x
მეტი
  • 24.11.2020
  • სტატია:105143
  • ვიდეო:348712
  • სურათი:470416
აზია პალეოლითის და მეზოლითის ხანაში
აზია პალეოლითის და მეზოლითის ხანაში


ინდოეთი


ჰომო ერექტუსმა ინდოეთის სუბ-კონტინენტს მიაღწია დაახლოებით 2 მილიონი წლის წინ. ეს გათვლა გაკეთდა იმის მიხედვით, რომ ინდონეაზიაში ჰომო ერექტუსი უკვე დადასტურებულად ცხოვრობდა 1.8 მილიონი წლის წინ და აღმოსავლეთ აზიაში - 1.36 მილიონი წლის წინ. ასევე აღმოჩენილია პროტო-ადამიანების მიერ დამზადებული ქვების იარაღები სოანის მდინარის სანაპიროებზე, რივატში, პაბის ბორცვებზე, დღევანდელი პაკისტანის ტერიტორიაზე. თავად ინდოეთის ტერიტორიაზე, ნარმადას დაბლობზე დადასტურებულად 500 ათასი წლის წინანდელი ჰომო ერექტუსის ან ჰომო ჰაილდებერგელის ნარჩენებია ნაპოვნი. 250, 000 წლის წინ პირველყფილი ადამიანები უკვე იმდენად გამრავლდნენ, რომ გავრცელებულნი იყვნენ ინდოეთის სუბ-კონტინენტის მთელ ტერიტორიაზე.

ინდოეთ-პაკისტანის ტერიტორიაზე ანატომიურად თანამედროვე ადამიანები ანუ ჰომო საპიენსები ჯერ კიდევ ძვ.წ. 78, 000 წლიდან გამოჩნდნენ და მას შემდეგ უწყვეტად მოსახლეობენ ამ ტერიტორიებზე. ისინი დრავიდული ხალხების პირდაპირი წინაპრები იყვნენ.

რაც შეეხება ავღანეთს, აქ ადამიანები მინიმუმ ძვწ. 50, 000 წლიდან ცხოვრობენ როგორც ნეანდერტალელები, ასევე საპოენსები. ჯერჯერობით არქეოლოგიურად არ არის დადასტურებული ერექტუსების არსებობა ავღანეთის ტერიტორიებზე. ურბანიზაცია ანუ ქალაქ-წარმოქმნა და მაშასადამე ნეოლითური ერაც ავღანეთში დაიწყო ძვ.წ. 3000 წლიდან.


ნეოლითური ხანა ინდოეთის სუბ-კონტინენტზე დაიწყო ძვ.წ. 7000 წლიდან, როდესაც დასავლეთიდან, კერძოდ მესოპოტამიიდან გავრცელდა სამიწათმოქმედო კულტურა და გაჩნდა მუდმივი დასახლებები პირველად ინდის ველზე. მომდევნო ათასწლეულებში კი ის მთელ ინდოეთს მოედო.



ჩინეთი


დღევანდელი ჩინეთის ტერიტორიაზე პირველი ერექტუსები მილიონ წელზე მეტი ხნის წინ მივიდნენ. ეს ერექტუსები იყვნენ შთამომავლები აფრიკაში ჩამოყალიბებული ერექტუსების, ან კავკასიაში ჩამოყალიბებული ერექტუსებისა. მაგნიტურ-სტრატიგრაფიულად დათარიღდა ქსიაოჩანგლიანში აღმოჩენილი ქვის იარაღები და გაირკვა, რომ ისინი 1.36 მილიონი წლის წინ მცხოვრებმა ადამიანებმა დაამუშავეს. ქსიჰოუდოს არქეოლოგიურ ადგილს შანქსის პროვინციაში კი აქვს მტკიცებულება, რომ იქ 1.27 მილიონი წლის წინ ერექტუსები საკვების მოსამზადებლად იყენებდნენ ცეცხლს. ჩინეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ადამიანთა სახეობები (ან ქვესახეობები, რასები), მეცნიერული დასახელებებით: იანმოუელი ადამიანები, ლანტიელი ადამიანები და პეკინელი ადამიანები. ჩინეთში აღმოჩენილი უძველესი თანამედროვე ადამიანების ანუ ჰომო საპიენსების ნარჩენებიდან აღსანიშნავია მათშორის ყველაზე ძველი - ძვ.წ. 125, 000 - 80, 000 წლებით დათარიღებული კბილი. ის აღმოჩნდა ფუიანის გამოქვაბულში, ჰუნანში. სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში კი ნაპოვნი იქნა ლევალუას კულტურის კვალი, რომელიც ძვ.წ. 168, 000 - 78, 000 წლებით დათარიღდა. ჩინეთის ტერიტორიაზე, იანძისა და ყვითელი მდინარის დიდ დაბლობზე წარმოიშვა სამიწათმოქმედო კულტურა და ამით ჩინეთმა შეაბიჯა ახალ ეპოქაში - ნეოლითურ ანუ ახალი ქვის ხანაში ძვ.წ. 7000 წლიდან.



რუსეთი


ჩრდილოეთ კავკასიის გარდა დანარჩენი რუსეთის ტერიტორიაზე არ არის აღმოჩენილი ჰომო ერექტუსების ცხოვრების კვალი, შესაძლოა ეს განპირობებული ყოფილიყო მკაცრი მეტეროლოგური პირობებით, გაუსაძლისი სიცივით, მით უმეტეს ზამთრის პერიოდებში. უძველესი ადამიანები მაგ ტერიტორიაზე მხოლოდ ჩნდებიან დაახლოებით ძვ.წ. 40, 000 წლიდან. ეს დადასტურებულია კოსტენსკის არქეოლოგიურ ადგილზე გაკეთებული აღმოჩენით. ასევე ციმბირის ტერიტორიაზე, ნოვოსიბირსკში, ამავე პერიოდის დენოსოველების სადგომია აღმოჩენილი ალთაის მთებში, სადაც იპოვეს მათი ძვლები, კერძოდ, მეხუთე თითის გარკვეული ნარჩენი, რომელიც დათარიღდა ძვ.წ. 40, 000 წლით, ხოლო გენეტიკური კვლევით გაირკვა, რომ ის იყო ადამიანთა მანამდე უცნობი მოდგმა, რომელსაც დენოსოველები უწოდეს.

საინტერესოა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ ადიღეაში აღმოჩენილია ყველაზე გვიანდელი ნეანდერტალელთა ნარჩენები, რომელიც დათარიღდა ძვ.წ. 27, 000 წლით, რამაც დაადასტურა, რომ 400 ათასი წლის წინ წარმოშობილი ადამიანთა ეს სახეობა სწორედ კავკასიაში შენარჩუნდა ყველაზე დიდხანს. რუსეთში (არა ჩრდილოეთ კავკასიაში) ნეოლითური ხანა დაიწყო დაახლოებით ძვ.წ. 4300 წლიდან იქ კერამიკის დამამზადებელი კულტურის ნელი გავრცელებით ევროპის მხრიდან.



ყაზახეთი


ყაზახეთი დაახლოებით ადამიანების, კერძოდ ერექტუსების მიერ არის დასახლებული 1 მილიონ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. მის მრავალ რეგიონში აღმოჩენილია ადრეული ქვის ხანის პერიოდის უამრავი ქვის სხვადასხვა სახის იარაღი. ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ნეანდერტალელების გამოჩენა არქეოლოგიურად დასტურდება ძვ.წ. 140, 000 წლიდან და ცხოვრობდნენ ძვ.წ. 40, 000 წლამდე დაახლოებით. ძვ.წ. 38, 000 წლიდან კი უკვე ამ ტერიტორიაზე შემოდიან ჰომო საპიენსები. ეს ადამიანები გამყინვარების დამტავრების შემდგომ იმდენა დმრავლდებიან, რომ მთელ შუა აზიას ედებიან და ეს იწვევს ყაზახეთის ტერიტორიაზე დიდი პრე-ისტორიული ცხოველების გადაშენებას, როგორებიც იყო მამონტი, აზიური მარტორქები და ა.შ. ყაზახეთის ტერიტორიაზე ხალხი მიწათმოქმედების გარეშე, ნეოლითური ხანის და სპილენძის ხანის ანუ ქალკოლითური, იგივე ენეოლითური ხანის გავლის გარეშე გადავიდა ბრინჯაოს ხანაში.



წყარო: Paleolithic; Mesolithic; Neolithic


სამედიცინო სტატიები:


1. რამდენი უჯრედია ადამიანის ორგანიზმში?

2. ზეფირის ტესტი

3. რომელია ყველაზე საშიში ნარკოტიკი?

4. აბორტი - არის თუ არა ეს ადამიანის მკვლელობა?

5. რეი კურცვეილი - ადამიანები ბევრად უფრო დიდხანს იცოცხლებენ

6. ცნობიერება

7. რეფლექსები და მათი კვლევის მეთოდები

8. დიენცეფალონი

9. ნათხემი

10. მეზენცეფალონი

11. ვაროლის ხიდი

12. მოგრძო ტვინი

13. რამდენ ნეირონს შეიცავს სხვადასხვა ცხოველის ტვინი?

14. ადამიანის თავის ტვინის შემადგენელი ნაწილები

15. ევგენიკა და გენური მანიპულაცია

16. სინათლე გვირაბის ბოლოს - რა ფენომენთან გვაქვს საქმე?

17. რა ხდება ადამიანის ტვინში ორგანიზმის სიკვდილის შემდეგ?

18. თავის ტვინის ღმრა სტრუქტურები

19. უმნიშვნელოა ადამიანი უდიდეს სამყაროში?

20. რამდენი ატომისგან შედგება ადამიანის დნმ-ის თითოეული მოლეკულა?

21. ადამიანის ქრომოსომა

22. ერითროციტები

23. ლეიკოციტები

24. რამდენი ბაქტერიული უჯრედისგან შედგება ადამიანი საშუალოდ?

25. რამდენი უჯრედისგან შედგება სხვადასხა წონის ადამიანი?

26. ადამიანის ორგანიზმის რამდენ პროცენტს შეადგენს წყალი?

27. რამდენი ატომისგან შედგება სხვადასხვა ნივთიერების 1 გრამი?

28. ნევროლოგიური დაავადებები



სხვა სამეცნიერო და ისტორიული სტატიები


1. მელქისედეკ III ფხალაძე - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

2. ნიკოლოზ რაჭველი - ჭადრაკის ევროპის ოფიციალური ჰიმნის ავტორი

3. კიბორჩხალების სათლის თეორია

4. გალაქტიკების ტიპები მორგანის და ჰაბლის სქემების მიხედვით

5. გალაქტიკების ტიპები

6. რას ნიშნავს სიტყვა "იბერია"?

7. რას ნიშნავს სიტყვა "კავკასია"?

8. კოლხეთი

9. მინოსური ცივილიზაცია კრეტაზე

10. პლანეტების ტიპები

11. როგორ გამოიყურებოდნენ ეგვიპტის ფარაონები

12. ჭიანჭველები

13. როგორ გამოიყურებოდნენ ესესელები

14. ჰოლოდომორი

15. ფრიდრიხ ნიცშე ლიბერალიზმის წინააღმდეგ

16. ტროა

17. შუმერი

18. "დიდ ქვაბში არ ეტეოდა, პატარაში სულ არ იყო" - ქართველი ერი

19. ზვიად გამსახურდია ქართველური ენების შესახებ

20. ქალდეველები

21. შამაში

22. ყველა სახის სიმსივნის განკურნების პრინციპი აღმოჩენილია

23. ხეთები

24. საქართველოსთვის მგლოვიარე კასტელის სიტყვები

25. ჰალიძონები - კოლხური ტომი

26. ამადეო მოდილინის მიერ დახატული ქართველი ქალი

27. "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები მიხაი ზიჩის მიერ

28. ინდოეთში აღმოჩინეს საბადო, რომელიც 3 ათას ტონა ოქროს შეიცავს

29. ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები ირაკლი თოიძის მიერ

30. ვეფხისტყაოსნის ფერადი ილუსტრაციები ირაკლი თოიძის მიერ

31. ვეფხისტყაოსნის ფერადი ილუსტრაციები სერგო ქობულაძის მიერ

32. ფაიუმის პორტრეტები

33. მაქს ტილკე და მის მიერ შექმნილი კავკასიელ ხალხთა ნახატები

34. ბაქტერიები

35. არქეები

36. ევკარიოტები

37. ჟან ბატისტ ტავერნიე მეგრელების შესახებ

38. ჟან ფრანსუა გამბა და კავკასიელები

39. როგორ გამოიყურებოდნენ კავკასიელები მე-19 საუკუნეში - გრიგორი გაგარინი

40. ბრუნო ვეფხვაძე - გამორჩეული ქართველი მხატვარი

41. ბრუნო ვეფხვაზე - ნაწილი მეორე

42. ბრუნო ვეფხვაძე - ნაწილი მესამე

43. ბრუნო ვეფხვაძე - ნაწილი მეოთხე

44. უმარტივესები

45. ლორწოვანი ობები

46. სოკოები

47. მცენარეები

48. ცხოველების სამეფო

49. თანამედროვე დომენების სისტემა - ცოცხალი სამყაროს ტაქსონომია

50. ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ავთენტური ვიდეოები

51. ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ავთენტური ვიდეო - მაია ჯაბუა

52. ამოუცნობი მფრინავი ობიექტის თვითმხილველი მურმან გვენეტაძე

53. ამოუცნობი მფრინავი ობიექტი მე-18 საუკუნის ნახატზე

54. ამოუცნობი მფრინავი ობიექტის თვითმხილველი ზურაბ კოკაია

55. ეპიდემიები მსოფლიო ისტორიაში და მათი მსხვერპლი

56. 1500-დან 2000-მდე დამოუკიდებელი ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო

57. ბეჭდების მბრძანებელი - ტოლკიენის მიერ შექმნილი სამყაროს მიმოხილვა

58. ამოუცნობი მფრინავი ობიექტის გამოსახულება სვეტიცხოველში

59. როდის და ვისგან წარმოიშვა თანამედროვე ადამიანი?

60. ჰომო საპიენსის განსახლების თავდაპირველი არეალები

61. საღვთო რომის იმპერიის 1800 ნახევრად-დამოუკიდებელი სახელმწიფო

62. დიდი აღმოჩენა ადასტურებს, რომ ამერიკაში ხალხი 30, 000 წლის წინ დასახლდა

63. ევროპაში საპიენსები ბევრად უფრო ადრე დასახლდნენ, ვიდრე მიაჩნდათ

64. ჰომო საპიენსები ახლო აღმოსავლეთში ბევრად უფრო ადრე სახლობდნენ, ვიდრე მიგვაჩნდა

65. ჰომო საპიენსები ჩინეთში ბევრად უფრო ადრე სახლობდნენ, ვიდრე მიგვაჩნდა

66. ადამიანის ევოლუცია უძველესიდან უახლეს დრომდე

67. თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა ზვიად გამსახურდიას სკანდალური ლექსი მიუძღვნა

68. რომელი უფრო ადრე წარმოიშვა - ვირუსები თუ უჯრედები?

69. ახალი ქართული წარმართობა და მისი საფუძვლები

70. სვიმონ მასხარაშვილის ღია წერილი დასავლეთისადმი

71. რევაზ ჩოლოყაშვილი - დიდი ქართველი გმირი

72. ისრაელის პრემიერ-მინისტრის რჩევა ერებისთვის, რომლებსაც უძლიერესი სახელმწიფოს აშენება უნდათ

73. ჰაპლოჯგუფები

74. რა არის მოლი?

75. რამდენი წყალი არის 1 მოლი და რამდენი ატომია 1 მილილიტრ წყალში?

76. გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია

77. ისლამური ტერორიზმი

78. კავკასოიდური რასის ანთროპოლოგიური ტიპები

79. სხვადასხვა არქიტექტურული სტილი

80. ევროპა პალეოლითის ხანაში

81. აფრიკა პალეოლითის და მეზოლითის ხანაში

82. სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკა, ავსტრალია, იაპონია და ახალი გვინეა პალეოლითის და მეზოლითის ხანაში


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
68
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
68
  
7 ნოემბერი, 17:04
From 1700 BC, there was a great migration of peoples from the southern regions of Russia and the Caucasus through Central Asia or Iran to India. From the north to the south the great Aryans marched and invaded the territories of the Indus Valley. It was they, who destroyed this civilization. Occupied all northern India, Pakistan and Afghanistan, multiplied and formed numerous Indepedent States, Great and Small Kingdoms Janapadas and Mahajanapadas. The names of their numerous, large tribes, numbering more than 230, have survived. There were many other Aryan, small tribes whose names have not been preserved in history. In appearance they resembled Georgians, Persians and Russians; today we see the Indian ethnoses formed as a result of their mixing with the Dravidian, Indian peoples. Large areas of their settlement, northern India and Pakistan, were called Āryāvarta by these peoples. These Aryan tribes were called: " Karusha, Kashi, Kekeia, Matsia, Kukura, Kushalia, Kikata, Ushinara, Vasha and etc. They made great contributions to the formation of the present-day Hindu religious systems and introduced new cults to the territory of India and Pakistan. Today these Hindu religions have more than a billion followers. It is also noteworthy that in India there is the city of Kolkhapur (Kolkhapur, Kolhapur), which was formerly one of the principalities of the Maratha Empire (Kolkhapur state). It was named after the demon Kolkhasur.
0 1 1