x
მეტი
  • 26.11.2020
  • სტატია:105215
  • ვიდეო:348784
  • სურათი:470599
ზურაბ დოიჯაშვილი თელავივის საავადმყოფოში მკურნალობს - მისი მგომარეობა მძიმეა
მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი ისრაელში, თელავივის ერთ-ერთ კლინიკაში წევს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეგობარი სოციალურ ქსელში ავრცელებს. გიორგი შავლაშვილის ინფორმაციით, დოიჯაშვილის მდგომარეობის შესახებ არცერთი მედიასაშუალება არ დაინტერესებულა.

image

"კაცი რომელმაც ეპოქა შეჰქმნა, კაცი რომლისგანაც არავის ახსოვს სიტყვა არასწორი, კაცი რომელმაც მთელი ცხოვრება თესა: სიყვარული და სიკეთე, დღეს უკიდეგანოდ მძიმე მდგომარეობაშია. ისრაელში, თელავივის საავადმყოფოში წევს და უფლის და ოჯახის, იქაური მეგობრების ამარა ებრძვის სიცოცხლეს. ამ დროს სად " ჯანდაბაშია " ჩვენი ერის დიდებულება და დამფასებლობის ამბიცია, რომელსაც ვიბრალებთ... მეორეთ ვწერ მსაგვს პოსტს : როგორ არცერთი არხი არ დაინტერესდა და არ მოუწოდა ღარიბს, მდიდარს, ბიზნესმენს, გულიან და ფულიან ხალხს გაერთიანებისკენ, ზურას დიდებული ადამიანობის გადარჩენისთვის. არასოდეს არ არის გვიანი და მიაქციეთ საერო კორიფეებს ყურადღება. სირცხვილია! იქნებ და წყალი უნდა, რომელი წყალიც, მის ქვეყანაში მოდის მხოლოდ, რომელ ქვეყანასაც საქართველო ჰქვია, ის საქართველო, რომელიც ამწამსაც ენატრება და სულში ცრემლად ეყინება ... ხომ შეიძლება საჯაროდ და საქვეყნოდ გაკეთდეს თუნდაც 10 წუთიანი გადაცემა რომ მივიდეს ზურას ყურამდე, რომ საქართველოსაც ენატრება ის!'', - წერს გიორგი შავლაშვილი.

მისივე ინფორმაციით, დოიჯაშვილს გვერდითი ამიტროპიული სკლეროზი აქვს.

"გათიშულია ყველა კუნთი + კახეკსია, არ აქვს ხმა და უძლურია საბოლოოდ. მართვით სუნთქვაზეა . სად ვიყავით აქამდე, მანამ რამის შველა შეიძლებოდა?! ", - წერს ის.



0
222
შეფასება არ არის
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0