x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
„თურმე ბავშვი გამიჩენია... ყველას მიულოცეს,“ - ქეთა თოფურია
image


რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია ორსულობასთან დაკავშირებულ ჭორებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს სიცრუეა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თოფურია შვილს ბიზნესმენ ლევ ძენგოვისგან ელოდებოდა, თუმცა ქეთა არ ადასტურებს.


მისი თქმით, რეპეტიციაზე გაიგო, რომ იმშობიარა და გაეცინა.



„ახლა ვრეპეტიციობთ და ყველას დაურეკეს, მიულოცეს, თურმე ბავშვი გამიჩენია“, - თქვა თოფურიამ.


გასულ თვეში ქართული მედია რუსულ გამოცემებზე დაყრდნობით ინტენსიურად იუწყებოდა, რომ ქეთა თოფურია ორსულად იყო.



„როგორც ჩანს, რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქეთა თოფურია ორსულად არის, საფუძველს არაა მოკლებული. შეგახსენებთ, რომ ის და ლევ დენგოვი ოფიციალური წყვილია და შესაძლოა, მალე ქორწილიც ვიხილოთ. ამბობენ ასევე იმასაც, რომ ბოლო დროს ფოტოებში ქეთას ფართო კაბები იმაზე მიუთითებს, რომ მომღერალი შვილს ელოდება.


თუკი ეს მართალია, ეს “ა სტუდიოს” სოლისტისთვის მეორე შვილი იქნება. მას პირველი ქორწინებიდან ბიზნესმენ ლევ გეიხმანთან ჰყავს 5 წლის ქალიშვილი ოლივია.


ახლახან ქეთამ გამოაქვეყნა ფოტო და ვიდეო, სადაც ძალიან დიდი ზომის ქურთუკი აცვია და მუცელს მალავს. ბევრ მის გამომწერს “ინსტაგრამზე” გაუჩნდა კითხვა, ხომ არ არის მომღერალი ორსულად.


თავად ამ კითხვებს უპასუხოდ ტოვებს და მხოლოდ იმას წერს, რომ მალე “ა სტუდიო” თაყვანისმცემლებს ახალი კლიპით გაახარებს სიმღერაზე “სე ლა ვი”. ვიდეოს გადაღებები ამჟამად მიმდინარეობს, სადაც ქეთას შესანიშნავი იმიჯი და ძალიან გრძელი თმა აქვს, “ - წერდა მუსიკალური ტელევიზია „მიუზიკბოქსი“

0
57
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0