x
მეტი
  • 26.11.2020
  • სტატია:105219
  • ვიდეო:348789
  • სურათი:470613
"ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხარი თითქოს შეუწყვეტი კუპრის ნაკადია.."


image

რომელი საათია?

ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა,

გულში მწუხარებამ ღამე გაათია...

მაინც არ მასვენებს მწარე სინანული -

რომელი საათია? რომელი საათია?

ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ იცვლება,

მთელი შემოდგომა თავზე დამათია.

ახლა მხოლოდ სამი იყოს, შეიძლება?

რომელი საათია? რომელი საათია?

სამის, შეიძლება, არის მესამედი,

მაგრამ გაიხედავ, მაინც წყვდიადია,

კივის სადგურიდან ზარი მეცამეტე-

რომელი საათია? რომელი საათია?

ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი,

ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია.

ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი, -

რომელი საათია? რომელი საათია?

ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხარი

თითქოს შეუწყვეტი კუპრის ნაკადია,

აღარ გათენდება ღამე საზიზღარი!

რომელი საათია? რომელი საათია?

იყო შარლ ბოდლერი: "მწარე და ძვირფასი

თრობის საათია, ღვინის საათია!"

ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე -

რომელი საათია?

გალაკტიონ ტაბიძე



0
131
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0