x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
"ჩვენი სამყარო არ არის რეალური":-მეცნიერებმა კოსმოსში იდუმალი ანომალია დააფიქსირეს

image




მეცნიერებს არ შეუძლიათ ახსნან ნეირონული ვარსკვლავის იდუმალი მოვლენის მიზეზები.




დაფიქსირდა უცნაური ფენომენი, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ეს ნამდვილი დასტურია იმისა, რომ ჩვენი სამყარო არ არის რეალური, რადგან სხვა ახსნა ჯერ არ არის ნაპოვნი.




ჯერჯერობით არ არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სიმულაციაში. ამასთან, ასტრონომებს ვერ აუხსნიათ პულსარის, ცის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და კაშკაშა კოსმოსური ობიექტის რეჟიმის დარღვევა. (პულსარი არის მაგნეტიზებული მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავი ან თეთრი ჯუჯა, რომელიც ელექტრომაგნიტურ რადიაციას ასხივებს. გამოსხივების შემჩნევა და დაკვირვება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც რადიაციული დასხივება დედამიწისკენ არის მომართული და პულსაციის სახით რადიაციას გამოავლენს.)





image




სამი წლის წინ, ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის ასტრონომმა გრეგორი ეშტონმა პულსარის ტალღებში უცნაური მოვლენა დააფიქსირა. მან დეტალურად აღწერა ამ ფენომენის შესახებ, რომელიც პირველად 50 წლის წინ აღმოაჩინეს.




მოლოდინის საწინააღმდეგოდ, დაკვირვების ქვეშ მყოფი პულსარი დაიკარგა და შენელების ნაცვლად სისწრაფე დააჩქარა. გრიგორი ეშტონის თქმით, ეს ეფექტი ძალიან მცირეა, მაგრამ მისი დადგენა შესაძლებელია.




ფაქტია, რომ პულსარები, მართალია მკვდარი ვარსკვლავებია, მაგრამ ამავე დროს ერთერთი ყველაზე სტაბილური ობიექტია სამყაროში - მათზე საათების გასწორებაც კი შეგიძლიათ, მათი იმპულსები იმდენად ზუსტია. კერძოდ, პულსარის ტალღების როტაციის ზუსტი დრო 11, 195 ბრუნია წამში.



”როდესაც ნეიტრონული ვარსკვლავი ბრუნავს, ის ასხივებს ელექტრომაგნიტურ სხივს. თუ დედამიწასთან ახლოს გადის სხივი, მას რადიო ასტრონომები იღებენ წყვეტილი სიგნალის სახით." - განმარტავს ეშტონი.



image




უფრო მეტიც, პულსარი თავიდან ცოტათი შენელდა, სანამ ისევ განახლებული ენერგიით დატრიალდებოდა. ასტრონომთა გუნდმა წამოაყენა რამდენიმე თეორია ამ მოვლენასთან დაკავშირებით, რომელთაგან ერთი სავარაუდოდ წარმოადგენს მატრიცის და მასში არსებული შეცდომის მტკიცებულებას. თუმცა, საბოლოო ჯამში, მკვლევარები არ არიან დარწმუნებული, რა არის ნეიტრონული ვარსკვლავის უცნაური ქცევის რეალური მიზეზი.




შეგახსენებთ, რომ მკვლევარებმა გაარკვიეს, თუ რამდენი წლის წინ გახდა გალაქტიკა ირმის ნახტომის თანავარსკვლავედის ნაწილი. დღეს მზის სისტემა იმ კოსმიურ სტრუქტურაშია, რომელიც ირმის ნახტომის თანავარსკვლავედის სახით შეიქმნა ათი მილიარდი წლის, როდესაც შთანთქა სხვა გალაქტიკა.




მეცნიერებმა შეისწავლეს ვარსკვლავების ასაკობრივი განაწილება ჩვენი სისტემის შიდა წრეში. სწორედ კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ამ წრეში დიდი რაოდენობით ვარსკვლავების ასაკი ათი მილიარდი წელია. შედეგად, მეცნიერებმა შეიტყვეს, თუ როდის მოხდა შერწყმა. როგორც აღინიშნა, ირმის ნახტომის საკუთარი ვარსკვლავები განლაგებულია მისივე შექმნის დასაწყისიდანვე - 13, 5 მილიარდი წლის წინ.

0
583
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
583
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0