x
მეტი
  • 26.11.2020
  • სტატია:105214
  • ვიდეო:348784
  • სურათი:470599
როგორი იყო და რამდენ სახეობად იყოფოდა ღვინო ძველ რომში?
ძველ რომში გამოარჩევდნენ ძირითადად ორი ფერის ღვინოს. ესენი იყო თეთრი, რომელსაც vinum album ეწოდებოდა და წითელი, რომელსაც vinum atrum ერქვა.


მაგრამ პლინიუს უმცროსი ფერთა 4 კატეგორიას ასახელებს. ესენი იყო: vinum album (თეთრი), vinum fluvum (ყვითელი), vinum sanguineum (მეწამული) და vinum nigrum (შავი).


ღვინო ერთადერთი სასმელი იყო, რომელიც მთელ ხმელთაშუაზღვისპირეთში გახლდათ გავრცელებული რომის რესპუბლიკის დიდების წლებში. ამასთან ერთად, წითელი ღვინო უფრო იყო აღიარებული, ვიდრე თეთრი, მაგრამ პრესტიჟულ თეთრ ღვინოებად იყო მიჩნეული ფალერნური და კეკუბური.


რომაელებს მოსწონდათ vino dulce ანუ ტკბილი ღვინო და ის ხშირ შემთხვევაში წითელი იყო. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში ღვინის ზოგიერთი მწარმოებელი ამზადებდა praedulce-ს ანუ ძალიან ტკბილ ღვინოსაც.



185 სახეობის რომაული ღვინო იყოფოდა სხვადასხვა კატეგორიებად. ესენი იყო vinum austerum (მშრალი), vinum tenue (ნახევრად მშრალი) და vinum dulce (ტკბილი).


ძველ რომში ღვინის სმა ჯარისკაცებისთვის ნებადართული იყო. ჩვენამდე მოაღწია ცნობამ იმის შესახებ, რომ ბრიტანეთში მდებარე ვინდოლანდას ციხესიმაგრეში ერთ დღეს 500 ლეგიონერს 73 მოდი (635 ლიტრი) ღვინით გაუმასპინძლდნენ.



როგორც კატონი გვატყობინებს, ღვინოს მხოლოდ თავისუფალი მოქალაქეები და ჯარისკაცები კი არ სვამდნენ, არამედ მონებიც.


ქალებს თავდაპირველად აკრძალული ჰქონდათ სმა, მაგრამ გვიანი რესპუბლიკის წლებში ეს აკრძალვა ფაქტობრივად გაუქმდა.


ნიშანდობლივია, რომ ძველ რომში იშვიათად მიირთმევდნენ წყალში გაუზავებელ ღვინოს. "ღვთაებრივ სითხეს" ბლომად წყალს ურევდნენ და ამგვარად მიირთმევდნენ.


ღვინო გვიანი რესპუბლიკის წლებში მასობრივად ხელმისაწვდომი სასმელი გახდა. პომპეიში ერთი ხელადა ჩვეულებრივი ღვინო 1 ასი ღირდა, საშუალო ხარისხის – 2 ასი, ხოლო ფალერნური – 4 ასი.


თავდაპირველად გამორჩეული ღვინოები შეჰქონდათ საბერძნეთიდან, მაგრამ შემდეგ აპენინის ნახევარკუნძულზეც დაიწყეს ყურძნის გაშენება და საუკეთესო ღვინოების წარმოება.


(სტატიის სრული ვერსია იხილეთ allwine.ge-ზე)



რომი

0
47
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0