x
მეტი
  • 29.11.2020
  • სტატია:105298
  • ვიდეო:348899
  • სურათი:470828
„მალტიდან ჩამოვედი და სიცხე მომცა, პანიკური შიში არ მქონია, მედგრად ვიყავი,“ - მარინა კახიანი
image


მსახიობი მარინა კახიანი მალტიდან მაშინ დაბრუნდა, როდესაც მსოფლიოში კორონავირუსი ბობოქრობდა. ცოტა ხანში მაღალი სიცხეც მისცა და, რა თქმა უნდა, შიშიც გაჩნდა – ხომ არ იყო ეს კორონავირუსი… თვითიზოლაციის პერიოდში მსახიობმა “სარკესთან” ისაუბრა:

-კორონაპანდემიის პერიოდს საქართველოში შემოვასწარი. მალტაზე ვიყავი და 2 მარტს ჩამოვფრინდი. იქ ჩემი შემოქმედებითი საღამო გაიმართა.


მალტიდან რომ ჩამოვედი, ორი კვირა იყო გასული, სიცხე რომ მომცა. ბავშვებს ვუთხარი, ჩქარა ჩასხედით მანქანაში და აგარაკზე წადით, მე დავრჩები და კარგად თუ ვერ ვიქნები, დავრეკავ და ვეტყვი, მოვიდნენ და წამიყვანონ-მეთქი.



რა თქმა უნდა, უარი მითხრეს, არ წავიდნენ. ვიკამათეთ, მაგრამ არ მიმატოვეს. საბედნიეროდ, მეორე დღეს სიცხე აღარ მქონდა. როგორც აღმოჩნდა, ცოტა ზედმეტი საკვები გეახელით და ნაღვლის ბუშტი გამიღიზიანდა. ასე გადავრჩი, კორონა არ აღმოჩნდა. პანიკური შიში მაინც არ მქონია, მედგრად ვიყავი.


– ჯანმრთელობა ხელს გიწყობთ, რომ საშიში ვირუსები ადვილად გადაიტანოთ?

– ჯანმრთელი ვარ, მაგრამ რაღაცები მეც მაქვს გადატანილი ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში. ასე რომ, არავინ იცის, ვირუსი ვის მოერევა და ვის – არა, რადგან ყველას ჩვენ-ჩვენი პატარ-პატარა ქრონიკული თუ არაქრონიკული რაღაცები გვაწუხებს.

– რა გადააფასეთ ცხოვრებაში, რა ღირებულებებმა წამოიწია წინ?

ვფიქრობდი სამყაროზე, ჩემს პროფესიაზე… უამრავი საფიქრალია. მთავარია, ადამიანს გქონდეს სურვილი და მოთხოვნილება, რომ ზოგჯერ საკუთარ თავთან მარტო დარჩე და პატარა არქეოლოგიური გათხრებიც ჩაუტარო.

0
234
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
234
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0