x
მეტი
  • 24.11.2020
  • სტატია:105143
  • ვიდეო:348712
  • სურათი:470416
სარიშვილი:ტუჩები დაბერვის გარეშეც იმხელა მაქვს, თუ ვინმეს გაკლიათ, შემიძლია გაგინაწილოთ

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც პირდაპირი ეთერის გამო გააკრიტიკა. სარიშვილი ტელეკომპანიის "პირველი" ეთერში სტუმრად იმყოფებოდა და ზუგდიდში "საქართველოს ბანკში" მძარცველის შეჭრის შესახებ საკუთარ მოსაზრებები დააფიქსირა.

image

"ჩემი პირდაპირი ეთერით აღშფოთებულო ხელისუფლების მომხრეებო! ჩემს ლანძღვას, წყევლას და იმის გარკვევას, რატო მეკეთა პირბადე – ტუჩები დავიბერე თუ კბილები ამოვიღე, გირჩევნიათ იმაზე დაფიქრდეთ, ამ 2 ვარიანტიდან რა გირჩევნიათ:

1. ხელისუფლებამ 7 საათის განმავლობაში იმედოვნებდა რომ მძარცველს გახსნილი ხელყუმბარა ხელიდან გაუვარდებოდა, დაიღუპებოდა ყველა და დიდი ალბათობით შემდეგ გამოძიება "დაადგენდა" რომ მძარცველი და მძევლებიც ნაცები იყვნენ – თქვენ რომ გული არ დაგწყვეტოდათ;

2. მძარცველს ხელში სათამაშო ხელყუმბარა ეჭირა, რაც ხელისუფლებამ იცოდა და ამიტომ იყო 7 საათი დაღამებამდე მშვიდად, რაც იმას ნიშნავს რომ ხელისუფლება ამ ამბის თანამონაწილეა.

თუ რამე რთულად დავწერე თქვენთვის, რამდენჯერმე წაიკითხეთ, დაძაბეთ რაც გაქვთ დარჩენილი ის და აირჩიეთ, რომელი ვარიანტი გირჩევნიათ. იფიქრე ქოცო და გადაწყვიტე.

P.S. ტუჩები დაბერვის გარეშეც იმხელა მაქვს, თუ ვინმეს გაკლიათ, შემიძლია გაგინაწილოთ", -წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.

1
473
შეფასება არ არის
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
473
  
24 ოქტომბერი, 16:59
საკვირველი ხალხი ვართ ქართველები,ეს ქალი ზვიად გამსახურდიას სიკვდილს ნატრობდა და თუ გამსახურდია ეროვნულ გმირად მიგვაჩნია, ამ ქალს რატომ უნდა ვაძლევდეთ უფლებას ჭკუა დაგვარიგოს..
0 1 1