x
მეტი
  • 24.11.2020
  • სტატია:105143
  • ვიდეო:348711
  • სურათი:470420
"..მე ჩემი გრძნობები დავხატე ფანქრით და შენ მოგანდე არჩევა ფერის.."

image







=====

თვითონ მოხვედი ჩემამდე, გახსოვს?!

ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს ბედია,

მე არ მიყვარხარ, რადგან რასაც ვგრძნობ,


ის სიყვარულზე ბევრად მეტია.


მზემ

გაგიტაცა თავისთან,

დაგმალა სხვენში,

მე ვიცი, რომ გიყვარვარ,

მაგრამ არ ვიცი, რა მოგწონს ჩემში.


ნუ ხარ პატარა ბავშვი,

გამიცივდები, ნუ დგახარ ქარში,

რას ფიქრობ ამდენს, რადგან მოხვედი,

ნუ წახვალ, ბოლომდე დარჩი!



მე გაგიცანი მარტში და

მარტისფერია ფიქრები.

ამ ცხოვრებაში თუ არ გამიკარებ,

შემდეგ ცხოვრებაში მაინც ჩემი იქნები.


დრომ,

იქნებ, უჩემოდ რამდენჯერ გატირა,

ენთან მოსასვლელი გემი

შენმა უმანკო ცრემლებმა ჩაძირა.


მზემ

შენი თვალის ფერი ვერ დაჩრდილა,

დღეს თუ დამესიზმრები,

გეტყვი: "ნუ წახვალ,

ცოტა ხანს დარჩი რა!"



image


აქაც ხომ გქონდა შენ მყუდრო ბინა,

თან უფრო გიყვარს აქ ალიონი,

მაინც გაფრინდი და მომიქსიე

სევდის ჯარი და ბატალიონი.


სულ მეფიქრება, ნუთუ თბილისი

ვერ გაჩუქებდა უკეთეს წვიმას?

შენ თავს დამიქნევ, მაგრამ ეს რას ცვლის?

მაინც შექსპირის ქალაქში გძინავს.


თუ ხარ საყდარი, სადაც გალობენ

და სადაც ზარებს რეკენ და რეკენ ბევრს,

მაშინ იყავი მუდამ ზაფხული,

და აღარასდროს ჰგავდე დეკემბერს!


მე ჩემი გრძნობები დავხატე ფანქრით

და შენ მოგანდე არჩევა ფერის,

მე ვერ დაგიწერ იმაზე კარგ ლექსს,

ვიდრე მიუძღვნეს გათხოვილ მერის.


აბა, მე რას ვწერ, უბრალოდ ვჯღაბნი

და ეს რითმები, როგორც ნოტები,

გართხმულან ჩუმად, ჩემი კალმის ქვეშ,

არ სიამოვნებთ მუქი ტონები.


არც ამ მუსიკას უნდოდა ასე,

გულს რომ უჩუყებს ხნიერს და მოზარდს,

მაშ, რა ეგონათ, თითებს რომ აყვნენ,

ნუთუ ფიქრობდნენ, ვუკრავდი მოცარტს?!


რასდროს დამპირდე, არასდროს არაფერს,

არასდროს მითხრა, რომ სულ აქ იქნები!

არ თქვა, რომ გიყვარვარ შენ მეტად,

ვიდრე ბიბლიოთეკას უყვარს წიგნები,

იმაზე მეტად მაინც არ გიყვარვარ,

ვიდრე მე მიყვარს შენი ნათქვამი "მიყვარხარ".



დრომ,

იქნებ, უჩემოდ რამდენჯერ გატირა,

შენთან მოსასვლელი გემი

შენმა უმანკო ცრემლებმა ჩაძირა.



მზემ

შენი თვალის ფერი ვერ დაჩრდილა,

დღეს თუ დამესიზმრები,

გეტყვი: "ნუ წახვალ, ცოტა ხანს დარჩი რა!"






0
31
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0