საზოგადოება ელიფ შაფაქის იუბილესთან დაკავშირებით, "ბიბლუსში" 50%-იანი ფასდაკლებაა 2020, 26 ოქტომბერი, 16:33 ელიფ შაფაქის დაბადების დღესთან დაკავშირებით, "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში ავტორის წიგნებზე 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. აქცია 25 ოქტომბერს დაიწყო და 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. ბუკერის პრემიის ნომინანტი, რომანისტი და აქტივისტი ელიფ შაფაქი, რომელსაც კრიტიკოსები „თანამედროვე თურქეთისა და მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ხმას“ უწოდებენ, საქართველოში ძალიან პოპულარულია. მისი შემოქმედების მიმართ ინტერესი დღითი დღე იზრდება. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა გამომცემლობა "პალიტრა L-მა" მწერლის რომანები მკითხველისთვის დიდი ფასდაკლებით შეეთავაზებინა. ფასდაკლება ვრცელდება შემდეგ წიგნებზე: ხუროთმოძღვრის შეგირდი სტამბოლელი ნაბიჭვარი ევას სამი ქალიშვილი რწყილების სასახლე ფასდაკლება მოქმედებს "ბიბლუსის" ყველა ფილიალში. 11 1-ს მოსწონს
|