x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ვერასდროს გამოიცნობთ, როგორ შოულობდნენ ფულს ეს ცნობილი მხატვრები

image



სახელგანთქმული მხატვრების უმრავლესობა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სარეკლამო საქმიანობას ეწეოდა, მათი ეს არჩევანი კი ძირითადად, ფინანსური სირთულეებითა და ეკონომიკური სიდუხჭირით იყო განპირობებული, მიუხედავად ამისა, ბევრმა მათგანმა ამ ინდუსტრიაში წარუშლელი კვალი დატოვა.




სალვადორ დალი


image



ერთხელ ენრიკ ბერნატიმ (დალის მეგობარმა) მხატვარს ლოლიპოპის ლოგოს დიზაინის შექმნა სთხოვა, რისთვისაც დალის მხოლოდ ერთი საათი დასჭირდა, მეგობრისგან კი უზარმაზარი ჰონორარი აიღო, რომელიც მან კატალონიელ ლეგენდას ისე გადაუხადა რომ ბევრი არც უფიქრია. "ჩუპა - ჩუპსის" ცნობილი ლოგო დღემდე კომპანიის სავიზიტო ბარათად ითვლება.




კაზიმირ მალევიჩი



image


ცნობილი ტილოს - "შავი კვადრატის" ავტორი, გეომეტრიული აბსტრაქტული ხელოვნების პიონერი და რუსული ავანგარდის ერთ - ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი - კაზიმირ მალევიჩი ზოგჯერ პრეზენტაციებს აფორმებდა, გაგიკვირდებათ და, ის რამდენიმე კინოაფიშის ავტორიც იყო, მათ შორის კი ყველაზე ცნობილი - გერმანელი კინორეჟისორის, ფრიც ლანგის ფილმის "დოქტორ მაბუსე, ბანქოს მოთამაშის" კონცეფტუალური კინოპოსტერია.




ნიკო ფიროსმანი


image


დიდი ქართველი მხატვრის შემოქმედებითი გზა იავარდით მოფენილი არასდროს ყოფილა. ეს ახლა ნადირობენ მის ნახატებზე მსოფლიოს სამხატვრო გალერეები, თუმცა იმ პერიოდში ხელოვანს ლუკმა - პურის საშოვნელად ძირითადად, დუქნის აბრების გაფორმება უწევდა, რომელთა ნახვაც თბილისის სადგურის მიდამოებში, იარმუკასა და რიყეზე შეიძლებოდა.




ანრი დე ტულუზ - ლოტრეკი


image


1892 წელს მხატვარმა ტულუზ - ლოტრეკმა კაბარე - "Divan Japonais" - ისთვის პოსტერი შექმნა. ავტორმა საკმაოდ საინტერესო კომპოზიციური გადაწყვეტა აირჩია. წინა პლანზე მაყურებლად მან მოცეკვავე ჯეინ ავრილი განათავსა, რომლის უკანაც ადგილი პოეტსა და კრიტიკოსს, ედუარდ დიუჟარდენს მიუჩინა, ხოლო აი, რაც შეეხება მომღერალ ივეტ გილბერს ის, ცნობილი ფრანგი პოსტ - იმპრესიონისტი მხატვრის გადაწყვეტილებით აფიშის კუთხეში, ისიც უთავოდ აღმოჩნდა.






პაბლო პიკასო


image


სწორედ ახალგაზრდა პიკასოს ანდეს ცნობილი კაფის - "El Quatre Gats" - ის მენიუს გარეკანის შექმნა. ეს იყო დიდი ესპანელი მხატვრის პირველი კომერციული ნამუშევარი, საგულისხმოა, რომ ერთი წლის შემდეგ მხატვარმა თავისი პერსონალური გამოფენაც სწორედ იმავე კაფეში მოაწყო.








0
55
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
55