x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
გარდაიცვალა ლეგენდარული ფიფქიას პროტოტიპი
imageმსახიობი და ქორეოგრაფი მარჯ ჩემპიონი, (ქალიშვილობის გვარი ბელჩერი )რომელის "ფიფქიას" პირველსახე და ნიმუში გახდა ლეგენდარულ ამერიკულ მულტფილმში "ფიფქია და შვიდი ჯუჯა" (1937), გარდაიცვალა ამ ოთხშაბათს, 101 წლის ასაკში. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში იგი ცხოვრობდა თავის შვილთან, იტყობინება New York Times.


მარჯი დაიბადა 1919 წელს ცეკვის მასწავლებლის ოჯახში და ამიტომ იგი ადრეული ბავშვობიდან იყო დაკავებული ქორეოგრაფიით - გოგონამ ცეკვა დაიწყო სამი წლის ასაკში.

1937 წელს იგი დაქორწინდა პერსონაჟ გუფის შემქნელსა და მულტფილმ "ფიფქიაზე" მომუშავე მხატვარ-ანიმატორზე არტურ ბაბიტზე.

image


image

1947 წელს, პირველ მეუღლესთან, უოლტ დისნეის ანიმატორთან, არტ ბაბიტთან განქორწინებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, მარჯ ბალჩერმა იქორწინა ქორეოგრაფზე და მოცეკვავე გოვერ ჩემპიონზე და მიიღო ქმრის გვარი.


მასთან ერთად მან ითამაშა არაერთ პოპულარულ მიუზიკლში მათ შორისაა "მცურავი თეატრი" (1951), "All Mine Is Yours" (1952) და "It Looks Beautiful" (1952).

1957 წელს მათ საკუთარი სატელევიზიო შოუც კი ჰქონდათ, სახელწოდებით The Marge and Gower Champion Show, რომელიც მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით გაჯერებული სიტუაციური კომედია იყო.

image

ამ ქორწინებიდან მას ორი ვაჟი, ბლეიკი და გრეგი შეეძინა, რომელიც დასრულდა 1973 წელს დასრულდა. ამის შემდეგ, მარჯ ჩემპიონი მესამედ გათხოვდა რეჟისორ ბორის საგალზე (საბჭოთა მსახიობ დენის საგალის ღვიძლი ძმა), რომელიც 1981 წელს გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. კინოსა და ტელევიზიის გარდა, მარჯ ჩემპიონი რამდენჯერმე ითამაშა ბროდვეიზე არაერთ პოპულარულ მიუზიკლში.

image

2001 წელს, 82 წლის ასაკში, იგი უკანასკნელად გამოჩნდა ბროდვეის სცენაზე მიუზიკლში Madness. სამსახიობო კარიერის დასრულების შემდეგ ჩემპიონმა ნიუ-იორკში გახსნა ცეკვისა და ქორეოგრაფიის სკოლა. მსახიობს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს.



0
263
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
263
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0