x
მეტი
  • 29.11.2020
  • სტატია:105301
  • ვიდეო:348899
  • სურათი:470828
"გოგოლაძე გუანტანამოს იმსახურებს, აი, შენ კი, გლდანის ციხეში, ის საკანი დაგმშვენდებოდა, სადაც..." - ლაშა ნაცვლიშვილი

image


პარტია "ქართული ოცნების" კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი გუშინ, "მთავარ აქცენტებში" გასულ "ქართუ" ჯგუფის ყოფილი ვიცე - პრეზიდენტის, ელდარ გოგოლაძის სკანდალურ ინტერვიუს ეხმაურება და გადაცემის წამყვანსა და "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას - გლდანის ციხით, მის რესპონდტენს კი - გუანტანამოს ციხით ემუქრება. ნაცვლიშვილი საკუთარ ფეისბუქპოსტში ნიკა გვარამიას "ჭორიკანა უვიცსაც" უწოდებს და წერს, რომ საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში კიდევ ერთხელ დარწმუნდა თავის დროზე ის სამსახურში რომ არ აიყვანა: "რომ არ გადაგღალოთ, მოკლედ შევაჯამებ: გოგოლაძეს არ აცდება გუანტანამო, გვარამიას - გლდანის ციხე! გლავკანალი და ნიკა გვარამია, რუსული ჩეკისტური პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციებში, უკვე დაუფარავად ამტკიცებენ, რომ ამერიკის სახელმწიფო პატიმრებს აწამებს. ამ ფონზე, აბა, მე რა მოსატანი ვარ? თუმცა, უკუღმაა, ასინეთა, ყველაფერი. წამების მეტაფორა შენი აშენებული გლდანის ციხეა და არა გუანტანამო, სადაც თავისუფალი სამყაროსთვის ყველაზე საშიში დამნაშავეები იხდიან სასჯელს. გოგოლაძე ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას ნაღმს ჯერ კიდევ 27 წლის წინ უდებდა და ეს თუ დაუმტკიცდა, სწორედაც რომ გუანტანამოს იმსახურებს. აი, შენ კი, გლდანის ციხეში, ის საკანი დაგმშვენდებოდა, სადაც თეთრაძეს ამოხადე სული. თუმცა იქ წულუკიანმა ახლა ედემი გააშენა პატიმრებისთვის და იჯდები ბრეივიკივით და გააპროტესტებ ყავა რატომაა ცივი და კარაქი ზედმეტად გაყინული, პურზე არ ესმევაო. P.S. რაც შეეხება ვირთხების გნიასს ჩემს ეგრედ წოდებულ მუქარაზე: კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორად არ ავიყვანე სამსახურში ეს ჭორიკანა უვიცი - კერძო პირის (რომელიც არანაირ სახელმწიფო თანამდებობას არ იკავებს) მოსაზრება ამა თუ იმ საქმის განვითარებაზე, თეორიულადაც ვერ შეფასდება დაპატიმრების მუქარად" - დაწერა ლაშა ნაცვლიშვილმა სოციალურ ქსელში.





0
486
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
486