x
მეტი
  • 24.11.2020
  • სტატია:105143
  • ვიდეო:348712
  • სურათი:470416
რა კავშირშია სილამაზე ქალურ ბედნიერებასთან?
გამარჯობა,

მე ის გოგო ვარ, მთვრალი მამა რომ ნაბიჭვარს ეძახდა, დედამ რომ სამი წლის ასაკში მიატოვა, ბებიამ რომ მკაცრად აღზარდა. მე ის გოგო ვარ პირველი შეყვარებულის ძმაკაცმა რომ გააუპატიურა 16 წლის ასაკში, დედა რომ ეუბნებოდა- " მათხოვარი რომ არ ხარ დღეს ჩემი დამსახურებააო", მე ის გოგო ვარ მამა რომ დებილს უწოდებდა. მე ის ვარ, ვინც თავის მიკვლა ორჯერ სცადა, ვინც მისჯენ მომავალ მანქანას მომტირალმა სპეციალურად გადაურბინა, მაგრამ გადარჩა, მე ის გოგო ვარ, ვიზეც მთელი სკოლის პერიოდი ყველა ამბობდა რომ "ბოზი" იყო, თუმცა არავინ იცოდა, რა მოხდა რეალურად. მე ის გოგო ვარ, ყოველი დაცემის და განადგურების შემდეგ რომ ფეხზე წამოდგომას ახერხებდა, მეგობრებმა რომ მიმატოვეს, უარმყვეს, მიმატოვეს. მე ის გოგო ვარ, დედა რომ მეგობრებთან გაგზავნილ მესიჯებს ჩუმათ უკითხავდა და კრიტიკულ ნამიოკს ურტყამდა, მე ის გოგო ვარ, მამამ რომ აეროპორტში წასვლამდე მიატოვა და დათვრა. მე ის გოგო ვარ, ვიზეც ყველა ფიქრობდა, რომ წიგნი კი არა, ელემენტარული განათლებაც ძალით მიმაღებინეს. მე ის გოგო ვარ, სახლიდან რომ ორჯერ გაიქცა და მაინც დაბრუნდა, ფანჯრიდან გადახტომის პირას მისული ბაბუა რომ გადაარჩინა, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ, მის თვალწინ გარდაიცვალა. მე ის გოგო ვარ მარტო რომ დარჩა, და ეს მარტო დარჩენაც მას რომ დაბრალდა...

თუმცა ვის ადარდებს?

ლამაზი თვალები და უკანალი წყვეტს აქ ყველაფერს.


ვის აინტერესებს რა გამოიარე ან რა არის შენს გულსა და გონებაში, ანდაც რამდენს ჰგონია, რომ ამ გამოხედვაში, მხოლოდ ზედაპირული ბედნიერება და სრული სიცარიელე ბუდობს, არადა ვინ რა იცის, ერთდროულად რამდენი საფიქრალი და სადარდებელი უწამლავს ფიქრებს...

რამდენს ჰგონია, მყარად დგასო და არაფერს მყარად, არადა მშიერს მეზობელი სამოწყალიდ მაწვდიდა საჭმელს.

არავის ადარდებს.

ბედნიერი ყოფილა ულამაზო ადამიანი, რადგან იცის, რომ ის მისი სილამაზის გამო არ შეჰყვარებიათ...

image

0
59
შეფასება არ არის
ავტორი:blogger
blogger
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0