x
მეტი
  • 26.11.2020
  • სტატია:105213
  • ვიდეო:348783
  • სურათი:470599
როგორ ვებრძოლოთ ძილის დეპრივაციას-უძილობას?
image

4 გზა რითაც შეგვიძლია შევებრძოლოთ ძილის დეპრივაციას.

ბოლო დღეებში დაგვიწყებიათ მნიშვნელოვანი მოვლენები? მუდმივად გაღიზიანებული და უხასიათოდ ხართ? გიჭირთ ყურადღების კონცენტრირება? მუდმივად დაღლილი ხართ?

თუ თქვენი პასუხი ერთზე, რამდენიმეზე ან ყველა კითხვაზე არის-დიახ, ვწუხვართ, მაგრამ თქვენ ძილის დეპრივაციას განიცდით. ძილის დეპრივაცია ესაა ერთგვარი უძილობა, როდესაც ადამიანი ვერ იღებს საჭირო ძილის რაოდენობას. CDC-ის თანახმად 3 ზრდასრული ადამიანიდან 1 მაინც იტანჯება უძილობით, რასაც მენტალური და ფიზიკური ხასიათის ჯანმრთელობის პრობლემები მოჰყვება.


კარგი ამბავია ის, რომ ჩვენ გთავაზობთ 4 გზას, რათა ებრძოლოთ ძილის დეპრივაციას. ამისათვის კი გაეცანით მოცემულ სტატიას.

როგორ ვებრძოლოთ უძილობას?

  • ნივთებსა და გარემოს უდიდესი გავლენა აქვს თქვენს ძილსა და მოსვენებულობაზე. ამისათვის გახადეთ თქვენი საძინებელი ოთახი მეგობრული.
  • შეიძინეთ ახალი მატრასი, რომელიც იქნება ფართო და კომფორტული, რათა შეძლოთ თავისუფლად მოძრაობა მასზე.

    გამოიყენეთ სხვადასხვა სუნები, მაგალითისთვის ლავანდას ზეთი, რომელიც ადამიანებს ეხმარება სიმშვიდის შენარჩუნებასა და განტვირთვის.

    გააკონტროლეთ ოთახის ტემპერატურა, მაგალითისთვის, 15-20 გრადუსი ცელსიუსი მიჩნეულია ოპტიმალურ ვარიანტად, რათა სხეულს სიგნალი მიეცეს, რომ ძილის დროა.

    დააბნელეთ ან სრულიად გათიშეთ სინათლე, რაც ხელს შეუწყობს მელატონინის(ძილის ჰორმონი)გამოყოფას.

  • დაარეგულირეთ დაძინება-გაღვიძების ციკლი
  • ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ არაწესიერ ძილის გრაფიკს აქვს ნეგატიური გავლენა ძილის ხარისხზე, ამის გამოსასწორებლად კი საჭიროა ავირჩიოთ კონკრეტული დაძინების დრო და ასევე დროის ის რაოდენობა, რაც ჩვენს სხეულს სჭირდება განსატვირთად.

  • თავიდან აიცილეთ ე.წ. თვლემა.
  • თუ მას თავს ვერ ანებებთ, მაშინ გამოსავალი ერთია, თქვენ შგიძლიათ, ჩათვლემოთ ლანჩის შემდგომ არა უმეტეს 20 წუთისა.

  • არ მიიღოთ ძილის მასტიმულირებელი მედიკამენტები ან სხვა საშუალებები და დამამშვიდებლები.
  • ნებისმიერი ნივთიერება, იქნება ეს აბები, ალკოჰოლი თუ კოფეინი, ნებისმიერი მათგანი ხელს შეუშლის ნორმალური ძილის პროცესს და მოახდენს მასზე ნეგატიურ გავლენას. თუ თქვენ კოფეინზე ხართ დამოკიდებული, იქნება ეს ყავა, ჩაი თუ სხვა სახის სითხე, ეცადეთ, მიირთვათ დღის პირველ ნახევარში.


    შეჯამება

    დაქვეითებული მეხსიერება, გაღიზიანებადობა, უხასიათობა, დეკონცენტრაცია არის მხოლოდ მოკლევადიანი უარყოფითი ეფექტი ძილის დეპრივაციაზე, რამაც მისი გახანგრძლივებისას შესაძლოა უფრო დიდი მასშტაბის ზიანთან მიიყვანოს ადამიანი. მოცემული სტატია არის გამოსავალი იმისა, რომ მივხედოთ საკუთარ თავს, გავუფრთხილდეთ ძილს, სანამ ძალიან გვიანი არ იქნება.




    0
    67
    1-ს მოსწონს
    ავტორი:ელენე ნარიმანიძე
    ელენე ნარიმანიძე
    67
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0