x
image
_K_
როგორ შევარჩიოთ "ოთახის ძაღლი" - სტატია ადამიანებისთვის, ვისაც პატარა ბინა და დიდი გული აქვთ
image

პატარა სახლი იმას არ ნიშნავს, რომ ძაღლის ყოლა არ შეგიძლიათ. რა თქმა უნდა, ჰასკისთვის და შეფარდისთვის დიდი ეზო გჭირდებათ, მაგრამ საბედნიეროდ, არაერთი ისეთი ძაღლის ჯიში არსებობს, რომლებიც ბინაშიც საკმაოდ ბედნიერად იგრძნობენ თავს.


გაინტერესებთ, რა განასხვავებს ე.წ. "ბინის ძაღლს" ჩვეულებრივისგან? - პირველ რიგში, ზომა. გარდა ამისა, ისინი ცნობილები არიან "ზრდილობითა" და სიჩუმით (რათა მეზობლები არ შეწუხდნენ). ძაღლის შერჩევისას აუცილებელია თქვენი ინტერესებისა და ცხოვრების სტილის გათვალისწინება. American Kennel Club-ის მიხედვით, სტატიაში წარმოდგენილი ძაღლები საუკეთესოდ ეგუებიან ქალაქურ ცხოვრებას.






1. ბიჩონ ფრისი

ჰიპოალერგიული და მომხიბლავი ბიჩონი სწრაფად სწავლობს და ყველა უყვარს. ის 6-7 კილოგრამს იწონის და დიდ ადგილს დივანზეც კი არ წაგართმევთ.


image






2. ფრანგული ბულდოგი

ეს ჯიში ძალიან პოპულარულია ქალაქური ცხოვრებისთვის. მე-18 საუკუნის პარიზის ქუჩებში არაერთ ფრანგულ ბულდოგს შეხვდებოდით. ამ ძაღლს ყოველდღე ცოტა ხნით სეირნობა ჰყოფნის ფორმის შესანარჩუნებლად და ძალიან იშვითად იყეფება (ეს კარგია მეზობლებისთვის).

image






3. გრეიჰაუნდი

ალბათ, ვერც წარმოგედგინათ, რომ მსოფლიოში ყველაზე სწრაფ ძაღლს სამოთახიან სახლში გაჩერება შეეძლო, მაგრამ ეს ასეა - გრეიჰაუნდს დღის უმეტეს ნაწილში წოლა მოსწონს. წაიყვანეთ ის ძაღლების პარკში კარგი ვარჯიშისთვის, შემდეგ კი ჩაუჯექით საყვარელ სერიალს, გრეიჰაუნდს მშვიდად ეძინება.

image






4. პუგი

პატარა ონავარი, რომელსაც უდიდესი სიყვარული შეუძლია - პუგი ადვილად ეგუება ოთხ კედელში ცხოვრებას. არ დაგავიწყდეთ ტემპერატურის კონტროლი და კარგად აჭამეთ, ასე ის მუდმივად კმაყოფილი იქნება.

image






5. კავალერ კინგ ჩარლზ სპანიელი

ამ ჯიშის ძაღლისთვის საკმარისია ბინაში და საცხოვრებლის ირგვლივ სეირნობა. ის 5-დან 8 კგ-მდე იწონის, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდიოს ტიპის ბინაშიც გამოენახება ადგილი.

image






6. ბულდოგი

მიუხედავად ასეთი დაკუნთული იერისა, ბულდოგი საკმაოდ ზარმაცია, ცოტა ვარჯიშიც ჰყოფნის. გაითვალისწინეთ, რომ მუდმივად ცხელი კლიმატის მქონე ქვეყანა კარგი საცხოვრებელი არ იქნება მისთვის.

image






7. ჰავანისი

5 კილოიანი ბეწვის გორგალი - მისი წინაპრები კუბის დედაქალაქში ცხოვრობდნენ, დღესაც ეს ჯიში შესაფერისია ქალაქისთვის. თუ ეძებთ ძაღლს, რომელიც ბინაში ცხოვრებას შეჩვეულია, იფიქრეთ ჰავანისზე. შეგიძლიათ, მას ბეწვი გაუზარდოთ ან მოდურად შეჭრათ.

image






8. შიჰ ძუ

თავიდან ეს ძაღლის ჯიში ჩინეთის სასახლეებში ცხოვრობდა, ამიტომაც შესაფერისია ბინისთვის. გაითვალისწინეთ, ის საკმაოდ მეგობრულია ბავშვებთან და სხვა ძაღლებთან.

image






9. ბოსტონ ტერიერი

თუ პატარა ზომის ძაღლს ეძებთ, ბოსტონ ტერიერზეც იფიქრეთ. მისი ზედმეტსახელია "ამერიკელი ჯენტლმენი" და ამ სახელს ნამდვილად იმსახურებს. ამ ჯიშის ძაღლი სიცოცხლით სავსეა და გაგართობთ, ამასთანავე, ადვილად ეგუება ბინაში ცხოვრებას.

image






10. ბივერ ტერიერი

თუ თავიდან იორკშირულ ტერიერზე ფიქრობდით, ბივერ ტერიერიც გაითვალისწინეთ. ეს ძაღლის ჯიში მხოლოდ 80-იანებში გაჩნდა, მაგრამ უკვე დაიმკვიდრა რეპუტაცია, როგორც რბილხასიათნმა და მშვიდმა ძაღლმა. ის 2-დან 4 კგ-მდე იწონის და ადგილს მარტივად გამოუძებნით სახლში.

image






11. მალტისი

ეს თეთრი ფერის ფუმფულა მალტისი ჰავანისში არ აგერიოთ. ის მხოლოდ 3 კგ-ს იწონის და წარმოშობით ხმელთაშუა ზღვისპირეთიდანაა. ის ნამდვილად შესაფერისია სახლში ცხოვრებისთვის, ვარცხნილობა კი შეგიძლიათ სურვილისამებრ შეურჩიოთ.

image






12. გერმანული შპიცი

არსებობს თამაში, რომელშიც გმირი გერმანული შპიცია, მას Devotion ჰქვია. ამ ჯიშს მელიის მსგავსი შეხედულება აქვს და ყურადღების მიქცევა სჭირდება, თორემ შეიძლება უცხოები შეაწუხოს ყეფით. საბედნიეროდ, ის მარტივად და სიამოვნებით სწავლობს.

image






13. ბედლინგტონ ტერიერი

გრძელბეწვიანი ბედლინგტონ ტერიერი ნამდვილად გამოირჩევა სხვა ძაღლებისგან. მას, უბრალოდ, კარგ ოჯახში ყოფნა უნდა. იცოდეთ, რომ მას სხვებზე დიდ ხანს სეირნობა დასჭირდება, მაგრამ ჯილდოდ მის უზომო ერთგულებას და სიყვარულს მიიღებთ.

image






14. იტალიური გრეიჰაუნდი

იტალიური გრეიჰაუნდი მორბენალი გრეიჰაუნდის მინიატურული ვერსიაა, ის 5 კგ-დან 27კგ-მდე იწონის. მას მოსწონს საწოლში მყუდროდ ნებივრობა, მაგრამ გარეთ სირბილიც აუცილებლად სჭირდება.

image






15. ჩინური ქოჩორა

ჩინური ქოჩორა აბრეშუმისებრი ბეწვითაა დაფარული, თუმცა, მისი უთმო ვერსიაც არსებობს, რომელსაც თმა თავზე, ფეხებზე და კუდზე აქვს. თუ ჰიპოალერგიული ძაღლი გჭირდებათ, ის ნამდვილად შეგეფერებათ. უბრალოდ, ყურადღება მიაქციეთ, რომ მისი კანი ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაიცვათ.

image






ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ ცვლის უსახლკარო ცხოველებს ზრუნვა და სიყვარული

image


2. როგორ გამოიყურებიან შეჯვარებული ძაღლები - ფოტოკრებული

image


3. როგორ გამოხატავს ძაღლი სიყვარულს - 11 აშკარა ნიშანი

image


4. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ძაღლებს ცუდი ადამიანების ცნობა შეუძლიათ

image


5. 10 ყველაზე ძვირადღირებული ძაღლის ჯიში მსოფლიოში

image

0
539
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
539
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0