x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით გარდაცვლილ მშობლებთან ბავშვებმა სამი დღე და ღამე გაატარეს
image

ლენინგრადის ოლქში, ერთ-ერთ სახლში ორი ადამიანის ცხედარი იპოვნეს, რომელთა გვერდით მათი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ. ხუთი წლის და ერთი წლის ბავშვებმა სამი დღე გაატარეს გარდაცვლილი მშობლების გვერდით, სანამ ნათესავებმა არ აღმოაჩინეს ისინი.


პეტერბურგის გამოცემა 78.ru იუწყება, რომ წყვილი გარდაიცვალა კინგისეპსკის რაიონის სოფელ ბოლშოე კუზემკინოში. კაცი და ქალი გარდაცვლილი იპოვნეს საწოლში და მათი სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით არ არის დადგენილი. მეზობლები იხსენებენ, რომ მათ სახლიდან გამომავალი უსიამოვნო სუნი იგრძნეს, მაგრამ ბავშვების ხმა გაიგონეს და ამის გამო ყურადღება აღარ გაამახვილეს.

როდესაც გარდაცვლილების 5 წლის ქალიშვილმა მამიდას ტელეფონზე უთხრა, რომ მის მშობლებს დიდი ხანია სძინავთ, მამა კი "გაშავდა", ნათესავი სასწრაფოდ მივიდა ადგილზე. ბავშვებმა მამიდას კარი გაუღეს და მან აღმოაჩინა გარდაცვლილი ძმა და მისი ცოლი.ახალგაზრდა ცოლ-ქმარს არ აღენიშნებათ არც რაიმე ჭრილობა და არც ძალადობის კვალი.


მეზობლები ერთხმად დადებითად ახასიათებენ ცოლ-ქმარს აღნიშნავენ, რომ ისინი არ იყვნენ მსმელები და არც ნარკოტიკებს ეკარებოდნენ, უმეტეს დროს სამუშაოზე იყვნენ...


თუმცა გარდაცვლილებთან, მაგიდაზე აღმოაჩინეს ქილა, - გახსნილი კიტრის მწნილი, რომელშიც შეიძლება ყოფილიყო ისეთი სიცოცხლისთვის საშიში ნეიროტოქსინი, როგორიც ბოტულიზმია, გვამები ექსპერტიზაზეა გადატანილი.

როგორც ცნობილი გახდა, ცოლ-ქმარს კიტრის მწნილი საკუთარმა ბებიამ მიაწოდა.

0
762
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
762
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0