x
მეტი
  • 26.11.2020
  • სტატია:105205
  • ვიდეო:348778
  • სურათი:470593
სასარგებლოა თუ არა მსხალი და რა დროსაა მისი მირთმევა რეკომენდებული?
მთელი მსოფლიოს მასშტაბით მსხლის უამრავი ჯიშია ცნობილი და თითოეული მათგანი ერტმანეთზე გემრიელი და ლამაზი ვიზუალისაა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს უგემრიელესი და ძალიან წვნიანი ხილი ძალიან სასარგებლოცაა. თუმცა სასარგებლო თვისებებთან ერთად, ისევე როგორც თითქმის ყველა ხილს თუ პროდუქტს მავნე თვისებებიც ახასიათებს. image

დღესდღეობით, ცნობილია მსხლის 5 ათასამდე ჯიში. მათ ორ ჯგუფად ყოფენ _ სადესერტო და სუფრის ჯიშებად.

სადესერტო ჯიში ტკბილია, რბილი და აქვს ნაზი რბილობი. ასეთები არიან გულაბი, ჟოზეფინა, ალექსანდროული. მსხალი სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა. ახალი მწიფე ნაყოფი ადამიანს დეპრესიის დაძლევაში ეხმარება. ასეთი ეფექტი აქვს მწიფე და რბილ არომატულ მსხალს.


მსხალი დიდი რაოდენობით შეიცავს კაპილარების გამამაგრებელ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედების ნივთიერებებს. სამკურნალო თვისებები არა მარტო ცოცხალ მსხალს, არამედ ჩირსაც აქვს.image

მსხლის ნაყოფი ახალი და გამშრალი შეიცავს: შაქრებს, A, B, C, P, PP ვიტამინებს, კაროტინს, ორგანულ მჟავეებს, ფიტოცინდებს, აზოტურ, მთრიმლავ, პექტინოვან, ნივთიერებებს, მიკროელემენტებს, განსაკუთრებით იოდს.

მსხლის წვენი ძალიან კარგი გამაჯანსაღებელი და ვიტამინებით მდიდარი სასმელია. ის განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვისაც მუხლის არეში სერიოზული პრობლემები აქვს.image

მართალია A და C ვიტამინის შემცველობით მსხალი ბევრად ჩამოუვარდება ვაშლსა და სტაფილოს, მაგრამ როგორც ფოლიუმის მჟავის (ვიტამინი B9) საბადო, ის შავ მოცხარზეც უკეთესია.

ფოლიუმის მჟავა აუცილებელია სისხლის წარმოქმნის პროცესისათვის და ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრია მოზარდების ორგანიზმში.

მსხალი ეფექტურია მაღალი სიცხის დროს და სასარგებლოა ფილტვებისათვის. შემცველი ანტიბიოტიკის – არბუტინის წყალობით, მის წვენსა და კომპოტს ანტიბაქტერიული თვისებები აქვს.image

მსხალი ძალიან სასარგებლოა არითმიის დროს. ის გულისცემას არეგულირებს, რაც იმით არის გამოწვეული, რომ მასში დიდი რაოდენობითაა კალიუმი, რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს.

ახალგაზრდა ხეების ქერქში მოიპოვება ტანიდები. C ვიტამინი პანტაში უფრო მეტია ვიდრე კულტურული ჯიშის მსხლებში. პანტაში არის B1, B2, PP, E, C ვიტამინები.image

მიუხედავად უამრავი სასარგებლო ტვისებებისა, იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაწუხებთ კუჭ-ნაწლავი სასურველია თავი შეიკავოთ მისი მირთმევისგან.

0
308
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
308
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0