, 48.3 კგ.

0
205
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
205
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0