x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ლეგენდარული ფოტოგრაფის ჰელმუტ ნიუტონის სკანდალური ფოტონამუშევრები

image


ჰელმუტ ნიუტონმა საკუთარ პროფესიაში საკმარისი გააკეთა, რომ მე -20 საუკუნის ფოტოგრაფიის სრულიად დამსახურებულ კლასიკოსად ქცეულიყო. მოდის ინდუსტრიის ერთ - ერთი ყველაზე გავლენიანი ფოტოგრაფი ყოველთვის ახერხებდა დროსთვის გაესწრო და მასზე ერთი ნაბიჯით წინ ყოფილიყო.


image


დიდი მაესტროს გენიალურობას 70-იან წლებში გადაღებული მისი ფოტოკადრებიც ადასტურებს, რომლებიც აქტუალობას დღემდე არ კარგავს. ნიუტონის ფოტოები ისეთ გავლენიან მსოფლიო გამოცემებებში ქვეყნდებოდა, როგორიცაა - "Elle", "Playboy", "Queen", "Vogue", "Harper's Bazaar"-ი. ხელოვანი, რომლის ნამუშევრებშიც დეკადანსის აშკარა ნიშნები შეიმჩნევა, შოუ - ბიზნესის სამყაროს არასდროს ადიდებდა, თუმცა თვალყურს მას ყოველთვის ადევნებდა. კატრინ დენევი, სიგურნი უივერი, მიკ ჯაგერი, სტინგი, სერჟ გინზბურგი, დევიდ ბოუი, შადეი - ეს იმ ცნობილი მსახიობებისა და მუსიკოსების არასრული ჩამონათვალია რომლებიც ჰელმუტისთვის პერიოდულად პოზირებდნენ. გთავაზობთ ლეგენდარული ფოტოგრაფის უნიკალურ ფოტონამუშევრებს, რომლებიც მის გენიალურობაში მარტივად დაგარწმუნებენ.


image


ჯოდი ფოსტერი, 1987 წელი


ფოტოგრაფის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს - სელებრითების პორტრეტები წარმოადგენს, სადაც ისინი ერთდროულად ძალიან მგრძნობიარეები და ამავდროულად მეტისმეტად ცივები არიან. სწორედ ამაში მდგომარეობდა ნიუტონის ნამუშევრების თავისებურება, ის ერთი პიროვნების ორ უკიდურესობას აჩვენებდა, რაც ყოველთვის დიდ დისკუსიას იწვევდა.


image



მონიკა ბელუჩი



imageimage



რალფ ფაინსი


image


მადონა



image



სინდი კროუფორდი



image



ლინდა ევანჯელისტა



image



სიგურნი უივერი



imageimage



კატრინ დენევი



image



მიკი რურკი


image


შადეი



image



"კალენდარი" 2001 წელი



image


ნიუტონმა 1999 წელს საკუთარი ფოტონამუშევრების წიგნი - "Sumo" გამოსცა. 30 კილოგრამიანი ნაშრომი მყიდველის გაოცებას არა მხოლოდ ფასით (3000 $), არამედ თავისი შთამბეჭდავი ზომებითაც (50 × 70 სმ ) იწვევდა.


image


"ბურჟუაზიელი ქალი დალაქთან ან მდივანთან შედარებით უფრო ეროტიკულია. მაღალი ფენის ქალები თავიანთი ბუნებით სექსუალურები არიან. ელეგანტურობა, განათლება, გარემო - მე მჯერა ამ 3 რამის; ზოგჯერ ამის გამო მრცხვენია კიდეც, მაგრამ ეს სრული სიმართლეა. ქალები, რომლებსაც მე ვიღებ, სრულიად ხელმისაწვდომები არიან, მაგრამ მათი ეს ხელმისაწვდომობა დროსა და ფულზეა დამოკიდებული, რომელიც შეგიძლიათ მათზე დახარჯოთ. ჩემი ნამუშევრები ძალიან ვულგარულია - შემოქმედებითი პროცესი პირდაპირ ცუდ გემოვნებასთან და ვულგარულობასთან არის დაკავშირებული" - ასე აღწერდა ლეგენდარული ფოტოგრაფი საკუთარი ნამუშევრებისადმი დამოკიდებულებას.


image



ვინი ჰოლმანი



image


ჰელმუტ ნიუტონის შემოქმედებითი გზა საკმაოდ მრავალფეროვანი და ფერადია, მისი ფოტონამუშევრების ჭეშმარიტი დამფასებლებისთვის ხელოვანის ოსტატობა პირველ რიგში, სწორედ მის მიზანსცენასთან ასოცირდება...


image


...რომელმაც ფოტოგრაფიისა და მაღალი მოდისა სამყაროში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა


image


"შიშველი აუზში", ეს ფოტო 1975 წელს ერთ - ერთ აუქციონზე 15, 000 დოლარად გაიყიდა



image



ნადია აუერმანი 80 – 90 – იანი წლების გრძელფეხება მოდელი



image



"ბერგსტრომი პარიზზე" 1970 წელი



image


დევიდ ბოუი



image


კიმ ბესინჯერი



image



დევიდ ლინჩი და იზაბელა როსელინი



image


შარლოტა რემპლინგი



image









0
1397
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1397