x
image
რუსო ჩარექიშვილი
რა უნიკალური თვისებები ახასიათებს ყვავილოვან კომბოსტოს და რატომაა მისი მირთმევა აუცილებელი?
როდესაც ყვავილოვან კომბოსტოზე მიდგება საუბარი, ადამიანების მოსაზრება ორ ნაწილად იყოფა. ზოგისტვის იგი იმ გამორჩეულ პროდუქტთა სიაში შედის, რომელსაც სიამოვნებით მიირთმევენ ყოველდღე და აღბრთოვანებულები არიან მისი გამორჩეული გემოთი. ხოლო, საზოგადოების მეორე ნაწილი მასში მხოლოდ ცუდი სუნისა და გემოს მქონე კომბოსტოს ხედავს, რომელიც არანაირი გემოვნური თვისებებით არ გამოირჩევა სხვა, ნებისმიერი სახის კომბოსტოსაგან.image

თუმცა, მინდა გითხრათ, რომ მოცემული სტატიის წაკიტხვის შემდგომ, სასიამოვნოდ აღბრთოვანებულები დარჩებით და სულ სხვა თვალით შეხედავთ და დააფასებთ ყვავილოვან კომბოსტოს.

ალბათ დაგაინტერესათ რით გამოირჩევა ეს პროდუქტი?

ყვავილოვანში უფრო ნაკლები უჯრედისია ვიდრე თეთრ კომბოსროში, თუმცა ეს ოდენობაც კი შესანიშნავად აუმჯობესებს ნაწლავების მოტორულ ფუნქციას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან "ცუდი" ქოლესტერინის გამოდევნას.image


ყვავილოვანი კომბოსტო შეიცავს ცილებს, მინერალურ მარილებსა და ნახშირწყლებს, მდიდარია პექტინებითა და ვიტამინებით, ნიკოტინის, მათ შორის ლიმონის, პანტოთენის, ვაშლის, ფოლიუმისა და ასკორბინის მჟავებით, თიამინით, პირიდოქსინით, რიბოფლავინით, რეტინოლითა და ბიოტინით, გაჯერებულია ფოსფორით, კალიუმით, ნატრიუმით, მაგნიუმით, კალციუმითა და რკინით. ყვავილოვან კომბოსტოში, თეთრთავა კომბოსტოსგან განსხვავებით, C ვიტამინი სამჯერ მეტია, მასში რკინა ბევრად მეტია, ვიდრე წიწაკაში, სალათის ფურცლებში, ბადრიჯანსა და ყაბაყში. საკვებად გამოიყენება მისი ფოთლებიც.

ის რეკომენდებულია სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკისთვის. ენზიმები, რომლებსაც შეიცავს ყვავილოვანი კომბოსტო, ორგანიზმიდან ტოქსინებისა და კანცეროგენების გამოძევებას უწყობს ხელს. სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებებს ამ ბოსტნეულს ვიტამინების, მინერალებისა და ენზიმების განსაკუთრებული კომბინაცია სძენს.image

ყვავილოვანი კომბოსტო მდიდარია კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, რკინით, თუთიით, სპილენძით, მანგანუმით, ფტორით, კაროტინებით, C, K, B1, B2, B6 ვიტამინებით, ადვილად ასათვისებელი ცილებით. საკმარისია, 50 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო მიირთვათ, რომ უზრუნველყოფილი ხართ ჩ ვიტამინის სადღეღამისო დოზით. გარდა ამისა, ყვავილოვანი კომბოსტო დაბალკალორიულია, თუმცა კარგად ანაყრებს, ასე რომ, ეს ბოსტნეული თამამად შეიძლება მიირთვან მათ, ვისაც ზედმეტი წონა აშინებს. ყვავილოვანი კომბოსტო ადვილი მოსანელებელია, ამიტომ, როგორც სამკურნალო-დიეტური საკვები, რეკომენდებულია ბავშვებისთვის, რომელთაც აწუხებთ შეკრულობა, მოზრდილებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ საჭმლის მონელების დარღვევა, შაქრიანი დიაბეტი, ათეროსკლეროზი, ღვიძლის პათოლოგიები, ნაღველკენჭოვანი დაავადება, პოდაგრა და სხვა. image

ყვავილოვან კომბოსტოს ხალხური მედიცინა უძველესი დროიდან იყენებს არა მხოლოდ საჭმლის მონელების პროცესთა მოსაწესრიგებლად, არამედ კანის დაავადებათა სამკურნალოდაც.

ყვავილოვანი კომბოსტოს რეგულარულად მიღება მინიმუმამდე ამცირებს სარძევე ჯირკვლისა და პროსტატის კიბოს განვითარების რისკს. მისი წვენი რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტის, გასტრიტის, ბრონქიტის, თირკმლებისა და ღვიძლის დაავადებათა სამკურნალოდ.image

0
353
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
353
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0