x
image
რუსუდან ნადირაშვილი
„წარმოშობის რომ გრცხვენია, მწვანილს უკადრისობ – დაგცინებენ, აბა რა”, – თამარ ჩერგოლეიშვილი

image


ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელიც მეუღლის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურადაა ჩართული, სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანზე სტატუსს აქვეყნებს და ნანუკა ჟორჟოლიანს აკრიტიკებს.


“არტილერიამდე “ელემენტალურია”. საკუთარი წარმოშობის რომ გრცხვენია, მწვანილს უკადრისობ, სხვის ფეხსაცმელში ტენი 48 ზომა ფეხს, ვერ ხვდები, რომ მაგრად გიჭერს და, დამცირების მიზნით, ადამიანს ასისტენტს რომ უწოდებ და, ზოგადად, არაფრის აზრზე არ ხარ – დაგცინებენ, აბა, რა იქნება”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.


შეგახსენებთ, რომ ჟორჟოლიანი არჩევნებში იღებს მონაწილეობას.


.

ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ღია ეთერში თამარ ჩერგოლეიშვილთან მისი დამოკიდებულების შესახებ რამდენჯერმე ისაუბრა.


„ხანდახან მგონია, რომ თამარ ჩერგოლეიშვილი ძალიან უსაქმურია... ჩერგო შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ მე თავს არ დამესხას. მე და ჩერგო სხვადასხვა ხაზზე ვართ, მე ადამიანები მიყვარს. ჩერგოს ჰგონია, რომ ის არის… და მერე ყველა სხვა დანარჩენი. მას ვერ წარმოუდგენია, რომ ამდენი ისწალა, ათასი მთა-ზღვა გადაიარა, იშრომა, იწვალა და ვერ გაიგე, ეს ნანუკა ჟორჟოლიანი რატომ შეიძლება უფრო მეტად აქტუალური ან პოპულარული იყოს, ან მეტად თვალშისაცემი იყოს, თუნდაც მისთვის არასასურველ სეგმენტ ჯგუფში... ის რაღაცებს ვერ ხარშავს... მე და ჩერგოს პირში ძალიან ბევრი რამე გვითქვამს ერთმანეთისთვის. ჩვენ არ გვაქვს დამალული ურთიერთობა. მე და ჩერგოს ერთმანეთი არასდროს გვიყვარდა“, – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.


როგორც ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა, თამარ ჩერგოლეიშვილთან ყოველთვის დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. მათ შორის 2003-2004 წლებშიც კი. ჟორჟოლიანი გიგა ბოკერიას შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ ბოკერიას უნარებს აღიარებს.


"თამარ ჩერგოლეიშვილი რომ ხარ, ამდენი საქმე რომ გაქვს… ხანდახან მგონია, რომ ძალიან უსაქმურია. მე და თამარი არასოდეს ვმეგობრობდით. უფრო მეტიც ჩვენ ყოველთვის გვქონდა დაძაბული ურთიერთობა. 2003-04 წლებშიც კი. საერთოს ვერ ვპოულობდით ერთმანეთთან. შეიძლება ორი ძლიერი ქალის თვისებაა, უბრალოდ მე და თამარი სხვადახვანაირად ვსაუბრობთ. სხვადასხვა თემები და ინტერესები გვაქვს", – აღნიშნა ჟორჟოლიანმა.


კითხვაზე, გიგა ბოკერიასთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა? – პასუხობს, რომ ყოველთვის ადასტურებს გიგა ბოკერიას მიმართ საჯარო პატივისცემას.


"არ აღიარო გიგას უნარები, ჩერგო კი არა რომ დავრბმავდე… მიშას რომ აღარ აღიარებს, ისე რომ დააბრმავა მიშას ზიზღმა, მე ეგრე არ ვარ. გიგას თავს, გიგას შიგთავსს ვაღიარებ, უბადლოა. მისი უნარები მნიშვნელოვანია ქართული პოლიტიკისთვის. მიუხედავად იმისა, რომ შორიდან უფრო დემოკრატიული ტიპის შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე რეალურად არის. თუნდაც მედიაზე მუდამ თავისი შენიშვნები და პრეტენზიები აქვს, თუმცა მას აქვს ერთი ფანტასტიური უნარი, რაც პოლიტიკოსისთვის ძალიან კარგია. ის ყოველთვის მზად არის აგიხსნას, მაშინაც კი როდესაც ეჩქარება, ან დრო არ აქვს და შეხვედრაზე აგვიანებს. არ აქვს მნიშვნელობა, გიგა ყოველთვის გიხსნის. ჩერგოსგან განსხვავებით არასოდეს არ გეჩხუბება. ჩერგო შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ მე თავს დამესხას. მე და ჩერგო სხვადასხვა ხაზზე ვართ. მე ადამიანები მიყვარს… ჩერგოს ჰგონია, რომ ის არის და მერე ყველა სხვა დანარჩენი", – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.





1
946
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
946
  
28 ოქტომბერი, 8:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1