x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
"La Doncella" იოჰაბ რეინხარდის ექსპედიციის მიერ არგენტინის მთებში ნაპოვნი გოგონას მუმია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე კარგად შენახულ მუმიადაა მიჩნეული

image ამ 15 წლის გოგონას მეტსახელი "La Doncella" (ქალწული) გახლავთ და ის ყველაზე უფროსია იმ სამ ბავშვს შორის, რომლებიც მსხვერპლად შეწირეს ინკებმა რელიგიურ დღესასწაულზე "კოპაჩოჩა" თავიანთ ღმერთებსებს.
კულტის მსახურებმა ბავშვები მაღალ მთაზე შესწირეს თავიანთ ღმერთებს რათა ამით მათი კეთილგანწყობა მოეპოვებინათ.
დაახლოებით 500 წლის წინ გოგონა ინკების ტომიდან, რელიგიური ცერემონიისათვის წაიყვანეს რელიგიური კულტის მსახურებმა ვულკან ლიულიანკოს მთაზე რათა თავიანთი ღმერთებისათვის შეეწირათ ორ სხვა ბავშვთან ერთად.
ბავშვების მუმია 1999 წელს იქნა აღმოჩენილი არგენტინა-ჩილეს საზღვარზე მდებარე ვულკან ლიულიანკოს მწვერვალზე 6700 მეტრის სიმაღლეზე.
მეცნიერების თქმით აღნიშნული სამი მუმია ითვლება დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე კარგად შენახულ მუმიებად.
ეს გოგონა გარდაიცვალა სიცივის გამო, დანარჩენი ორიდან ერთი მოკლეს ბლაგვი საგნის ჩარტყმით, მეორე კი გულში მჩხვლეტავი საგნის ჩარტყმით.
მეცნიერებმა გოგონას მუმიის შესწავლისას მის კუჭში აღმოაჩინეს სიმინდის ლუდის (ჩიჩა) ნარჩენი ხოლო პირის ღრუში კი კოკას რამდენიმე ფურცელი.
მეცნიერებმა გამოიტანეს დასკვნა, რომ როგორც კი გოგონას ჩაეძინა ის მოათავსეს მიწისქვეშა მღვიმეში, სადაც გოგონა სიცივისაგან გარდაიცვალა.
ინკები რელიგიური მსხვერპლთშეწირვისათვის მხოლოდ ლამაზ, ჯანმრთელ და ფიზიკურად მომწიფებულ მოზარდებს ირჩევდნენ, ხოლო ამ რიტუალისათვის შერჩეულებისათვის და მათი ოჯახისათვის კი ეს ითვლებოდა უდიდეს პატივად (საშინელებაა ასეთი ბარბაროსობის წარმოდგენაც კი).
ინკების წარმოდგებით ბავშვები არ კვდებიან, ისინი წინაპრებს უერთდებიან და მაღალი მთის მწვერვალიდან თავიან სოფლებს, როგორც ანგელოზები ისე გადმოჰყურებენ.
მეცნიერებმა ბუნებრივია გოგონას ნამდვილი სახელი არ იციან და მას დაარქვეს
ხუანიტა "La Doncella", ხუანიტა ისედაც გასაგებია, მთლიანობაში კი ეს მეტსახელი იშიფრება როგორც ქალწული ხუანიტა.
გოგონა როცა იპოვეს მას ფეხები გადაჯვარედინებული ჰქონდა, ფეხზე ზოლებიანი სანდალი ეცვა, ზედა ტუჩს კოკას ფურცელი მისწებებოდა, გრძელი და სქელი თმა კი ნაწნავებად ჰქონდა დაწნული და ცალ მხარეს ჰქონდა გადაგდებული.
ცივმა ტემპერატურამ და მშრალმა, ჟანგბადით გაღარიბებულმა ჰავამ გოგონას სხეული იდეალურად შეინახა.
ხუთი საუკუნის მანძილზე ასე შეინახა გოგონას სხეული ბუნებამ, სანამ 1999 წელს ის არ აღმოაჩინეს.
უნდა ითქვას, რომ ექსპედიციის მონაწილეებს უწევდათ ექსტრემალურ პირობებში ასვლა, რადგან აღნიშნულ მთაზე ტემპერატურა-40 გრადუსს აღწევდა, ხოლო ქარის სიჩქარე კი 70 მილს, ექსპედიცია გზადაგზა აკეთებდა ბანაკებს, რათა დაშვებისას ძალების მოსაკრეფად ჰქონოდათ მომზადებული ადგილები.
მთის წვერზე ასვლისას კი 3 დღე ბობოქრობდა შტორმი რამაც ლამის ჩაშალა ექსპედიცია, თუმცა ჯგუფის წევრებმა მაინც დარჩენა გადაწყვიტეს, თითქმის ამოწურეს ბალონებში ჩატუმბული ჟანგბადი, მაგრამ მიზანს მაინც მიაღწიეს.
imageimageimage


0
711
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
711